ამ პოსტში წარმოგიდგენთ ბრაიან ვალენტინის მაკროფოტოებს.
ინგლისელი მიკრობიოლოგი ბრაიან ვალეტინი ყოველთვის ენთუზიაზმით შეპყრობილი და გატაცებული იყო მაკროფოტოგრაფიით. მისი თქმით, როდესაც ის გავიდა პენსიაზე, მას გაუჩნდა შესაძლებლობა დაეთმო გაცილებით მეტი დრო თავისი საოცარი სურათების შექმნისათვის. ბრაიანი იყენებდა იაპონურ პროფესიონალ სარკიან ფოტოაპარატს;
“ზოგადსაკაცობრიო” ენაზე პროფესიონალურ ციფრულ ფოტოკამერას DSLR ქვია, რაც გრძლად იშიფრება, როგორც “Digital single-lens reflex camera”, ანუ ნათარგმნი ესეა: “ციფრული ერთობიექტივიანი სარკიანი კამერა”. გარეგნულად და შიგნიდანაც იგი ძლიერ წააგავს სხვა დანარჩენ ფირიან პროფესიონალურ ფოტოკამერებს;
ყინულის ფორმირებების და ფიფქების საოცარი მაკრო ფოტოგრაფია გააკეთა ნიჭიერმა ფოტოგრაფმა ბრაიან ვალეტინიმ; ცოტა ხნის წინ ბრაიანი დიდი მოყვარული გახდა მაკრო ფოტოების და ცდილობდა გადაეღო მსგავსი შედევრები, რაც გამოუვიდა პირნათლად.
ყველამ იცის და უნახავს ყინულის გავრცელებული ფორმები: ფიფქები, ლოლუები, თოვლის ბაბუები და ნაყინი. სავსებით საკმარისია რომ ამოვიღოთ მაკროლინზა და თქვენ მოხვდებით თქვენთვის უცნობ ტერიტორიაზე: ყინული იწყებს უცნაური ფორმების მიღებას, რომლებიც უფრო მეტად გვანან გვიმრას ნაზ ფოთლებს, ვიდრე ცივი წყლის მყარ და მკვრივ ფორმას;
ბრაიანმა ყურადღება გაამახვილა ტექნიკურად გამართულ ფოტოებზე, რომლებშიც მხატრული მხარე ჰარმონიულადაა შერწყმული იდეასთან.
ბრაიან ვალენტინი თავდაუღალავად მუშაობს და სურს განავითაროს მაკრო ფოტოგრაფიის მიმართულება, რათა დაინტერესებულ მომხმარებლებს ხელი შეუწყოს მაკროპოტოგრაფიის ცოდნის გაღრმავებაში.