გართობაუცნაური

ცხენი – მკურნალი

6b3801f661c1

იპოთერაპია ცნობილი მეთოდია, რომლის დროსაც მკურნალის ფუნქციას ასრულებს ცხენი. ცხენით სვლა მთელ ორგანიზმზე სასიკეთოდ მოქმედებს. ის ცენტრალური ნერვული, გულისა და საჭმლის მომნელებლი სისტემების მოქმედებას ნორმალურს ხდის, სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. ცხენით სვლა ხერხემალს ასწორებს, კუნთების დისტროფიას კურნავს, შარდგამომყოფი გზებისა და სასქესო ორგანოების მუშაობას აუმჯობესებს. გამოთვლილია, რომ მხედრის პულსის სიხშირე წუთში 170 დართყმას აღწევს, ხოლო სისხლის ცირკულაცია 5-10 ჯერ ძლიერდება.

f7329415d5b3

ამ დროს თავად გულის კუნთში არავითარი უარყოფითი ცვლილება არ ხდება. ამდენად ცხენით სვლა სასარგებლოა გულით ავადმყოპებისა და ჰიპერტონიკებისთვის, რომლებსაც ტრენაჟორები და აერობიკა ეკრძალებათ. თერაპიის ეს სახეობა ასევე რეკომენდირებულია სხვადასხვა ნევროლოგიული დარღვევების დროს. ცხები მხედარს წუთში 100 მეთ სხვადასხვა მოძრაობით იმპულსს გადაცემს. ცხენით სვლის დროს მუშაობაში სხეულის ყველა ძირითადი ჯგუფია ჩართული. მხედრის მცედობა უნაგირზე წონასწორობის შესანარჩუნებლად, აქტიური მუშაობისკენ უბიძგებს როგორც ჯანსაღ ასევე პრობლემურ კუნთებს. და რაც მთავარია, ეს რეფლექტონურ დონეზე ხდება- თავად ადამიანი სხეულის გაძლიერებულ მოძრაობას ვერ გრძნობს.

72666c393548

ცხენით მეტად სასარგებლოა სქოლიოზის, ოსტეოქონდროზის დროს. მეცნიერებმა გამოთვალეს რომ ცხენით სვლის დროს კუნთების მუშაობა ფეხით სწრაფად სიარულის ანალოგიურია, ხოლო წენებით სვლა- სირბილის. ამ დროს სახსრებზე არავითარი დატვირთვა არ ხდება.

იპოთერაპია არამხოლოდ სხეულს მკურნალობს, ასევე სულსაც. ასეთ მშვიდ, ჭკვიან და კეთილ ცხოველთან მუდმივი კონტაქტი ადამიანში სიკეთეს, მზრუნველობას, მოთმინებას ავითარებს. სული სხეულთან ჰარმონიაში მოდის. შედეგად, დეპრესია და ბნელი აზრები ქრება.

3bec9330ca7a

boy_g

i love ucnauri.com

მსგავსი ამბები

Back to top button