მის სამყარო 2012 :თამარ შედანია და სხვა მონაწილეები
19 დეკემბერს, “მის სამყაროს” (Miss Universe 2012) ტიტულის მოპოვებას 70 ქვეყნის ულამაზესი გოგონა შეეცდება. მათ შორისაა “მის საქართველო 2012”, უმშვენიერესი თამარ შედანია.წარმოგიდგენთ რიგით 61-ე კონკურსის დეფილეს საღამოს კაბებში და მის ყველა მონაწილეს- ჩვენი ქვეყნის წრამომადგენლის ჩათვლით !-თამარ შედანია, ზუგდიდელი ლამაზმანი სამოდელო ბიზნესში 14 წლის ასაკიდან ჩაერთო. უყვარს მოგზაურობა და ბავშვებთან ურთიერთობა. ამჟამად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს.
თამარის სურვილია, ოდესმე შეხვდეს მერილ სტრიპს, აკეთებს სამკაულებს და მისი საოცნებო საქმიანობა მსახიობობაა
შესარჩევი ტურები მთელი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გრანდიოზული შოუ, სადაც მსოფლიოს ყველაზე ლამაზი გოგონას ვინაობა დასახელდება, 2012 წლის 19 დეკემბერს, ლას ვეგასის პრესტიჟულ სასტუმრო-კომპლექსში გაიმართება.
თითოეულ მონაწილეს უკეთია ლენტი, სადაც აწერია ქვეყნის დასახელება.თუ ნაწერს ვერ გაარჩევთ მაშინ შეხედეთ უკანა ფონზე (ბექგრაუნდზე )არსებულ ქვეყნის წარწერას