ახალი ამბებიმისტიკაუცნაური

ვამპირები მსოფლიოს მაშტაბით და ვამპირად გარდაქმნის ეგვიპტური ტრადიციები ნაწილი 1

გამარჯობათ, მე მინდა ამ პოსტში მოგითხროთ ყველა ფაქტი ვამპირთა არსებობის შესახებ,მათი რიტუალები და კანონები.მე არ მჯერა ვამპირების მაგრამ ამას უბრალოდ გასართობად ვწერ. თეთრ-ზეწრიანები მეოცე საუკუნიდან მომდის თქმულებები  “თეთრ ზეწრიანი” არსებების შესახებ,როგორც ლეგენდები იუწყება ისინი ვამპირთა ჯგუფია  რომლებიც ტყე-ტყე დაძრწიან თეთრ ზეწრებში და  ცხოველის სისხლს სვავენ. “თეთრ ზეწრიანებს” არ შეუძლიათ ადამიანის სისხლის სმა და თუ ერთ წვეთს მაინც გასინჯავენ ისინი ძალას კარგავენ და მალე კვდებიან. ასევე ამ ლეგენდებში ადამიანის სისხლის სმა მათი თვითმკვლელობის იარაღადაც ითვლება. ისინი არასწორი გარდაქმნის ან რაიმე ტვინის უჯრედის დაზიანების მსხვერლპნი არიან და როგორც ლეგენდა ამბობს ისინი ვერ ხედავენ თავიან თავს ანუ ახლო მანძილზე არ შეუძლიათ თავიანთი ხელების და ტანის დანახვა. ტვინის უჯრედების დაზიანება გარდაქმნის დროს ბუნებრივია ამიტომ მათ თეთრი ზეწრები აცვიათ,რომ ადვილად დაინახონ თავიანთი თავი ნადირობის დროს. (არ ვიცი ეს ზეწარო რაში ეხმარებათ მაგრამ ფაქტია რომ ლეგენდის მიხედვით ყველა მათგანი ზეწარს ატარებს,რომ ასე ადვილად დაინახონ საკუთარი სხეული) მათ მითოლოგიურად “მიტოვებული ცივკანიანები” ჰქვიათ. ძალიან ბევრი ფაქტი ამტკიცებს მათ არსებობას და ასევე ბევრი უარყოფს, ტყეში ნაპოვნი სისხლიანი თეთრი ნაჭრები,უძველესი ნახატები და ა.შ. სხვათაშორის ეს ფაქტი საქართველოშიც კი დაფიქსირდა ოღონდ ამ მოვლენას მოსახლეობა მოზარდების ოინებს,ქაჯებს და უცხოპლანეტელებს მიაწერს :D არადა ძალიან ჰგავს ამ ლეგენდის პერსონაჟებს


ეგვიპტელი ვამპირები და მათი რიტუალები ეგვიპტელი ვამპირები ყველასგან გამორჩეულები არიან. მათ არ შეუძლიათ სწრაფად სირბილი ან მაღალზე ხტომა, ისინი უბრალოდ ადამიანებს ჰგვანან, არც თვალის ფერი აქვთ განსვავებული, არც ეშვები და არც სავსე მთვარეობისას აქვთ განსხვავებული რეაქცია. უბრალოდ მათ როდესაც წყურიათ და წყურვილი უკვე აუტანელი ხდება მაშინ ენიჭებათ დიდი ძალა, რომ იოლად მოინადირონ მსხვერპლნი. ეგვიპური ლეგენდები არ სცნობს მაქციების არსებობას  და ძირითადად მოგვითხრობს ვამპირად გარდაქმნის ტრადიციებს. როდესაც ადამიანში იღვიძებს ვამპირი (ეგვიპტურ ლეგენდებში ვამპირად გარდაქმნა კბენით არ ხდება და ის მხოლოდ შთამომავლობით გადადის) ადამიანში ვამპირი გარდატეხის ასაკში იჩენს თავს. მას მოზდევს შემდეგი ქცევები:მზის შიში,ნაადრევად დაკუნთვა,ბავშვობიდან სისხლის სიყვარული,ერთიანად შავი თმაც წარბიც და თვალიც ან წითური თმა წითური წარბი და თაფლისფერი თვალი, ზაფხულში (სიცხისას) არიან მეტისმეტად აგრესიულები, აქვთ კარგი წინათრგძნობა,ყნოსვა,სმენა ან მხედველობა,აქვთ დაბადებიდან მეტისმეტად მოკლე ფრჩხილები,არიან მიმზიდველები,სიმპათიურები იზიდავენ გოგოებს/ბიჭებს და შემდეგ მათში იღვიძებს სისხლის წყურვილი. ესეთ ვამპირთან ყოფნა ძალიან სახიფათოა, მას ყოველთვის შეიძლება მოწყურდეს შენი სისხლი და ბოლო წვეთამდე გამოგწოს. ვამპირი დღეს დღეისობით უკვდავ არსებათ არის მიჩნეული მაგრამ ამ ლეგენდაში ვამპირი ადამიანივით ბერდება,იზრდება და კვდება. ძველი ეგვიპტელები ყოველთვის ახერხებდნენ ამ ნიშან-თვისებებით ვამპირის დადგენას და ყოველ ბავშვს ვამპირად გადაქცევის წინ კლავდნენ შემდეგ ცხედარს წვავდნენ და ფერფლს წყალში ყრიდნენ. მათი რიტუალების მიხედვით ყოველ წელს ვამპირის მკვლელს მაგ წყლით პირი და ხელები უნდა დაებანა,რომ თავიდან აეცილებიმდა სულის შურისძიება. აი ეს მინდოდა მომეყოლა თქვენთვის  შეიძლება არ დაიჯერეთ მაგრამ მაინც დიდი მადლობელი ვარ რომ გაეცანით ჩემს თემას! ავტორი და მთარგმნელი : მიშო გაფრინდაშვილი!:)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close