ამ პოსტში საუბარი იქნება მიტოვებულ სამხედრო ბაზაზე და კრეისერზე,რომელიც არავის არ ჭირდება.
1.სტრატეგიული დანიშნულების სამხედრო ბაზა,თავის დროზე,სამი ატომური ბობის შახტს,და უზარმაზარ სამხედრო პოლკს ემსახურებოდა.ის 1964 წელს მიიღო საბჭოთა სამხედრო ძალებმა და საბჭოთა კავშირის დაშლამდე ერთ-ერთი უდიდესი ბაზა იყო მთელს მსოფლიოში თუმცა ახლა მისგან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი.ის კალუჟკის რეგიონში მდებარეობს და იქ მომსახურე პერსონალის სიდიდის გამო სამხედრო ქალაქიც კი ქონდა მახლობლად.
2.ყველასაგან დავიწყებული გემი მურმანსკი დღეისათვის ნორვეგიის სანაპიროებთან წყალში სანახევროდ არის ჩაძირული,ის 1994 წელს ჩაიძირა.ამ გემმა ისევ აღძრა ინტერესი,მაგრამ მხოლოდ იმიტომ,რომ ნორვეგიელმა ბუნების დამცველებმა რადიოაქტიური ნივთიერებები იპოვეს მის კორპუსში.გემი საბჭოთა ფლოტში 1955 წლიდან მსახურობდა,1994 წელს ის ინდოეთს მიყიდეს,როგორც ჯართი,მაგრამ ნორვეგიის სანაპიროებთან ჩაიძირა.ყველა ფიქრობდა,რომ ზღვის მიქცევა-მოქცევა მას ბოლოს მოუღებდა,მაგრამ გემმა ისევ შეინარჩუნა პირვანდელი სახე.მის დასაცავად გარშემო ჯებირები გააკეთეს და 2011 წლისთვის მისი წყლიდან ამოღება იგეგმება.