არქივი

აშშ-ს ქალაქ ნიუთაუნში 20 წლის ახალგაზრდამ სკოლაში 27 ადამიანი მოკლა.

f7137f22b873

ამერიკის შტატის კონეკტიკუტის ქალაქ ნიუტაუნის სენდი-ჰუკის სკოლაში 20 წლის ადამ ლანცამ 27 ადამიანი მოკლა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, ადამ ლანცამ ჯერ სახლში საკუთარი დედა მოკლა, რომელიც მასწავლებელი იყო. შემდეგ კი, ის სკოლაში მივიდა, სადაც ცეცხლი გახსნა. ბოლო მონაცემებით, ცეცხლს 20 ბავშვი და 7 მოზრდილი ემსხვერპლა.

მკვდარია თავად ადამ ლანცაც, რომელმაც, სავარაუდოდ თავი მოიკლა. New York Post-ის ცნობით, ადამ ლანცა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო და სავარაუდოდ, აუტიზმით იყო დაავადებული.
ba8cf76ec0a5
სკოლაში სროლის დროს 600 ბავშვი იმყოფებოდა. უსაფრთხოების მიზნით ქალაქის სხვა სკოლებში სწავლა შეწყვეტილია.

ტრაგედიის გამო მსოფლიო ლიდერები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ. ემოციური განცხადება გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამაც, რომელმაც მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.

მომხდართან დაკავშირებით ამერიკელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადეს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა, ევროკავშირის ლიდერებმა – ქეთრინ ეშტონმა და ჟოზე მანუელ ბაროზომ, კანადის, ბრიტანეთის, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრებმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.

წყარო. http://www.ambebi.ge/

gugito93

:)) ,,,

მსგავსი ამბები

Back to top button