არქივი

Google აფრთხილებდა Samsung-ს iPhone-ის კოპირებისაგან

01 Google Warned Samsung

Apple-ისა და Samsung-ის სასამართლო ჭიდილმა საინტერესო მიმართულებით ჰპოვა განვითარება. გამოირკვა, რომ კორეული მწარმოებელი გააზრებულად აკოპირებდა კონკურენტის პროდუქტების დიზაინს. დოკუმენტების თანახმად, რომლებიც სასამართლოში იქნა წარდგენილი, Google აფრთხილებდა Samsung-ს Apple-ის პროდუქტების მიზანმიმართული კოპირებისაგან.

 

მიუხედავად Samsung-ის მთავარი დიზაინერის, ლი მინიოკას განცხადებისა, რომელმაც დაუსაბუთებელი უწოდა Apple-ის ბრალდებას, კუპერტინო ერთადერთი არ არის, ვინც თვლის, რომ Samsung არაპატიოსან ხერხებს მიმართავს კონკურენტულ ბრძოლაში.

  • 2010 წლის თებერვალში Google-მა შეატყობინა Samsung-ს, რომ პლანშეტი Galaxy Tab და Galaxy Tab 10.1 (P1 და P3) ძალიან წააგავდნენ iPad-ს. ინტერნეტ-გიგანტმა მოითხოვა არსებითი ცვლილებების შეტანა ამ Android-მოწყობილობების დიზაინში;
  • 2011 წელს Samsung-ის პროდუქტების დიზაინის ჯგუფი „სინანულს“ გამოთქვამდა იმის შესახებ, რომ Galaxy S ძალიან წააგავდა iPhone-ს;
  • საკუთარი პროდუქციის გარეგანი სახის შეფასების ფარგლებში Samsung-მა მიმართა ცნობილ დიზაინერებს, რომლებმაც გააფრთხილეს მწარმოებელი, რომ Galaxy S iPhone-ის ზუსტი ასლია და რომ კომპანიას ინოვაციები სჭირდება. დიზაინერებმა ახსნეს, რომ Galaxy S-ს არ გააჩნია განმასხვავებელი ნიშნები და თუ Samsung-ის ლოგოს მოვაშორებთ, ძნელი იქნება იმის გარკვევა, თუ რომელი ტელეფონი გვიჭირავს ხელში.

გამომდინარე ასეთი მყარი არგუმენტებიდან, სულაც არ არის გასაკვირი Apple-ის პოზიცია, რომელიც თვლის, რომ მას მიადგა საგრძნობი ფულადი ზარალი.

შეგახსენებთ, რომ Apple-ს სურს სასამართლო გზით მიიღოს 2.5 მლრდ. აშშ დოლარი კონკურენტისაგან. ეს თანხა შედგება პირდაპირი ფინანსური ზარალისაგან და საავტორო უფლებების დარღვევის ჯარიმისაგან.

 

წყარო : go.ge

Donna

Me Var !

მსგავსი ამბები

Back to top button