ამ პოსტში გთავაზობთ იაპონელ დენდი ახალგაზრედებს- გოგონებს და ბიჭებს . ნახეთ ვიდეოც
კულტურით და ტრადიციებით სავსე იაპონიაში , თინეიჯერები აბსოლიტურად ტრადიციების და ჩარჩოების გარეშე ცხოვრობენ , ისინი პროტესტს უცხადებენ ყველაფერ კლიშეებს და თავისუფლებისკენ მიილტვიან. აგრეთვე მათთვის მოდა და სტილი განსხვავებულია , ღია მყვირალა ფერები , განსხვავებული ჩაცმულობა და აქსესუარები, მკვეთრი მაკიაჟი მათთვის ყველაფერია . ამით ისინი გამოხატავენ სიმამაცეს და თავისუფლებას. ისინი უპირისპირდებიან სტანდარტულ მოდას;
იაპონიაში ახალგაზრდები ცდილობენ რაც შეილება მეტად განსხვავებულები იყვნენ მათი თანატოლებისგან, როგორც ქვემოთ მოცემულ ფოტოებში ჩანს ყველანაირ ხერხს იყენებენ ამისთვის. სრულიად იცვლიან ჩვეულებრივი ადამიანის იმიჯს და ემზგავსებიან მოსიარულე თოჯინებს.
მოდაში ისევ რჩება ნათელი ფერები, საყვარელი აქსესუარები და პოპულარული ბრენდის ტანსაცმელი.
იაპონიაში ახალგაზრდები განსაკუთრებით აქცევენ ყურადღებას ახალ ტენდენციებს მოდაში, ისინი ყოველთვის ცდილობენ რომ იყვნენ გამორჩეულები; იაპონელი გოგონების უმეტესმა ნაწილმა ახალი სტილი – Mori Girl აირჩიეს, ბიჭებმა კი მეტალის აქსესუარები შეჰმატეს სამოსს…
ეგზოტიკური (ეთნიკური) – ჩინური, არაბული და სხვა მოტივები, ზოგი იაპონელისათვის მხოლოდ მოდური შტრიხია, ზოგისთვის კი ჩაცმის მანერა. იაპონელი ფსიქოლოგების თვალსაზრისით, ეს მოგზაურობის სიყვარულზე, რეალური ცხოვრებისგან გაქცევაზე მეტყველებს, თუმცა შეიძლება რელიგიური მანიშნებელიც იყოს, როგორიცაა, მაგალითად, ბუდიზმი, ”მილიტარი” –
იაპონიაში მაცხოვრებლების უმეტესობას არჩეული აქვს პროვინციული სტილი – ბოლოკაბა ყვავილებში, გამოქარგული ზედა, ფეხსაცმელი უქუსლო. ეს სტილი იაპონელების აზრით, შეიძლება ეკოლოგიის სიყვარულზე მეტყველებდეს.
და საერთოდ სად იბადება მოდა? ძნელია მილანის, ნიუ-იორკის, ლონდონისა და პარიზს შორის არჩევანის გაკეთება. სამაგიეროდ, იმის თქმა ზუსტად შეიძლება, რომ ის ასზე ოდნავ მეტი წლის წინ სწორედ მდინარე სენის ნაპირზე გაჩნდა. მისი მშობელი ფრანგი კი არა, არამედ ინგლისელი- ჩარლზ ფრედერიკ უორთი იყო.
უორთმა პოპულარული გახადა კრინოლინი. შემდეგ ავტორიტეტულმა მკერავმა ტურნიური (კაბის უკანა კალთა, რომელიც ნაკეცებად არის „აკრეფილი“) გამოიგონა. სწორედ ტურნიურებში გამოწყობილები შევიდნენ ქალები მეოცე საუკუნეში.
და მაინც, ვერც ერთი დიზაინერი ვერ გახდა ისეთი პოპულარული, როგორიც კოკო შანელი იყო, მან იცოდა, როგორ გაებედნიერებინა ქალი – მისი ტანსაცმელი კომფორტული, თავისუფლების მიმნიჭებელი იყო.
”მოდა მიდის, სტილი კი რჩება”, – ამბობდა კოკო შანელი, თუმცა ამავდროულად, ეს ორი რამ ერთი მეორის კვალდაკვალ მაინც თანაარსებობს.
არსებობს აგრეთვე მამაკაცის სტილები : დენდი ლოლიტა , კოდონა , ო დზი და ა.შ.
სტილი-განგურო; ამ სტილის მიმართულების იაპონელი გოგონები , თავიანთ თმებს იღებავენ მკვეთრ ღია ფერებში : სტაფილოსფერად , ყვითლად , წითლად , თვალებიც ამავე ფერის. კანს სპეციალური ოქროსფერი ტონით ფარავენ , მზის რუჯის იმიტაცია რომ შეიქმნას . ჩასაცმელში აქტუალურია ფეხსაცმელი მაღალი წვრილი ქუსლით , ექსტრემალური მკვეთრი ფერები , ზოლიანი გეტრები და ა.შ.
კულტურით და ტრადიციებით სავსე იაპონიაში , იაპონელი თინეიჯერები აბსოლიტურად ტრადიციების და ჩარჩოების გარეშე ცხოვრობენ , ისინი პროტესტს უცხადებენ ყველაფერ კლიშეებს და თავისუფლებისკენ მიილტვიან. აგრეთვე მათთვის მოდა და სტილი განსხვავებულია , ღია მყვირალა ფერები , განსხვავებული ჩაცმულობა და აქსესუარები ;
გიარუ – იგივე იაპონელი Bad Girl იმიჯია, რომელიც ახალგაზრდა გოგონებმა შექმნეს უცნაური მაკიაჟით და ჩაცმულობით. საერთოდ იაპონელი ქალის სიამაყე ყოველთვის იყო თეთრი, ფითქინა კანი – თუნდაც გეიშების მაგალითი ავიღოთ. ახლა კი დროის ცვალებადობასთან ერთად, იაპონელების ხედვაც შეიცვალა და მოდაში მუქი, გარუჯული კანი შემოვიდა. BBC-მ არაჩვეულებრივი დოკუმენტური ფილმების სერია გადაიღო, სადაც ერთ ერთი სიუჟეტი დაეთმო ახალ იაპონურ სტილებს: გიარუს, კოგალს, განგუროს და იამანბას.