არქივი

სირაქლემას ტომი

8c291f18504b
ყველანი სრულიადში!
დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ხალხის გარკვეული ნაწილის ფიზიკური და ფიზიოლოგიური მონაცემები, არსებული სტანდარტებისაგან განსხვავდება. მაგ: აზიელებს წვრილი თვალები აქვთ, ნიგერიელებს ძლიერი კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემა; ჩრდილოელებს ზომაზე თეთრი კანი, ზოგს ყვრიმალები აქვს დიდი, ზოგს თავის ფორმა წაგრძელებული, რომ აღარაფერი ვთქვათ კანის ფერზე. მაგრამ ხალხი, რომელზეც ახლა მოგითხრობთ აშკარად განსხვავდება ყველა დანარჩენი ხალხისაგან.
ზიმბაბვეში, ცივილიზაციიდან ძალიან შორს, ბინადრობს ვადომას ტომი, რომლებსაც, მეორენაირად, სირაქლემას ხალხს უწოდებენ. ეს მხოლოდ პოეტური, ფრთიანი გამონათქვამი არ გახლავთ: ამ ტომის ყოველ მეოთხე წარმომადგენელს აქვს გენეტიკური დაავადება, რომელიც მეორენაირად ცნობილია, როგორც ,,კიბოს საცეცის სინდრომი”, რომ არ დაგაბნიოთ და ადამიანურ ენაზე აგიხსნათ ამ დაავადებით დაავადებულებს ხელისა და ფეხის თითები ერთმანეთთან აქვთ სეზრდილი.
საბრალო ვადომელებს ყველაზე ხშირად ფეხის შუა სამი თითი არ აქვთ განვითარებული, ხოლო ცერი და ნეკი კი, რაღაც V-ს მაგვარ ფორმას იღებს.
აღნიშნული დაავადება გენეტიკური მუტაციის შედეგია, ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს,რომ რადგან დაავადებამ ამ სახით ამ დრომდე მოაღწია,ესე იგი ადამიანის მსგავს მდგომარეობას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს. მაგალითად, ის რომ მათ თავიანთი უნიკალური კიდურებით უპრობლემოდ შეუძლიათ ხეებზე ძრომა, ამ საქმეში ისინი მაიმუნებსაც კი არ ჩამოუვარდებიან.

8e788f6c7f73
ბევრი გენეტიკოსი და სწავლული მიიჩნევს, რომ დაავადების გავრცელებისა და განვითარების მთავარი მიზეზი ტომში არსებული მკაცრი ტრადიციაა, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა გოგოს ან ყმაწვილს უფლება არ აქვს სხვა ტომის წარმომადგენლზე დაქორწინდეს. ეს ხალხი არც ისე მრავალრიცხოვანია და , სისხლის აღრევის ფაქტებიც ხშირია გენეტიკური მუტაციების მთავარი მიზეზი კი,ხშირ შემთხვევაში,სწორედ სისხლის აღრევა გახლავთ.
პირველი ევროპელი, რომელმაც სირაქლემას ხალხი აღმოაჩინა ჩარლზ სატონი გახლდათ. ეს სრულიად შემთხვევით მოხდა; მას, უბრალოდ, სამოგზაუროდ წასვლა სურდა, თვალები დახუჭა და რუკას თითი დაადო. ასე მოხვდა მოგზაური ზიმბაბვეში. იქ ჩასულს ადგილობრივმა მკვიდრმა ვადომის ტომზე მოუთხრო, რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როდესაც სირაქლემას კიდურიანი ხალხი იხილა. ვადომელებიც, თავის მხრივ, გაოცებულები შესცქეროდნენ სტუმარს, ის პირველი თეთრკანიანი იყო, რომელიც მათ იხილეს.
ადგილობრივები, ძირითადად, პორტუგალიურ ენაზე საუბრობენ, თუმცა დიდი ნაწილი იქ გავრცელებულ დიალექტზეც საუბრობს, მოსახლეობა თავს ნადირობით, მეთევზეობით და ხილის მოყვანით ირჩენს. ბავშვები სკოლაში არ დადიან, ავადმყოფები ექიმთან არ მიჰყავთ, მოკლედ, სრული პირველყოფილი წყობილებაა. ვადომელი მოხუცების საყვარელი სასმელი გარეულ თაფლთან გაზავებული ლუდია, რომელსაც თავად ამზადებენ.
ამ მხარეში მოგზაურობა საინტერესო, მაგრამ სახიფათოა, რადგან ბუზი ცეცე ყველგანაა ჩასაფრებული. ამის გარდა აქ ძალიან ბევრი შხამიანი მცენარეა გავრცელებული, გარეული კამეჩების ჯოგები კი უპრობლემოდ დასეირნობენ. საერთო ჯამში,ამ ტომის წარმომადგენლები საკმაოდ მშვიდი და უწყინარი ხალხია. ცხოვრობენ თავისთვის და სტუმრებსაც გულითადად ხვდებიან. ანტისანიტარიისა და რიგი სხვა ფაქტორების გამო ხშირია სიკვდილიანობა, განსაკუთრებით, ბავშვებში.
2b32be53dac5
წყარო : ჩემი არქივი

Bo0M

Never give up

მსგავსი ამბები

Back to top button