არქივი

ყველაზე ძვირადღირებული ლითონები

24fbf37d2855

ყველას გვსმენია ძვირფასი ლითონების  შესახებ და შეხებაც გვქონია მათთან, მაგალითად ოქრო, პლატინა… მაგრამ არსებობს  ძვირადღირებული მეტალები რომლებიც ნაკლებადაა ცნობილი. ამ პოსტში მინდა ცნობილ მეტალებთან  ერთად სწორედ ასეთ მეტალებზე შევაჩერო თქვენი ყურადღება.

 

დასაყწისისათვის აუცილებელია მეტალები დავყოთ ორ ჯგუფად. პირველი – ბუნებრივი შემადგენლობის, ანუ მოიპოვებიან ბუნებაში და მეორე – იზოტოპები, შექმნილი ხელოვნურად (ლაბორატორიულ პირობებში). ამიტომაც მეორე ჯგუფის მეტალები გაცილებით ძვირი ღირს ვიდრე პირველი ჯგუფის.

ბუნებრივ მეტალებს შორის მეხუთე ადგილზეა რუთენიუმი. ეს ელემენტი პლატინთა ჯგუფს მიეკუთვნება და აღმოჩენლი იქნა 1844 წელს რუსეთში, კარლ კლაუსის მიერ. მის დამახასიათებელ თვისებად ითვლება ნათელი ნაცრისფერი ფერი. თანამედროვეობაში იგი გამოიყენება ელეტქრო ტექნიკის წარმოებასა და საიუვილერო საქმეში დანამატის სახით (რთული ქიმიური დამუშავების შემდეგ). მისი ფასი არც ისე მაღალია – 15 $ – 1გრამი

2ae147bdafed

მეოთხე საფეხურზე განთავსდა ოსმიუმი (აღმოაჩინეს 1803 წელს). სუფთა სახით ბუნებაში ის არ გვხვდება. მას აქვს მოცისფრო ვერცხლისფერი, არასასიამოვნო სუნი და მაღალი სიმკვრივე. მას ძირითადად გამოიყენებენ წამლების დამზადებაში (მაგ: კორტოზინი, აშშ). მისი ფასია 19 $ – 1 გრამი.

c6b35008c80a

უფრო გავრცელებული და ძვირადღირებულია ოქრო. მას ამ რეიტინგში მესამე ადგილი უჭირავს. ის ბუნებაში სუფთა სახით არსებობს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გარდა საიუვილერო საქმისა, მას გამოიყენებენ სხვადასხვა მოწყობილობების დეტალების დასამზადებლად. მისი ფასის დადგენა რთულია, ვინაიდან ფაქტიურად მუდამ იცვლება. მაგრამ საშუალოდ 1 გრამი ოქრო 30–40 $ ღირს.

1fdc04fa72a3

მეორე ადგილზეა პლატინა. ბუნებაში ის დამოუკიდებლად არ გვხვდება, მხოლოდ სხვა ელემენტთან ნაერთი არსებობს. გარდა საიუვილერო საქმისა, მან გამოყენება პოვა ჰაერნაოსნობაში, სტომატოლოგიასა და იარაღის წარმოებაში. მისი ღირებულება დაახლოებით შეადგენს 70 $ – 1 გრამი.

aab33d595c91

ყველაზე ძვირადღირებული ბუნებრივი მეტალი და ჩვენი რეიტინგის პირველდგილოსანი არის როდიუმი. მას შესანიშნავი ვერცხილისფერი ზედაპირი აქვს, რომელსაც ძალიან კარგი ამრეკლავი თვისება ახასიათებს. მისი ფასია 225 $ – 1 გრამი და გამოიყენება ძვირადღირებული სამკაულების დამზადების ბოლო ეტაპზე.

f8f3eccb5e64

დროა გადავიდეთ იზოტოპებზე, რომელთა ღირებულება 100–ჯერ და მეტად აღემატება ბუნებრივი მეტალების ღირებულებას. ამიტომაც ქვემოთ მოცემულია მხოლოდ ყველაზე ძვირადღირებული ნაერთები.

გვხვდება, ძალიან იშვიათი იზოტოპი ოსმიუმი–187, ყველაზე მკვრივი რამ ჩვენს პლანეტაზე. მსოფლიო ბაზარზე მხოლოდ ყაზახეთი ყიდის მას. ამ მეტალის მისაღებად აუცილებელია 9 თვე, ვინაიდან იზოტოპის მიღება ძალიან რთულია. გამოიყენება სამედიცინო კვლევებში, ასევე კატალიზატორად და ძვირადღირებული ზუსტი საზომი ხელსაწყოების დასამზადებლად. მისი ფასია 200 000 $ – 1 გრამი.

e3d6c3efd49c

და ბოლოს , ყველაზე ძვირადღირებული ლითონია კალიფორნიუმი (Cf). მისი ღირებულება შეადგენს 6 500 000 $ – 1 გრამი. ის გინესის რეკორდების წიგნშიცაა შეტანილი. ეს მეტალი მიღებული იქნა კალიფორნიის უნივერსიტეტში ხანგრძლივი ცდების შემდეგ ბირთვულ რეაქტორში პლუტონის ნეიტრონებზე. ყველაზე ხშირად მას იყენებენ ბირთვული ექსპერიმენტებისას, ვინაიდან ძალიან დიდი რაოდენობით ნეიტრონებს შეიცავს.

145705a559db

Back to top button