არქივი

Top 10, მსოფლიოს ყველაზე საშიში, ადამიანის მკვლელი არსებები

2d1911c7999e

მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ველურ სამყაროში, უამრავ ისეთ ცხოველს, ფრინველს თუ მწერს წააწყდებით, რომლებიც ადამიანის სიცოცხლისათვის ძალიან საშიშნი არიან. ამ პოსტში წარმოგიდგენთ განსაკუთრებით საშიშ 10 “მკვლელ” არსებას. სია, რომელიც დალაგებულია ნაკლებად სახიფათოდან ყველაზე სახიფათომდე, არის:

1. მედუზა. (Jellyfish)

04491a6c52b3

მედუზები დამნაშავენი არიან ყოველწლიურად 100 ადამიანის სიკვდილში. ისინი ძირითადად თბილ წყლებში ცხოვრობენ. მათმა სხეულმა და საცეცებმა შეიძლება სახიფათო დამწვრობა, უკიდურეს შემთხვევაში კი სიკვდილი გამოიწვიონ. სიკვდილი გულის ან ფილტვის უკმარისობის შედეგად დგება.

2. ჰიპოპოტამი. (Hippopotamus)

3fcd68c198c5

ზღვის ცხენები, ან უბრალოდ ჰიპოპოტამები აფრიკის კონტინენტზე ყოველწლიურად 200 ადამიანს უსპობენ სიცოცხლეს. ცნობილნი არიან თავიანთი ცუდი ხასიათითა და დიდი ძალით. მათ შეუძლიათ ნავისა და პატარა გემის თავისუფლად გადაბრუნება. ასევე ადამიანზე ბევრად სწრაფები არიან. ასე რომ, თუ ხელში ჩაუვარდით, გაქცევის არანაირი შანსი აღარ გექნებათ.

3. ლომი. (Lion)

4e1ee8ff28b0

ლომი, ცხოველების მეფე, არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მტაცებელი და საუკეთესო მონადირე ველურ სამყაროში. ისინი ყოველწლიურად კლავენ (ჭამენ) 250-მდე ადამიანს. ასევე აღსანიშნავია, რომ არცერთი ადამიანის ხორცს არ იწუნებენ და გემრიელად მიირთმევენ.

4. ფუტკარი. (Bee)

a4500af48541

ფუტკრის ნაკბენით ყოველწლიურად 400 ადამიანი იღუპება. ხანდახან კი ყოველგვარი მიზეზის გარეშეც კი. ფუტკრის თავდასხმა განსაკუთრებით ძლიერი და მოულოდნელია, თუკი თქვენ მის საკუთარ სკას ავნებთ რაიმეს.

5. აფრიკული კამეჩი. (African buffalo)

d986d69ffca4

აფრიკული კამეჩი, ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცხოველია აფრიკის კონტინენტზე. ისინი ყოველწლიურად 500-მდე ადამიანს კლავენ. აფრიკული კამეჩები ჯოგებად გადაადგილდებიან და თავდასხმასაც გუნდურად ახდენენ, მსხვერპლს კი რქებით უსწორდებიან.

6. სპილო. (Elephant)

baf46c846865

სპილოები, რომლებიც ძირითადად კაცთმოყვარეობითა და სიკეთით არიან ცნობილნი, თავიანთ კაცთმოყვარეობას სხვა გზით გამოხატავენ და ყოველწლიურად 600 ადამიანს ასალმებენ სიცოცხლეს. დაზარალებული კი ისევ და ისევ აფრიკის კონტინენტია.

7. ნიანგი. (Crocodile)

3e48accd5898

ნიანგი, ქვეწარმავალი, ამ საქმეში არაფრით ჩამოუვარდება ცხოველებს და ყოველწლიურად მის მიერ მოკლული ადამიანების რიცხვი 2000-ს აღწევს.

8. მორიელი. (Scorpion)

781c26abb66c

მორიელი, რომელიც 8 ფეხით, 2 “კლანჭითა” და შხამიანი კუდით მოძრაობს, ყოველწლიურად 5 000 ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. მისი შხამი პარალიზებას უკეთებს გულის ნერვებსა და გულ-მკერდის კუნთებს. მას შეუძლია 7 წუთში ძაღლი, ხოლო 1-2 საათში ადამიანი მოკლას. თუმცა ასეთი შხამი მორიელების მხოლოდ რამდენიმე სახეობას აქვს.

9. გველი (Snake)

bd362f140770

გველის, ყველა კონტინენტზე ფართოდ გავრცელებულ ქვეწარმავალის მიზეზით ყოველ წლიურად 100 000 ადამიანი იღუპება. გველის უამრავი სახეობა არსებობს, ზოგიერთი მათგანის შხამი კი წუთშივე კლავს ადამიანს.

10. კოღო. (Mosquito)

8a7073d99ead

დაბოლოს, ყველაზე საშიში, ადამიანის მკვლელი არსებაა კოღო – პატარა, მოსაბეზრებელი მწერი. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ისინი ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე ადამიანის სიკვდილს იწვევენ. მიზეზი კი ის არის , რომ მათ შეუძლიათ ატარონ და გაავრცელონ ისეთი ინფექციური დაავადება, როგორიცაა მაგალითად მალარია და სხვა სახიფათო აფრიკული ვირუსები.

მსგავსი ამბები

Back to top button