გასართობისასარგებლოსურათები

რას ნიშნავს სიმბოლოები თქვენი გაჯეტის უკანა პანელზე?

cf631e8591ed

გაჯეტებს უკანა მხარეს სხვადასხვა ტიპის ნიშნები ახატია. ეს ნიშნები უბრალოდ გასაფორმებლად არაა შექმნილი. ამ პოსტში წარმოდგენილია რამდენიმე მათგანის მნიშვნელობა.

8cd01b4f7bea

1. ბეჭედი Underwriters Laboratories. ეს დამოუკიდებელი, არა კომერციული კომპანიის ბეჭედია, რომელიც პასიხუსმგებელია „სამეცნიერო და ტექნიკურ უსაფრთხოებაზე“. ის ამოწმებს, აანალიზებს და აუდიტს უკეთებს პროდუქციის უდიდეს ნაწილს, რომელიც იყიდება აშშ–ში, კანადასა და მექსიკაში. ისინი რწმუნდებიან რომ მოწყობილობა შეესაბამება სახელმწიფო და ფედერაციის კანონებს უსაფრთხო ტექნიკის შესახებ. ტექნიკას რომელიც გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკაში იქნება ეს ციფრული ტექნიკა, ელექტრო გიტარები თუ ა.შ.  აქ ნიშანი UL.  ეს ნიშანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სადაზღვევო კომპანიებისთვის. ეს ნიშანი მათთვის მანიშნებელია, რომ პროდუქტი საკმაოდ გამძელეა ნორამლური მოხმარების პირობებში.

666646a02ef9

2. CSA International სხვა დამოუკიდებელი კომპანიაა, რომელიც აგრეთვე ამოწმებს უსაფრთხოების ნორმებს და ემატება ისიც რომ ამ ნიშნის მატარაბელი პროდუქცია უსაფრთხოა ცხოველებისათვისაც. ის ძირითადად ამოწმებს სავენტილაციო და კონდიცირების სისტემებს, აგრეთვე ელექტრო საქონელსა და წყალში გამოსაყენებელ ელექტრო პროდუქტს. ამ ნიშნით აღნიშნული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას რომელიც მოქმედებს კანადასა და აშშ–ში ადამიანთა და ცხოველთა უსაფრთხოების სტანდარტებით.

ca8c3deac9e7

3. ტელეფონების უმრავლესობას რომელიც მოქმედებს უკაბელოდ, გააჩნია FCC (Federal Communications Commission) ნიშანი. ეს ნიშნავს რომ მისაგან წარმოქმნილი ტალღები არ აფერხებს სხვა უკაბელო აპარატების მუშაობას.

8121a90216ee

4. პრაქტიკულად ყველა პროდუტს რომელის შექმნილია ევროკავშირის ქვეყნებში გასაყიდად აქ ნიშანი CE (Conformite Europeenne). ეს ნიშანი ნიშნავს რომ პროდუქტი შეესაბამება ევროკავშირის შიგნით პროდუქციის წარმოების, გაყიდვისა და მოხმარების სტანდარტებს. მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ისინი პროდუქციის ტესტირებას არ ახდენენ ისეთი სიხშირით და სისრულით, როგორც მაგალითად UL აშშ–ში.

093748cf5b19

5. ოფიციალურად ეს ნიშანი ეკუთვნის CE R & TTE Directive და არის გამაფრთხილებელი ნიშანი. ეს ნიშნავს რომ მოწყობილობა არღვევს ევროკავშირში შემავალი რომელიმე ქვეყნის კანონს ან სტანდარტს უკაბელო მოწყობილობების შესახებ. მაგალითად iphone არღვევს საფრანგეთში წესს უკაბელო მოწყობილობების შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა უკაბელო მოწყობილობა უნდა მუშაობდეს 2,4 გეგაჰერცი – 2,454 გეგაჰერც დიაპაზონში.

ca0f8cf2d618

6. ეს სიმბოლო ნიშნავს რომ პროდუქტი შეესაბამება  ევროკავშირის მოთხოვნებს ელექტრული ნარჩენების უტილიზაციის შესახებ. მოწყობილობა ასეთი აღნიშვნით გადამუშავებული უნდა იქნას სპეციალური ცენტრის მიერ და მისი უბრალოდ ნაგავში გადაგდება არ შეიძლება.

ae2337d35ed5

7. მიუხედავად იმისა, რომ CE ატარებს შემოწმებას მთელი ევროკავშირის მასშტაბით, ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს დამატებითი სერთიფიკატები. ასეთია გერმანიაში “TUV Rhenland GS Mark.” ნიშნავს რომ ამ მოწყობილობამ გაიარა დამატებითი შემოწმება ამ კომპანიაში და იგი შეესაბამება ყველაზე მკაცრ სტანდარტებს.

c33043a8eec1

8. და ბოლოს ჩინური სავალდებულო სერთიფიკატი (CCC). დღეს თითქმის ყველა სახის პროდუქტზე გვხვდება მსგავსი ნიშანი და არა მარტო ელექტრო მოწყობილობებზე, ეს კი პრაქტიკულად იმის მანიშნებელია რომ ყველაფერი ჩინეთიდან მოდის

Back to top button