სიყვარულის რეცეპტი ჩემგან უცნაურელებს :დ
მომზადების წესი: 400 გრამი ემოცია + ერთი ხელისგულისდადება სურნელი + ერთი სუფრის კოვზი სიყვარული და ღრმად ჩასუნთქვა გემოვნებით. ეს ყველაფერი კარგად უნდა ავურიოთ და შევურიოთ ცოტა ფიქრი + ბევრი გულისძგერა და გამოვაცხოთ მაღალ ტემპერატურაზე
მოხმარების წესი: მოკბეჩა და ხარბად შესანსვლა არ შეიძლება. ნაზად უნდა დააგემოვნო ტუჩის კუთხეზე, უნდა იგრძნო როგორ დნება ბაგეებზე და ეს ჰაეროვნება ნაზად უნდა გადაყლაპო
გვერდითი მოვლენები:
1. იწვევს დემპერატურის მატებას
2. იწვევს ტახიკარდიას, რომელიც ხანდახან პაროქსიზმშიც შეიძლება გადავიდეს.
3. ხშირი ოფლიანობა
4.სიწითლე ყურ-ხახის მიდამოებში
5. უმიზეზო მღელვარება, თრთოლვა
6.ეიფორია
7.ლექსებისა და ჩანახატების წერა
8.ოცნების კოშკების აგება
უკუჩვენება:
1. იცის ზედმეტად გამოშტერება, რასაც ობიექტი ვერ გრძნობს.
2. ოცნების კოშკების ნგრევა.
3. პესიმიზმი და დეპრესია.