გართობა

10 სამეცნიერო გავრცელებული მითი

345d11aecd7b

ყველა ადამიანს გააჩნია გარკვეული წარმოდგენები ამა თუ იმ საგნების მიმართ, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენი გამოცდილების, საზოგადოებრივი აზრისა თუ სხვა მიზეზთა შედეგად. ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ ფაქტები, რომელთაც მეცნიერები ადასტურებდნენ გარკვეულ ეტაპებზე მაგრამ დღეს ის უკვე მითია…

1. ჩინეთის დიდი კედელი ჩანს კოსმოსიდან.

a353677a85dd

მართალია ჩინეთის დიდი კედელი ძალიან დიდია, თუმცა მისი დანახვა კოსმოსიდან მაინც შეუძლებელია. თვით პირველმა ჩინელმა კოსმონავტმა იან ლიმ დაადასტურა, რომ მან ვერ შეძლო დაენახა ჩინეთის დიდი კედელი შეუიარაღებელი თვალით. კოსმოსური სადგურიდან მხოლოდ ეგვიპტის პირამიდების გარჩევაა შესაძლებელი.

2. პოლარული ვარსკვლავი – ყველაზე კაშკაშაა.

56a13b39273e

როგორც ბევრს გონია პოლარული ვარსკვლავი ყველაზე კაშკაშაა, თუმცა ეს ნამდვილად არ არის ასე. ის სიკაშკაშის მხრივ დაახლოებით 50–ე ადგილზეა. პოლარული ვარსკვლავის დანახვა ყველაზე ადვილია, იმიტომ რომ დედამიწის ღერძი პრაქტიკულად მისკენაა მიმართული. პოლარული ვარსკვლავი წლის ნებისმიერ დროს ერთსადაიმავე ადგილზეა და მიუთითებს ჩრდილოეთის მიმართულებაზე.  ხოლო მზის შემდეგ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლადავ ითვლება სირიუსი.

3. ნიანგის თავდასხმისას საჭიროა გავიქცეთ ზიგზაგებით.

3f05274d3a17

ერთ–ერთი უძველესი რჩევა თავის გადარჩენასთან დაკავშირებით ნიანგის თავდასხმის შემთხვევაში არის ის, რომ გავიქცეთ ზიგზაგებით, ვინაიდან იგი ვერ ახერხებს სწრაფად შებრუნებას. მაგრამ სინამდვილეში ნიანგი თითქმის არ ნადირობს ხმელეთზე, თანაც მისი მაქსიმალური სიჩქარე ხმელეთზე 16 კმ/საათშია, რაც საშუალებას გვაძლევს პირდაპირ სირბილის შემთხვევაშიც თავისუფლად გავასწროთ მას ))

4. ბენზინის ავზში სროლა იწვევს მანქანის აფეთქებას.

ab758a36ead9

ასეთი რამ შეიძლება მხოლოდ კინოში ან ვიდეოთამაშებში მოხდეს. ავზში სროლის შემთხვევაში ტყვიამ შეიძლება გაიაროს ავზში ან გაიჭედოს მასში. ტელეგადაცემაში „ლეგენდების გამანადგურებლები“ ჩაატარეს ცდა ამის შესახებ, მაგრამ სროლამ არა თუ აფეთქება მანქანა, არამედ ცეცხლის გაჩენაც კი ვერ გამოიწვია.

5. წითელი ფერი აბრაზებს ხარებს.

699932475b2b

ესპანელმა ტორეადორებმა წითელი ფერის მაუდის ან ტყავის გამოყენება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, როდესაც ამ მითის შესახებ არაფერი იყო ცნობილი (1700–იან წლებში). სინამდვილეში ხარებს აბრაზებთ არა ესა თუ ის ფერი არამედ ყველაზე მოძრავი საგნები მათ ირგვლივ.

6. ელვა არ ეცემა ერთსა და იმავე ადგილას ორჯერ.

b15ef321fb86

ეს მცდარი აზრია, როგორ წესი პირიქით ხდება. მაგალითად ცნობილი ცათამბჯენს “Empire State Building” (ნიუ–იორკში) წლის განმავლობაში დაახლოებით 100–ჯერ ეცემა ელვა.

7. მინა მყარია.

00c2be2d8aba

მინა ეს ამორფული (კრისტალური აგებულების არ მქონე, უფორმო)  მყარი სხეულია, ანუ მაღალი სიბლანტის მქონე სითხე. ამის გამო ის ძალიან ნელა „იღვენთება“, რის გამოც მინის ვიტრაჟები დროთა განმავლობაში ქვევით უფრო სქელი ხდება ვიდრე ზევით.

8. კოსმოსში არ არის გრავიტაცია.

f27a47e2d61f

სინამდვილეში კოსმოსში გრავიტაცია არის და სწორედ მის საშუალებით ვარსკვლავები ბრუნავენ გალაქტიკის ცენტრის გარშემო, დედამიწა მზის გარშემო და თანამგზავრები დედამიწის გარშემო. მიზეზი რატომაც კოსმონავტები უწონად მდგომარეობაში არიან, არის ის რომ, ისინიც დედამიწის გარშემო ბრუნავენ. ორბიტის სიმაღლზე, დაახლობით 400კმ დედამიწიდან გრავიტაცია სინამდვილეში მხოლოდ 10%–ით მცირდება

9. არსებობს მთვარის ბნელი მხარე.

2fab545ce3b1

მზე რაღაც მომენტში მთვარის ნებისმიერ ადგილას ანათებს. მაგრამ ვინაიდან მთვარე ისევე ბრუნავს თავის ღერძის გარშემო როგორც დედამიწის გარშემო, ამიტომ დედამიწიდან მთვარის ერთი მხარე არასდროს ჩანს. სინამდვილეში კი როდესაც ნახევარმთვარეა, მზე უფრო იმეტად იმ ადგილს ანათებს რომელიც დედამიწიდან არ ჩანს.

10.ნერვული კვანძები არ ღდგებიან.

დიდი ხნის განმავლობასი მეცნიერები თვლიდნენ რომ ტვინის რთული მუშაობის პროცესს დაარღვევდა ახალი ნერვული კვანძების ზრდა. მაგრამ 1998 წელს შვედმა მეცნიერებმა დაადგინეს რომ შესაძლებელია ნერვული კვანძების აღდგენა და ახალი კვანძების შექმნა. ამასთან ერთად ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ემბრიონული მაგისტრალური კვანძებისგან, ნერვული კვანძების შექმნის პროცესი.

e661f0e6913d

Back to top button