ძაღლები, რომლებიც მანქანას მართავენ
ძაღლს შეიძლება ასწავლოთ ჯოხის მოტანა, ორ თათზე დგომა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები მანქანის ტარებას შეძლებდნენ.ახალ ზელანდიაში მდებარე ცხოველთა თავშესაფრის სამმა მობინადრემ ავტომობილის მართვა ისწავლა. პორტერი, ჯინი და მონტი სამაშველო ძაღლები არიან. იმის დასამტკიცებლად, რომ მაშველი ძაღლები ძალიან ჭკვიანები არიან, ტრენერმა მათ ავტომობილის (Mini Countryman) მართვა ასწავლა.
“როდესაც ხალხს თავშესაფარიდან ძაღლი მიყავთ, თვლიან, რომ ის დაბალი კლასის არის, რადგან პატრონებმა მიატოვეს. სინამდვილეში ისინი ძალიან ჭკვიანები არიან. 8 კვირის განმავლობაში მათ იმდენი რამ ისწავლეს, რამდენსაც ბევრი ძაღლი ვერასდროს ისწავლის.” – კრისტინ კელინი, SPCA Auckland აღმასრულებელი დირექტორი.
ადგილობრივმა ტრენერმა, მარკ ვიტიმ 3 ძაღლი შეარჩია და სპეციალურ ოთახში საჭის, სიჩქარეთა კოლოფის, აჩქარებისა და მუხრუჭის გამოყენება ასწავლა. ოთხფეხა გენიოსებმა ყველაფერი მარტივად შეისწავლეს და შვიდ კვირიანი შიდა სწავლების შემდეგ ისინი ნამდვილი მანქანის საჭეს მიუსხდნენ.
გამოკვლებემა დაადგინეს, რომ საშუალო ასაკის ძაღლის ტვინის განვითარება, ორი წლის ბავშვისას უტოლდება. ტვინის სკანირებამ დაადასტურა, რომ ადამიანის საუკეთესო მეგობარს უნარი შესწევს გაიგოს პატრონის ნაკარნახები.
10 დეკემბერს პორტერმა ნაციონალური ტელევიზიის პირდაპირ ეთერში წარმოაჩინა თავისი მართვის ნიჭი