გართობა

ციხე ჰალდენი (ნორვეგია)

a9adce845dd1

იტალიელმა ფოტოგრაფმა გუგი ფასინომ (Gughi Fassino) გაატარა სამი დღე ნორვეგიის ციხე ჰალდენში, რომელიც ცნობილია როგორც ყველაზე ჰუმანური და კომფორტული ციხე მსოფლიოში.

ციხე ჰალდენი აშენდა 2010 წელს და ერთ–ერთი ყველაზე დაცულია ნორვეგიაში. აქ სასჯელს იხდიან პატიმრები, რომლებმაც მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ არცერთი მათგანი 21 წელზე მეტს ციხეში არ გაატარებს, ანას ნორვეგიული კანონი კრძალავას.

პატიმრების 20% ხელახლა დანაშაულისათვის ბრუნდება ციხეში 2 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც დატოვებს მას. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია, ევროპის სხვა ქვეყნებში ის სამჯერ მაღალია.

939da129d7bc

ერთი პატიმრის შენახავა ტელევიზორითა და მაცივრით აღჭურვილ კამერაში ნორვეგიის ხელისუფლებას წელიწადში 185 ათასი დოლარი უჯდება.

660a2c66ee58

საპატიმრო შენობის ირგვლივ 30 ჰექტარი ტყეა, სადაც პატიმრებს დაცვის გარეშე შეუძლიათ სეირნობა.

117a5f690a17

მართალია ციხეში არ არის აუზი, მაგრამ სამაგიეროდ ყველა პატიმარს შეუძლია დღეში 1,30 საათი სპორტ დარბაზში გაატაროს.

0f65792c0fed

სუპერმარკეტში პატიმრებს კვირაში ერთხელ უშვებენ.

b5421abef724

ანაზღაურება მომუშავე პატიმრებისათვის დღეში 9 დოლარია. ბრეივიკის ტერაქტის შემდეგ მათ ანაზრაურება ყოველდღიურად გადაეცემათ, რათა მოახერხონ ყვავილების ყიდვა გარდაცვლილთა საპატივსაცემოდ ნებისმიერ დროს.

69502ca50dea

ნებისმიერ მსურველს შეუძლია საჭმელი თავისთვის მოიმზადოს. ადგილობრივ ბიბლიოთეკაში ყველაზე პოპულარული კულინარიის შესახებ წიგნებია.

07fc4f5dba8e

ციხის უფროსია – არე ჰიოიდალი. მას 340 თანამშრომელი ყავს – 250 პატიმრისათვის.

75fa4028c4be

ნორვეგიაში ციხის თანამშრომელმა უნდა გაიაროს 2 წლიანი სპეციალური მომზადების კურსი. იგი მოიცავს ლექცია–სემინარებს ისეთი თემების ჩათვლით როგორიცაა ადამიანის უფლებები, ეთიკა და იურისპუდექცია.

3397370d6975

კამერაში ყოფნა აუცილებელია 20:30 – დან 07:30 – მდე. დანარჩენი დრო შეუძლია პატიმარს გამოიყენოს სამუშაოდ (არაა სავალდებულო) ან როგორც მოესურვება.

fe473954beec

ციხის დირექტორის თქმით ციხის თანამშრომელზე თავდასხმის ან ჩხუბის შემთხვევა ციხეში პრაქტიკულად არ ყოფილა. აგრეთვე არ დაფიქსირებულა გაქცევის მცდელობის არცერთი შემთხვევა.

bd1c59355617

გარე სამყაროსთან კონტაქტი შეზღუდულია, მაგრამ პატიმარს აქვს უფლება კვირაში 3–ჯერ დარეკვის და გრძელვადიანი პაემნის ცალკე მდგომ პატარა სახლში.

fad5eaede3d7

ციხეშია აგრეთვე მუსიკალური სტუდია სადაც პატიმრებისაგან შემდგარი ჯგუფი ვარჯიშობს და იწერება ყოველკვირეული რადიოგადაცემა.

d46395437fdb

Back to top button