26 მაისის აღლუმი
გთავაზობთ მცირე ინფორმაციას, 26 მაისს ჩატარებული, აღლუმის შესახებ…
ჩემი თხოვნა იყო ვინმეს დაედო ესეთი პოსტი, მაგრამ ისევ მე დავდებ (სხვა მსურველებს ვერ ვხედავ და რავიცი :) ).
სამწუხაროდ აღლუმში მონაწილე ბრიგადების და ნაწილების შესახებ ცნობები არ მაქვს, რაც შეეხება ტექნიკას აი ისინიც.
თავდაპირველად რუსთაველის გამზირზე ჩაიარა 9 “ლენდროვერის” ტიპის ჯიპმა, რომელებზეც კავშირგაბმულობის აპარატურა იყო დამონტაჟებული.
მათ უკან მოჰყვებოდათ 13 ამერიკული ჰამერი, კოშკურაზე ტყვიამფრქვევით.
შემდეგ 4 თურქული წარმოების “კობრა”
“კობრებს” უკან მოყჰვებოდათ 10 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი ბტრ-80
მათ შემდეგ 31-მა ერთეულმა, თურქული წარმოების, “ეჯდერის” ტიპის ჯავშანტრანსპორტიორმა ჩაიარა.
“ეჯდერების” უკან უკრაინული წარმოების 9 ერთეულმა “კრაზმა” ჩაიარა, რომლებზეც სამხედრო მოსამსახურეები ისხდნენ
მათ უკან ისევ “კრაზები” მოდიოდნენ, რომლებზეც მიმაგრებული იყო ბუქსირებადი 152მმ-იანი ჰაუბიცები, 3 MშTA-B და ამდენივე Giacint-B
ბუქსირებადი საარტილერიო ტექკინის შემდეგ გამზირზე გამოვიდნენ, 19 თვითმავალი საარტილერიო დანადგარეები, სახელწოდებით “დანა”.
“დანებს” უკან მოჰყვებოდნენ 9 ერთეული RM-70 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.
არტილერიის გამოსვლა 4-მა “გრად-ლარმა” დაასრულა.
საჰაერო აღლუმს რაც შეეხება: თავიდან რუსთაველის გამზირზე გადაიფრინა 4-მა UH-1 იროკეზმა.
მათ მოჰყვებოდა 4 MI-8MT და 4 MI-28
და ბოლო რუსთაველის გამზირს გადაუფრინა 6-მა SU-25-მა, რომელთაც ცაზე გაუშვეს საქართველოს დროშის ფერების კვამლი…
ბოდიშით თუ რამე შემეშალა, სამხედრო საქმიანობაში ნაკლებად ვარ ჩახედული და ვინც იცის, შეასწოროს :) თუ პოსტი არ მოგეწონებათ, უკეთესი თქვენ გააკეთეთ :love:
წყარო: google და გაზეთი: “კვირის პალიტრა”