საკითხავისასარგებლო

კიევის დაარსების ისტორია

756b830b4476

უდიდესი უკრაინული ქალაქის ისტორია მიახლოებით 1200 წელს ითვლის. ისტორიული ხელნაწერების მიხედვით კიევი დაარსა სამმა ძმამ : კიიმ, შეკმა, ხორივმა და მათმა დამ ლიბედმა, ამ ქალაქის სახელიც სწორედ უფროსი ძმის კიის სახელიდან მოდის, რომელსაც მის საპატივსაცემლოდ ეწოდა კიევი. არსებობს სხვა გადმოცემაც, რომელიც გვაუწყებს რომ დიდი ქალაქის წარმოშობა მდინარე დნეპრის ბორცვოვან ნაპირებზე ანდრია პირველწოდებულის მიერ იყო ნაწინასწარმეტყველები.

ed5e8044a2de

ქალაქის დამაარსებელთა ძეგლი კიევში

ქალაქის დაარსების კონკრეტული რიცხვი დაუდგენელია. ზოგი ვარაუდის თანახმად თანამედროვე ქალაქის ადგილას პირველი სლავური დასახლება ჯერ კიდევ VI საუკუნეში არსებობდა. 882 წელს კიევი კიევის რუსეთის დედაქალაქი გახდა და X—XII საუკუნეებში როგორც რუსეთის ცენტრმა აყვავების პიკს მიაღწია. 1204 წლის მონღოლური შემოსევის შემდეგ ის განადგურდა და დაეცა. მომდევნო საუკუნეებში ის მხოლოდ ადმინისტრაციული ცენტრის როლს ასრულებდა ლიტვის დიდი სამთავროს, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის და რუსეთის სამეფოს შემადგებლობებში, რომელიც შემდგომში რუსეთის იმპერიად გარდაიქმნა.

cd69225d4301

მონღოლების შეტევა კიევზე

კიევი საგრძნობლად გაიზარდა ინდუსტრიული რეცოლუციის დროს XIX საუკუნის ბოლოს. სამოქალაქო ომის დროს ქალაქი რამდენიმე შეიარაღებული დაპირისპირების ცენტრში აღმოჩნდა და რამდენიმე უკრაინული სახელმწიფოს დედაქალაქად ყოფნაც მოასწრო. 1921 წლიდან შედიოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, 1934 წელს გახდა საბჭოთა უკრაინის დედაქალაქი. დიდი სამამულო ომის დროს ქალაქი საგრძნობლად დაზიანდა, ბევრი ძველი ღირსშესანიშნაობა კი დაიკარგა ქალაქის ცენტრის „სტალინური” რეკონსტრუქციის დროს. ომის შემდეგ კიევი საბჭოთა კავშირში სიდიდით მესამე ქალაქი გახდა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის შემდეგ. კიევი დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქია საბჭოთა კავშირის დაშლიდან 1991 წლიდან.

cf2d08d95bb9

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი კიევი

პრეისტორიული პერიოდი
არქეოლოგიური გათხრები გვიჩვენებენ, რომ კიევის ოლქის ტერიტორიაზე დასახლებები არსებობდნენ უკვე 15 – 20 ათასი წლის უკან. ენეოლითისა და ნეოლითის პერიოდები წარმოდგენილია ტრიპოლური კულტურით, რომლის ძეგლებს და პერიოდებს მკვლევარები სამ ეტაპად ყოფენ : ადრეული (4500 – 3500), შუა (3500 – 2750) და გვიანდელი (2750 – 2000 წწ ჩვ. წ. აღ-მდე). ბრინჯაოს ხანის პერიოდში კიევის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილისთვის დამახასიათებელია ბელოგრუდოვის კულტურა. ხოლო კიევის ოლქის ძვ. წ. I ათასწლეულის მეორე ნახევრის – ახ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილისთვის ზარუბინეცის კულტურაა დამახასიათებელი. რკინის ხანა დღევანდელი კიევისა და კიევის ოლქის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ჩერნიახოვის კულტურის სახით, რომელსაც აგრეთვე „კიევურ კულტურასაც“ უწოდებენ. ის არსებობდა II—III სს. ზღვარიდან IV—V სს. ზღვარამდე ტყიან და უტყეო ველებზე, დასავლეთით ქვემო დუნაიდან დნეპრის მარცხენა სანაპირომდე, აღმოსავლეთით კი ჩერნიგოვის ოლქამდე.

1b292fa57d43

ძველი კიევი

ეტიმოლოგია
ტოპონიმმა „კიევ”–მა მეცნიერებაში ერთაზროვანი ახსნა ვერ ჰპოვა. ისტორიული ხელნაწერის თანახმად ქალაქის სახელი მისი დამაარსებელის სახელიდან მოდის. XII საუკინის დასაწყისის ნაწარმოებში „თავდაპირველ ნაწარმოებში” ნათქვამია რომ კიევი სამი ძმის კიის, შეკის, ხორევის და მათი და ლიბედის დაარსებულია როგორც პოლონთა (აღმოსავლეთ პოლონელები) ტომის ცენტრად. სახელი უფროსი ძმის საპატივსაცემლოდ ეწოდა. ქალაქი იმ დროს სამთავრო კარისგან და კოშკისგან შედგებოდა. იგივე ლეგენდის ვარიანტი ყავს მოყვანილი სომეხ ავტორს ზენობ გლაკს ნაწარმოებში „ტარონის ისტორია“, სადაც ნათქვამია კუარას (კიევის) დაარსების შესახებ პოლუნების (პოლონების) ქვეყანაში კუარის, მენტეის და ხერეანის მიერ.
eebd4529eae8

კიის, შეკის, ხორივის და ლიბედის მიერ კიევის დაარსება

ხალხური ეტიმოლოგია კიევის დასახელებას ხსნის იმით, რომ მისი პირველი მაცხოვრებლები იყვნენ მუშები (მეკიანეები), რომლებიც დნეპრზე გადასასვლელს ემსახურებოდნენ. გადასვლელი ფსკერზე ჩამაგრებულ ბოძებზე (კიებზე) ხეფენილს წარმოადგენდა. მსგავსი ტოპონიმები სხვა სლავურ მიწებზეც არის გავრცელებული (მაგალითად სოფელი კიიევო ხორვატიაში, კუავიის ოლქი პოლონეთში). ჰარვარდის მეცნიერი ომელიან პრიცაკი ამ ტოპონიმის წარმოშობას თურქულ ან ებრაულად თვლიდა. არსებობს აგრეთვე არზი რომ ქალაქი ხაზარების მიერ არის დაარსებული, ამ აზრს გ. ვერნადსკი იზიარებდა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close