არქივი

საინტერესო ფაქტები

36a4e834580b

ვიცი ასეთი კარგები და ჭკვიანები რომ ხართ, მაგრამ არ გაწყენდათ რამოდენიმე საინტერესო ცნობილი თუ უცნობი ფაქტის გამხელა…….
ხოოოოდა… აგერ, ამოვჩიჩქნე და გთავაზობთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტს…

  1. ერთ წელიწადში 31 557 600 წამია…
  2. შამპანიურის საცობის სიჩქარე 14 მ/წმ-ა (გახსნისას რომ გავარდება, ე მაშინ :lol: :D ) , ხოლო სიმაღლეში დაახლოებით 12 მ-მდე ააღწევს..
  3. პირველი რეკლამა გამოქვეყნდა ინგლისში, 1477 წელს.
  4. IBM -ს ოფიციალური დევიზია: “Think!” (იფიქრე-ვინც არ იცის ამდენი ინგლისური იმათთვის…)
  5. რუსეთში “მარლენი” კაცის სახელია, ხოლო დასავლეთში – ქალის.
  6. იაპონური ანდაზის მიხედვით : “კარგი ქმარი ყოველთვის ჯანმრთელია და არასდროს არის სახლში”
  7. ტარიფი – სწორედ ამ კუნძულზე , პირველად მსოფლიოში, დააწესეს გადასახადი პორტში გემების გაჩერებისთვის.
  8. ყოველთვის, როცა თქვენ კონვერტს ენით ასველებთ, თქვენ 1/10 კალორიას წვავთ..
  9. სარეცხი საშუალებების ბაზარზე “Tide” იკავებს 70 %-ს.
  10. სიგარეტ “Camel”-ზე გამოსახული აქლემის სახელია “ბებერი ჯო”.
  11. კინოში, როდესაც სურთ ეფექტურად გააკეთონ ნამსხვრევები და კედლები გასროლის შემდეგ , შაშხანას ტენიან მარმარილოს ტყვიებით. (ესეც აეხადა ამ მაიმუნობას ფარდა )
  12. მეცნიერებმა გამოითვალეს ჯოჯოხეთის ტემპერატურა ბიბლიის ციტატებზე დაყრდნობით. ეს მაჩვენებელი არის 718 გრადუსი  ( მოდი გულწრფელად ვთქვათ… ვერ არიან ხო იცი??  )
  13. საპატენტო  ბიუროში დარეგისტრირებულია 186 ხერხი ხვრინვის წინააღმდეგ (მაგრამ… არცერთი მათგანი არ “მუშაობს” ) LOL
  14. რა შეიძლება დაიჭიროთ მარცხენა ხელით, რასაც მარჯვენათი ვერ დაიჭერთ?? ….. ეს არის მარჯვენა ხელის იდაყვი..  ნურც ცდილობთ ფლიზ :D
  15. თავდაპირელად , ავსტრალიის 50 ცენტიანი მონეტები 2 დოლარის ღირებულების ვერცხლს შეიცავდა.
  16. მეორე მსოფლიო ომის დროს, მეტალის ეკონომიის მიზნით, “ოსკარის” ჯილდოებს ხისგან ამზადებდნენ. (არ გაუმართლათ ვინც მაგ დროს დაჯილდოვდა )
  17. მიუხედავად კუზისა, აქლემის ხერხემალი სწორია.
  18. ბეჰემოტები წყლის ქვეშ მშობიარობენ. (და იბადებიან… პატარა… ბეგემოწიკები ხო რა დაგემართათ  )
  19. სარა ბერნარმა 13 წლის ჯულიეტას როლი 70 წლის ასაკში ითამაშა. ( აი, ქალი!)
  20. პოლარულ დათვებს შეუძლიათ განავითარონ 40 კმ/სთ სიჩქარე.

იმედია, მთლად უინტერესო არ იყო და გაიმდიდრეთ თქვენი ცოდნა ერთი პაააწაწა ინფორმაციით.. მე კი აუცილებლად დაგიბრუნდებით ახალი ფაქტებით…

 

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button