გასართობისაკითხავისასარგებლო

დეკემბრის თვე

6051252 3d red cubes with letters makes december

დეკემბერი (ლათ. December) არის გრიგორიანული კალენდრის მეთორმეტე და უკანასკნელი თვე. დეკემბერში 31 დღეა.

სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მეათე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად decem — ათი), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით — ტირისდენი, ქრისტიანობიდან მომდინარე ხალხური სახელწოდება —ქრისტეშობისთვე.

დეკემბერი არის ზამთრის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზაფხულისა — სამხრეთ ნახევარსფეროში. მზებუდობის ერთ-ერთი დღე დეკემბერზე მოდის.

დეკემბრის ზოდიაქოს ნიშნებია მშვილდოსანი და თხის რქა.

დეკემბერი ყოველთვის იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც სექტემბერი.

 

დეკემბრის მოვლენები

  • 1066 : უილიამ დამპყრობელი ოფიციალურად გახდა ინგლისის მეფე
  • 1240 : ბათუ ყაენი იღებს კიევს.
  • 1621 : გალილეო გალილეიმ გამოიგონა ტელესკოპი
  • 1895 : პარიზში ჩატარდა პირველი კინოჩვენება
  • 1901 : ნობელის პრემიის მინიჭების პირველი ცერემონია ჩატარდა
  • 1902 : ატლანტიკის ოკეანეზე პირველი სატელეფონო კაბელი გაიყვანეს
  • 1903 : თვითმფრინავის პირველი გაფრენა
  • 1922 : ჩამოყალიბდა სამხრეთ კავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა.
  • 1941 : აშშ ებმევა მეორე მსოფლიო ომში. იმავე წელს, გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებსი დაიწყო გაზის კამერების გამოყეება.
  • 1961 : იერუსალიმში გაასამართლეს ადოლფ ეიხმანი
  • 1979 : სსრკ-ს ჯარები შეიჭრნენ ავღანეთში
  • 1989 : რუმინელებმა სიკვდილით დასაჯეს ყოფილი დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ
  • 1991 : სსრკ ოფიციალურად დაიშალა

 

17 დეკემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 351-ე დღე (ნაკიან წლებში – 352-ე დღე). ახალ წლამდე დარჩენილია 14 დღე.

დღის მოვლენები

  • 546 : გოთური ომები (535-552) – ოსტგუთები მეფე ტოტილას მეთაურობით რომს იღებენ ბიზანტიელი გარნიზონის მოქრთამვით.
  • 1637 : შიმაბარას აჯანყება – იაპონელი გლეხები ამაკუსა შიროს მეთაურობით მაცუკურა შიგეჰარუს წინააღმდეგ მხედრდებიან.
  • 1718 : დიდი ბრიტანეთი ესპანეთს ომს უცხადებს.
  • 1903 : ძმებმა ვრაიტებმა პირველი ფრენა განახორციელეს მოტორიზებული საჰაერო აპარატით.
  • 1926 : საბჭოთა კავშირში მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერა ჩატარდა.
  • 1989 : სიმპსონების პირველი ეპიზოდი გავიდა ეთერში ფოქსის ტელეარხზე.
  • 2003 : ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება გამოდის მსოფლიო კინოეკრანებზე.
  • 2009 :
    • აფეთქებამ საიან-შუშენსკოეს ჰიდროელექტროსადგურზე ათობით ადამიანი იმსხვერპლა და აღმოსავლეთ ციმბირის ქალაქებში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია.
    • ბერლინში ათლეტიზმის მსოფლიო ჩემპიონატზე იამაიკელი მორბენალი უსაინ ბოლტი 100 მ სპრინტში 9,58 წამით ახალ მსოფლიო რეკორდს ამყარებს.
    • აღმოაჩინეს მზის სისტემის გარეთა ზედედამიწა GJ 1214 b, რომელიც პლანეტური მასითა და რადიუსით პლანეტა-ოკეანის მსგავსი უნდა იყოს.
  • 2011 :
    • ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ირი გარდაიცვალა.
    • ტროპიკულმა შტორმმა ვაშიმ ფილიპინებზე 400 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
    • 75 წლის ასაკში ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი გარდაიცვალა.
    • ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის ლიდერის თანამდებობა კიმ ჩენ ინმა დაიკავა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1749 : ჩიმოზა, დომენიკო – იტალიელი კომპოზიტორი
  • 1830 : გონკური, ჟულ დე – ფრანგი მწერალი
  • 1842 : ლავისი, ერნესტ – ფრანგი ისტორიკოსი
  • 1924 : კობერიძე, ოთარ – ქართველი კინომსახიობი
  • 1949 : როჯერსი, პოლ – ბრიტანელი მომღერალი
  • 1956 : მილსი, მაიკ – ამერიკელი მუსიკოსი (ჯგუფი R.E.M)
  • 1971 : კოკოშკოვი, იგორ – სერბი კალათბურთის მწვრთნელი
  • 1975 : იოვოვიჩი, მილა – წარმოშობით უკრაინელი ამერიკელი მოდელი და მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1187 : გრიგოლ VIII – რომის პაპი
  • 1237 : ჯალალედინ რუმი – სპარსულენოვანი პოეტი
  • 1763 : კრისტიანი, ფრიდრიხ – საქსონიის კურფურსტი
  • 1830 : ბოლივარი, სიმონ – ლათინურ ამერიკული ქვეყნების დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი
  • 1857 : ბოფორტი, ფრენსის – ინგლისელი მეზღვაური
  • 1907 : კელვინი, უილიამ – ინგლისელი ფიზიკოსი
  • 1933 : ტხუფტენ გიაცო – XIII დალაი ლამა
  • 1987 : რაიკინი, არკადი – რუსი მსახიობი
  • 2011 : სეზარია ევორა — კაბო-ვერდელი მომღერალი
  • 2011 : კიმ ჩენ ირი — ჩრდილოეთ კორეის მეთაური
  • 2011 : ვაცლავ ჰაველი — ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • წმინდა ბარბარე – ბარბარობა
    • იოანე დამასკელი
    • იოანე პოლივოტელი

 

 

წყარო: http://ka.wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button