საკითხავისასარგებლო

როგორ უნდა შევამციროთ საწვავის ხარჯი

93ce80845359f4911ca6b3505375c26e
იორგ პაულსენი მძიმეწონიანია, მაგრამ როცა საქმე ავტომობილის ეკონომიურად ტარებას ეხება, ეს მუხასავით კაცი ძალიან მოქნილი ხდება. იორგი დასანახად ვერ იტანს ისეთ ტიპებს, რომლებიც საწვავის მაღალ ფასზე წუწუნებენ, მერე კი მანქანას გიჟებივით ატარებენ. «საწვავის დაზოგვის ჩიპი ავტომობილის ძრავაში კი არა, მძღოლის ყურებს შორისაა ჩადებული, — ასეთია მისი ფილოსოფია, — ვისაც საწვავის დაზოგვა უნდა, თუ მანქანას სწორად მართავს, ხარჯს მინიმუმ 20 პროცენტით თავისუფლად შეამცირებს.» პაულუსი ასეთი სურვილით შეპყრობილ მძღოლებს სპეციალურ კურსებს უტარებს და ტრიუკების გაზიარებაზე სიამოვნებით დაგვთანხმდა.

9956b7e8081585f2adc3edca879d5991

დაცალეთ საბარგული

პირველ რიგში გაათავისუფლეთ თქვენი ავტომობილი ბალასტისგან. ამოიღეთ ყველაფერი, რაც ყოველდღე არ გჭირდებათ — თითოეულ გრამს მნიშვნელობა აქვს. წონის დაკლება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საწვავის ხარჯი შემცირდება

31782d718150c9bed4a51f182fbfc42a

დაიცავით დისტანცია

დისტანციის დაცვა შესაძლებლობას მოგცემთ, წინასწარ გათვალოთ ნებისმიერი სიტუაცია და თავიდან აიცილოთ როგორც სწრაფი მუხრუჭი (და შესაბამისად, ხუნდების ცვეთა), ასევე სიჩქარის თავიდან აკრეფა და იმ მომენტში საწვავის ხარჯის შესაბამისი მატება. ვინც დისტანციას იცავს, ქალაქში არაერთხელ მიეცემა იმის შანსი, რომ სიჩქარიდან ამოაგდოს და საწვავი ამითაც დაზოგოს. ასეთი მიდგომა სიჩქარეს არ დაგაკარგვინებთ და საწვავსაც დაგიზოგავთ

2eabc1869fe5180ef54d762dd93df0e2

როდის აქვს აზრი ძრავის გამორთვას?

თბილისში უკვე წამზომიანი შუქნიშნებია. შესაბამისად, დედაქალაქის ზოგიერთ შუქნიშანთან საწვავის ხარჯის დაზოგვის მიზნით ძრავის გამორთვას აზრი მიეცა. თუ წითლის ხანგრძლივობა მინიმუმ 50-60 წამია, გამორთვას აზრი ნამდვილად აქვს, 10 ან 20-წამიან წითელზე კი — არა, რადგან თავიდან დაქოქვისას მანქანა დაზოგილზე მეტ საწვავს დახარჯავს. სტარტ-სტოპით აღჭურვილი ავტომობილები ამ საქმეს ავტომატურად აკეთებენ.

da03ed6dc2e8fc324730f4c28930a914

კარგად დაბერეთ საბურავები

დაბერეთ საბურავები წიგნში მოცემულ, რეკომენდებულ მაქსიმალურ ნორმაზე 0.2-ით მეტით. ეს ამცირებს წინაღობას, ზოგავს საწვავს და იცავს საბურავებს

b6330ae9f83987e52ff99195d6bb30bc

ამოაგდეთ სიჩქარიდან

როგორც კი საშუალება მოგეცემათ, ამოაგდეთ სიჩქარიდან და გაათავისუფლეთ ძრავა უსარგებლო წნეხისგან. შეეცადეთ, შუქნიშანთან მიახლოვებისას, დაიცვათ დისტანცია და იმდენი მოახერხოთ, რომ მერე მანქანის ადგილიდან დაძვრა არ დაგჭირდეთ, რადგან ასეთ დროს ავტომობილი გაცილებით მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე მაშინ, როცა უკვე დაძრულს აჩქარებთ

d64b55bdcaeb4d7ddc3200b29173de5e

გადართეთ დროულად

ნუ დაგეზარებათ გადაცემების გადართვა და შეეცადეთ, რომ ტახომეტრის ისარი იშვიათად გადასცდეს 2000 ბრუნს. არასდროს დაიწყოთ მოძრაობა ძლიერი გაზით და როგორც კი სიჩქარე 20 კმ/სთ-ს მიაღწევს, მაშინვე გადართეთ მეორეში, 30 კმ/სთ-ს მიღწევის შემდეგ კი — მესამეში. მთავარია, ტახომეტრის ისარი 2000-ს იშვიათად ან საერთოდ არ ასცდეს

დასკვნა

ვისაც საწვავის ხარჯის შემცირება უნდა, ავტომობილი ინტელიგენტურად უნდა მართოს. ცხადია, რთულია იმის აღიარება, რომ ავტომობილის ტარებისას ბევრ შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ ეს სულაც არ არის სამარცხვინო: ჩვენ ხომ ტარება გვასწავლეს და არა საწვავის ხარჯის დაზოგვა — შესაბამისად, ვატარებთ ისე, როგორც გვინდა და როგორც მოგვიხერხდება. გარანტიას გაძლევთ, რომ ამ რჩევების გათვალისწინებით საწვავის ხარჯი მინიმუმ 20 პროცენტით შემცირდება.

შტეფან ჟიხი
წყარო: http://www.autobild.ge

მსგავსი ამბები

Back to top button