არქივი

მართმლმადიდებლობა

Ecumenical Councils.jpg

მართლმადიდებლობა  ძვ.ბრძნ ορθός, „მართალი, სწორხაზოვანი“ δόξα „თაყვანისცემა“ δοκείν „რწმენა“, ეწოდება ქრისტიანობის იმ მიმართულებას, რომელიც ინახავს ქრისტიანულ პრაქტიკას და მოძღვრებას
, როგორც ის ჩამოყალიბდა მწვალებლებთან ბრძოლაში შვიდ მსოფლიო კრებაზე (325-787), სადაც მიიღეს ქრისტიანობის ძირითადი დოგმატები.

მართლმადიდებლობა, ქრისტეს მოძღვრების მართალი აღმსარებლობა, თვითშეფასებით, დასაბამს მოციქულთა ხანიდან იღებს და დღემდე შეურყვნელად და მრთელად ინახავს მას. ამიტომაც იგი თავის თავს მიიჩნევს იმავე ეკლესიად, რაზედაც მრწამსშია ნათქვამი: “ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქული ეკლესია“. რაც შეეხება სხვა ეკლესიებს, რომლებთანაც მას არა აქვს ევქარისტიული კავშირი, ისინი გაიაზრებიან არა ერთი, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განშტოებებად, (ერთი არასოდეს დაშლილა), არამედ მისგან ჩამოშორებულებად (განდგომილებად) ისტორიის განმავლობაში.

წმინდა გადმოცემა

მართლმადიდებლური ტრადიციით, წმინდა გადმოცემა – ესაა რწმენა და ცოდნა(პრაქტიკა), რომელიც მოციქულებმა თავად იესო ქრისტესგან მიიღეს და მოციქულთა დროიდან მოყოლებული ეკლესიაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა.წმინდა გადმოცემის უმთავრეს ნაწილს ბიბლია წარმოადგენს . წმინდა გადმოცემაში ამგვარი ავტორიტეტული ადგილი უკავია მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებებსაც. წმინდა გადმოცემის ნაწილია ასევე წმინდა მამათა ნაშრომები, საეკლესიო კანონები და ლიტურგიკული წიგნები.[1]

გადმოცემა, როგორც სულიწმინდის მარადიული და უცვლელი ყოფნა ეკლესიაში, არის ყველაზე უფრო ღრმა საფუძველი მისი ყოფიერებისა, ამიტომ გადმოცემა მოიცავს ეკლესიის მთელ ცხოვრებას იმდენად, რომ თვით წმინდა წერილი გვევლინება მიერ ერთ–ერთ ფორმად. თუ ეკლესია დაკარგავს თავის გადმოცემებს, იგი შეწყვეტს იმად ყოფნას, როგორიც არის, რამეთუ სამსახური ახალი აღთქმისა არის სამსახური სულისა “დაწერილი არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა ცხოველისათა, არა ფიცართა შინა ქვისათა, არამედ ფიცართა შინა გულისა ხორციელისათა”.[2]

თუ წარმოვიდგენთ, რომ რაიმე მიზეზის გამო ეკლესია დაკარგავს ყველა თავის წიგნს, ე.ი. ძველ და ახლა აღთქმას, წმინდა მამათა თხზულებებს, ღვთისმსახურების წიგნებს, გადმოცემები აღადგენს წიგნებს, არა სიტყვასიტყვით, არამედ სხვა ენით, მაგარმ ეს იქნება “ერთ გზის მოცემული წმინდა სარწმუნოებისა”[3], გამოვლინებუი იგივე ერთიანი სულით, რომელიც უცვლელად მოქმედებს ეკლესიაში. წმინდა წერიი არ არის უფრო ღრმა და უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე წმინდა გადმოცემები, არამედ ის მისი ერთ–ერთი ფორმაა.[4] ეს ფორმა უფრო ძვირფასი და მოსახერხებელია შესანახად, ასევე გამოსაყენებლად, მაგრამ თუ წმინდა წერილს ამოვიღებთ წმინდა გადმოცემების ნაკადიდან, იგი ვერ იქნება გაგებული სწორად ვერავიტარი მეცნიერული გამოკვლევებით.წმინდა წერილი კი არ არის ეკესიის წყარო, არამედ წმინდა გადმოცემები. თავისი ისტორიის პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში ეკლესიას ახალი აღთქმის წერილი არ ჰქონდა და მხოლოდ გადმოცემით ცხოვრობდა, რომლის დასაცავად მოწოდებუნი იყვნენ მორწმუნენი პავლე მოციქულის ეპისტოლეში ” ამიერიდან, ძმანო, მტკიცედ ჰსდექით და შეიკრძალეთ მოძღვრება ესე, რომეიც გისწავიეს გინა სიტყვითა, გინა წიგნითა ჩვენითა”.[5]

 

მართლმადიდებლური სწავლებით, წმინდა გადმოცემა არ არის მექანიკური, პასიური და ავტომატური პროცესი რამე სიბრძნის გადაცემისა, დაკავშირებული შორეულ წარსულთან. იმისათვის რომ იცხოვრო გადმოცემაში, საკმარისი არაა სარწმუნოებრივი სწავლების ინტელექტუალური აღიარება, რადგან გადმოცემა რაღაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალო კრებული აბსტრაქტული დებულებებისა. ეს ცხოვრებაა, შეხვედრაა ქრისტესთან სულიწმინდაში. გადმოცემა არა მხოლოდ ინახება ეკლესიაში, არამედ ის ცოცხლობს ეკლესიაში, გადმოცემა ესაა ცხოვრება სულიწმინდისა ეკლესიაში.[6]

წმინდა წერილი

ბიბლია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს წიგნებს (ταβιβλια). შედგება 66 წიგნისაგან – 39 ძველი აღთქმის, 27 – ახლისა. იგულისხმება არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღვთივშთაგონებული და სულიწმიდის მადლით აღვსილი წიგნების კრებული.

გარდა ამისა, ბერძნული ბიბლიის სამოცდაათისეულ თარგმანში – სეპტუაგინტაში[7] – შესულია ძველი აღთქმის ზოგიერთი წიგნი (აპოკრიფები), რომელთაც ეკლესია არ აღიარებს კანონიკურ წიგნებად, მაგრამ მიიჩნევს აღმზრდელობითად და სასარგებლოდ. ‎

220px Raising of Lazarus

magnify clip

ლაზარეს აღდგინება

ბიბლიაში აღწერილი თავდაპირველი ამბები წინაისტორიულ ხანას შეეხებიან, როცა დამწერლობა ჯერ არ არსებობდა. უზენაესი ღმერთი – ყოვლადწმიდა სამება – ეცხადებოდა სათნო და მართალ ადამიანებს, რჩეულ პიროვნებებს და აუწყებდა სიბრძნეს და მეცნიერებას.ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (1500-2000 წელი) ბიბლიის ცალკეული ნაწილები სხვადასხვა ადამიანების მიერ იწერებოდა. ეს მრავალრიცხოვანი ნაწილები მოგვიანებით ერთ წიგნად გააერთიანეს.

რაც შეეხება ახალ აღთქმას, იესო ნაზარეველი ორი ათასი წლის წინ დაიბადა, როცა ძველი აღთქმის წიგნები უკვე დიდი ხნის წინათ იყო დაწერილი. თავდაპირველად უწყება მის შესახებ აგრეთვე ზეპირად ვრცელდებოდა. მათემ, მარკოზმა, ლუკამ და იოანემ ოთხი სახარება იესოს ცხოვრების მოწმობებზე დაყრდნობით დაწერეს, რომლების თვითმხილველთა მიერ იყო დატოვებული. სახარებაში აღწერილი ამბები – ბეთლემში იესოს შობის, მისი ცხოვრების და სასწაულების შესახებ ქ.შ. 100 წლამდე დაიწერა. როგორც ჩანს, ოთხივე სახარება იესოს ცხოვრებისა და მოძღვრების აღწერისას ერთიდაიგივე ზეპირ გადმოცემებს ეყრდნობა.

ბიბლიის წიგნთა თავებად და მუხლებად დაყოფა შედარებით გვიანდელი მოვლენაა და კონკორდანსის ანუ სასურველ ადგილთა ადვილად მოძიების საშუალებათა შექმნის იდეამ, ზოგადად, – კითხვისა და აღქმის პროცესის გაიოლებისათვის ზრუნვამ განაპირობა. ცალკეული წიგნები ჯერ თავებად დაიყო, შემდეგ მუხლებად (მოცემული თავის ფარგლებში). მუხლობრივი დაყოფის ის სისტემა, რითაც დღეს ვსარგებლობთ, XVI ს-ში დასავლეთ ევროპაში შეიმუშავეს.[8]

დოგმატი და ერესი

თავისი არსებობის პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ეკლესია არ ელტვოდა მასში დაცული ჭეშარიტების თეორიულ ფორმულირებას, მას არ გააჩნდა სისტემური განსაზღვრებები რწმენის დოგმატებისა. ადრეული ეკლესია უბრალოდ რწმენით ცხოვრობდა. პირველი ქრისტიანების მიერ ჭეშმარიტება მოიაზრებოდა და განიცდებოდა როგორც ბუნებრივი, თავისთავად მოცემული, და შესაბამისად, ის არ საჭიროებდა რაიმენაირ თეორიულ განმარტებებს.

რა თქმა უნდა, უკვე ახალი ეპოქის დასაწყისშივე გაჩნდა განსაკუთრებული ენა, რომელსაც შეეძლო ტერმინებით და მაგალითებით გამოეხატა ეკლესიური გამოცდილება – ენა სახარებისა, მოციქულთა ეპისტოლეებისა, ტექსტებისა, რომელნიც საეკლესიო საზოგადოების შინაგან ცხოვრებსათან იყო დაკავშირებული, მაგრამ ამ ენაში ჩვენ ვერ ვნახავთ თეორიულ და გონებრივ ფორმულირებებს – ის უბრალოდ წარმოაჩენს და აუწყებს ცოცხალი რწმენით გამოცდილებას.

ის, რასაც ჩვენ დრეს დოგმატებს ვეძახით, ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეკლესიაში დაცული ჭეშმარიტება დგება საფრთხის ქვეშ ერესის მხრიდან. სიტყვა “ერესი” აღნიშნავს არჩევანს, ერთი მთელიდან მისი რომელიმე ნაწილის გამორჩევას ამ მთელის, ჭეშმარიტების საზიანოდ.

ერესი ეწინააღმდეგება ეკლესიის მთლიან გამოცდილებას. ერეტიკოსი წამოსწევს მის მხოლოდ ერთ მხარეს, ახდენს მის აბსოლუტიზაციას, შედეგად კი ჭეშმარიტებას აქცევს რაღაც ცალმხრივ და შეზღუდულ მოძღვრებად. მსგავსი აბსოლუტიზიაცია ყოველთვის ატარებს განმსჯელობით ხასიათს: ის გონებირვი არჩევანის შედეგია, რომელიც როგორც წესი, დაკავშირებულია ეკლესიური ჭეშამრიტების გამარტივებულ და სქემატურ გაგებასთან.

ერესის კლასიკური მაგალითებია ნესტორიანობა და მონოფიზიტობა. პირველი მაცხოვრის ადამინური ბუნების აბსოლუტიზაციას ახდენდა, მეორე ღვთაებრივი ბუნებისას. ორივე შემთხვევაში სახეზეა ეკლესიური მოძღვრების დამახინჯება.

ამგვარ ერეტიკულ საშიშროებაზე ეკლესია პასუხობს იმით, რომ ადგენს “ჭეშმარიტების საზღვრებს”. ნიშანდობლივია, რომ საეკლესიო დოგმატების თავდაპირველი აღმნიშვნელი სიტყვა იყო ბერძნული “horos” – ზღუდე, საზღვარი. დოგმები – ეს საზღვრებია, რომელშიც ეკლესია გამოხატავს თავის რწმენით გამოცდილებას, უთითებს რა საზღვრებისაკენ, რომელნიც გამოყოფენ ჭეშმარიტებას მისი ერეტიკული გადახრებისგან.[9]

დოგმების შემუშავება მსოფლიო საეკლესიო კრებებზე ხორციელდებოდა.

მსოფლიო საეკლესიო კრებები

მსოფლიო საეკლესიო კრება უმაღლესი ძალაუფლებით აღჭურვილი ორგანოა მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომლის დოგმატურ გადაწყვეტილებებს შეუმცდარის და უცდომელის სტატუსი გააჩნიათ. მართმადიდებელი ეკლესია შვიდ მსოფლიო საეკლესიო კრებას აღიარებს:ნიკეის კრება 325წ, კონსტანტინოპოლის 381წ, ეფესოს 431წ, ქალკედონის 451წ, კონსტანტინოპოლის 553წ, კონსტანტინოპოლის 680–681წწ, ნიკეის 787წ. ამათ გარდა მსოფლიო კრების კანონების ტოლფარდი ავტორიტეტი აქვს მინიჭებული კონსტანტინოპოლის კრების(691–692) მიერ მიღებულ 102 კანონს,რომელსაც ტრულის, მეექვსე,ან მეხუთე–მეექვსე კრების სახელით იხსენიებენ. ეს კრებები მოიწვიეს ერეტიკული ცრუსწავლებების დაგმობის, დოგმატების ავტორიტეტულად გადმოცემისა და კანონიკური საკითხების გადაწყვეტისათვის.

Ecumenical Councils.jpg

magnify clip

მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია და ეკლესიის ისტორია ამოწმებენ, რომ უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების მატარებელი არის მსოფლიო ეპისკოპატი – მოციქულთა კრების მემკვიდრე, ხოლო მსოფლიო კრება არის ყველაზე სრულყოფილი საშუალება მსოფლიო ეპისკოპატის უფლებამოსილების ეკლესიაში განხორციელებისათვის. მსოფლიო კრებათა პირველსახეა მოციქულთა კრება იერუსალიმში. მსოფლიო კრების შემადგენლობის, უფლებამოსილების და მოწვევის პირობებთან დაკავშირებით საბოლოოდ დადგენილი დოგმატური ან კანონიკური განსაზღვრებები ან მისი მოწვევის უფლებამოსილი ინსტანციები არ არსებობს. ეს იმითაა განპირობებული, რომ მსოფლიო კრებაში მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია საეკლესიო ძალმოსილების უმაღლეს ინსტანციას ჭვრეტს, რომელიც უშუალოდ სულიწმინდის მიერ იმართება და შეუძლებელია რაიმე სახის რეგლამენტაციას დაექვემდებაროს. თუმცა კი მსოფლიო კრების შესახებ კანონიკური განსაზღვრებების არქონა ხელს არ უშლის იმ ისტორიული ცნობებისა და გარემოებების თავმოყრა–განზოგადების საფუძვეზე, რომელთა პირობებშიც მოიწვეოდა ხოლმე მსოფლიო კრება, ეკლესიის სტრუქტურასა და ცხოვრებაში არსებული ამ მეტად ქარიზმატული ინსტიტუტის ზოგიერთი ძირითადი შტრიხის გამოვლენას.

მსოფლიო კრებების კომპეტენცია უპირველეს ყოვლისა იყო სადაო დოგმატური საკითხების გადაწყვეტა. ესაა სწორედ მსოფლიო და არა ადგილობრივი კრებების უპირატესი და თითქმის ექსკლუზიური უფლება. წმინდა წერილისა და საეკლესიო გარდამოცემაზე დაყრდნობით კრებათა მამებმა დაამხეს ერეტიკული გაუკუღმართებანი, დაუპირისპირეს რა მათ კრებათა განსაზღვრებების საშუალებით სარწმუნოების მართმადიდებლური აღსარება. მათ ოროსებში დაცული შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების დოგმატური განსაზღვრებები თემატურად ერთიანდება. მასში სრულიად იშლება ტრინიტარული და ქრისტოლოგიური სწავლება. კრებათა სიმბოლოებსა და ოროსებში დოგმატების გადმოცემა უცდომელია, რაც ქრისტიანობაში აღიარებულ ეკლესიის უცდომელობას გამოხატავს.

უსაფუძვლოა რომაულ-კათოლიკური ეკესიოლოგიისა და კანონიკის პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ კრების აქტების აღიარება რომის ეპისკოპოსის მიერ მათ რატიფიკაციაზეა დამოკიდებული. მთავარეპისკოპოს პეტრეს(ლ’იულიე) შენიშვნით” მსოფლიო კრებაზე დამსწრე მამები არასოდეს თვლიდნენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებების ნამდვილობა რაიმე სახის შემდგომ რატიფიკაციაზე იყო დამოკიდებული… მიღებული ზომები და დადგენილებები სავალდებულო ხდებოდა კრების დამთავრებისთანავე და გადაუდებლად მიიჩნეოდა”. ისტორიულად კრების მსოფლიოდ საბოლოო აღიარებას მომდევნო კრება ახდენდა ხოლმე, ხოლო მეშვიდე კრება საყოველთაოდ, კონსტანტინოპოლის 879 წლის ადგილობრივ კრებაზე გამოცხადდა

ქრისტიანული ანთროპოლოგია

მართმადიდებლური მოძღვრებით, ძირითადი დაყოფა, რომელშიც დევს ქმნილი ყოფიერების მთელი რეალურობა, ესაა ურთიერთდაპირისპირებულობა ღმერთსა და ქმნილი სამყაროს ერთობლიობას შორის, ესაა დაყოფა ქმნილებად და უქმნელებად(არაქმნილებად). შემდგომ, ქმნილი ბუნება იყოფა ზეციურად და მიწიერად, გონებაჭვრეტითად და გრძნობადად. გრძნობად სამყაროში ზეცა გაყოფილია მიწისგან. მის ზედაპირზე გამოყოფილია სამითხე და ბოლოს სამოთხეში მობინადრე ადამიანი იყოფა ორ სქესად: მამაკაცად და დედაკაცად[11]. ადამს უნდა დაეძლია ეს დაყოფანი შეგნებული ქმედებებით, საკუთარ თავში უნდა შეერთებინა ქმნილი კოსმოსის ერთობლიობა და ამასთანავე მიეღწია განღმრთობისათვის, ეს პირველ რიგში უნდა ყოფილიყო წმინდა ცხოვრება, უფრო მეტად აბსოლუტური კავშირი, ვიდრე სქესთა გარეგნული შეერთება, უნდა გადალახულიყო მათი განყოფა ისეთი უმანკოებით, რომ იგი მთლიანობად ქცეულიყო.[12] მეორე ეტაპზე ეს უნდა ყოფილიყო ღვთის სიყვარული, ყოველივეს უარმყოფელი, და ამავე დროს ყოვლისმომცველი, და შეერთებინა სამოთხე დანარჩენ მიწიერ კოსმოსთან: ატარებდა რა სამოთხეს თავისთავში, ადამს მთელი დედამიწაც სამოთხედ უნდა გარდაექცია. მესამე მხრივ, მის სულს და სხეულს უნდა დაეძლია სივრცე, გრძნობადი სამყარო მთელი ერთობლიობის შეერთებით: დედამიწისა და ზეციური მყარის შეერთებით. შემდგომ ეტაპზე მას უნდა შეეღწია ზეციურ კოსმოსში, ეცხოვრა ანგელოზთა ცხოვრებით, შეეთვისებინა მათი შეგნება(გაგება), და შეერთებინა საკუთარ თავში გონებაჭვრეტითი სამყარო გრძნობად სამყაროსთან. და ბოლოს, კოსმიური ადამი სამუდამოდ მისცემდა რა საკუთარ თავს ღმერთს, გადასცემდა მას მთელ მის ქმნილებას, ხოლო მისგან სანაცვლოდ მიიღებდა სიყვარულს – მადლით – ე.ი. ყველაფერს, რასაც ფლობს ღმერთი საკუთარ ბუნებაში. ასეთნაირად, ქმნილად და არაქმნილად განყოფის გადალახვით აღსრულდებოდა ადამიანის განღმრთობა, ხოლო მისით კი მთელი კოსმოსისა.[13]

ცოდვით დაცემის შედეგად ადამიანი საკუთარი მოწოდების ქვემოთ აღმოჩნდა. მაგრამ ღვთაებრივი გეგმა არ შეცვლილა. ადამის მისია სრულდება ზეციური ადამის – ქრისტეს მიერ; ამასთან იგი არ იკავებს ადამიანის ადგილს – ღვთის უსაზღვრო სიყვარულს არ შეუძლია შეცვალოს ადამიანური თავისუფლების თანხმობა, – მაგრამ უბრუნებს მას საშუალებას მისი საქმის დასრულებისას, კვლავ უცხადებს გზას განღმრთობისაკენ, ადამიანით განხორციელებულ, ღვთისა და ქმნილი სამყაროს იმ უდიადესი სინთეზისაკენ, რომელიც ითვლება ქრისტიანული ანთროპოლოგიის არსად. მაშასადამე, იმისათვის, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანს შეძლებოდა ღმერთად გახდომა, საჭირო იყო ღმერთი განკაცებულიყო.[14] ახალ ადამს უნდა გადაელახა, დაეძლია ძველი ქმნილების ყველა განყოფანი, რათა გამხდარიყო ახალი ქმნილების თავადი. მართლაცდა, ქალწულ მარიამისგან შობით, ქრისტე აღემატება სქესთა განყოფას, და გვიცხადებს “ეროსის” გამოსყიდვის ორ გზას, რომელნიც შეერთდნენ მხოლოდ ერთ ადამიანურ პიროვნებაში, – მარიამში, ქალწულსა და დედაში: ესაა გზა ქრისტიანული ქორწინებისა და მონაზვნობისა. ქრისტემ ჯვარზე შეაერთა სამოთსხეთან კოსმოსის მთელი ერთობლიობა, რამეთუ, მას შემდეგ, რაც მან დაუთმო სიკვდილს, შეჭრილიყო მასში, რათა მოესპო იგი თავის ღმრთაებრიობასთან შეხებით, თვით ყველაზე ბნელი ადგილიც კი დედამიწაზე ნათემოსილი, სხივმფინარი გახადა, აღარ რჩება წყევის ადგილი. აღდგომის შემდეგ თვით ქრისტეს ხორცი, დაძლია რა სივრცობრივი შეზღუდულობა, აერთიანებს მიწას და ზეცას მთელი გრძნობადი სამყაროს მთლიანობაში. თავისი ამაღლებით ქრისტე აერთებს ზეციურ და მიწიერ სამყაროებს, ანგელოზურ დასებსა და ადამიანთა გვარს. და ბოლოს, მამის მარჯვენით დაჯდომით, ადამიანურ ბუნებას აღამაღლებს ანგეოზთა დასებზე მაღლა, და შეჰყავს იგი როგორც კოსმოსური განღმრთობის პირველი ნაყოფი თვით სამებაში.

მართმადიდებლური მოძღვრებით, ძირითადი დაყოფა, რომელშიც დევს ქმნილი ყოფიერების მთელი რეალურობა, ესაა ურთიერთდაპირისპირებულობა ღმერთსა და ქმნილი სამყაროს ერთობლიობას შორის, ესაა დაყოფა ქმნილებად და უქმნელებად(არაქმნილებად). შემდგომ, ქმნილი ბუნება იყოფა ზეციურად და მიწიერად, გონებაჭვრეტითად და გრძნობადად. გრძნობად სამყაროში ზეცა გაყოფილია მიწისგან. მის ზედაპირზე გამოყოფილია სამითხე და ბოლოს სამოთხეში მობინადრე ადამიანი იყოფა ორ სქესად: მამაკაცად და დედაკაცად[11]. ადამს უნდა დაეძლია ეს დაყოფანი შეგნებული ქმედებებით, საკუთარ თავში უნდა შეერთებინა ქმნილი კოსმოსის ერთობლიობა და ამასთანავე მიეღწია განღმრთობისათვის, ეს პირველ რიგში უნდა ყოფილიყო წმინდა ცხოვრება, უფრო მეტად აბსოლუტური კავშირი, ვიდრე სქესთა გარეგნული შეერთება, უნდა გადალახულიყო მათი განყოფა ისეთი უმანკოებით, რომ იგი მთლიანობად ქცეულიყო.[12] მეორე ეტაპზე ეს უნდა ყოფილიყო ღვთის სიყვარული, ყოველივეს უარმყოფელი, და ამავე დროს ყოვლისმომცველი, და შეერთებინა სამოთხე დანარჩენ მიწიერ კოსმოსთან: ატარებდა რა სამოთხეს თავისთავში, ადამს მთელი დედამიწაც სამოთხედ უნდა გარდაექცია. მესამე მხრივ, მის სულს და სხეულს უნდა დაეძლია სივრცე, გრძნობადი სამყარო მთელი ერთობლიობის შეერთებით: დედამიწისა და ზეციური მყარის შეერთებით. შემდგომ ეტაპზე მას უნდა შეეღწია ზეციურ კოსმოსში, ეცხოვრა ანგელოზთა ცხოვრებით, შეეთვისებინა მათი შეგნება(გაგება), და შეერთებინა საკუთარ თავში გონებაჭვრეტითი სამყარო გრძნობად სამყაროსთან. და ბოლოს, კოსმიური ადამი სამუდამოდ მისცემდა რა საკუთარ თავს ღმერთს, გადასცემდა მას მთელ მის ქმნილებას, ხოლო მისგან სანაცვლოდ მიიღებდა სიყვარულს – მადლით – ე.ი. ყველაფერს, რასაც ფლობს ღმერთი საკუთარ ბუნებაში. ასეთნაირად, ქმნილად და არაქმნილად განყოფის გადალახვით აღსრულდებოდა ადამიანის განღმრთობა, ხოლო მისით კი მთელი კოსმოსისა.[13]

 

ეკლესია და ტაძარი

მართლმადიდებლური მოძღვრებით, ეკლესია არის ყველა წმიდის და ცოდვილის თავშესაფარი ამ სოფელში, როგორც ნოეს კიდობანი. ეკლესია ხომალდია, რომელიც დაცურავს წუთისოფლის აბობოქრებულ ზღვაში და იფარებს თავის წიაღში მორწმუნეებს, რომელთაც თავისუფალი ნებით აირჩიეს თავიანთი ხვედრი, რათა ასულიყვნენ ხომალდში. ამიტომაც ადრექრისტიანული წარმოდგენით, ეკლესიის შენობის არსის განმსაზღვრელი ტიპი ბაზილიკაა, რომელსაც გემის ფორმა აქვს იმის ნიშნად, რომ ის მიაპობს ამაოების ტალღებს. არსად ის არ მკვიდრობს, მისი მკვიდრობა მხოლოდ გზაშია და გზას აქვს მიზანი – ღვთის სასუფეველი და თავად არის, საბოლოო აზრით, თვითმიზანი (რადგან ის დაუსრულებელია, გრძელდება სასუფეველშიც, როგორც ამას ასწავლიდა გრიგოლ ნოსელი), როგორც ქრისტე ამბობს: „მე ვარ გზა“ (გზა ეწოდებოდა ქრისტიანობას მის საწყის ხანაში).

თუ ეკლესია სადმე მკვიდრობს, ეს არის ცა, მაგრამ მას, ცის მკვიდრს, სოფელშიც ჰყავს თავისი შვილები. ამ აზრით, „ეკლესია არის მიწიერი ცა, სადაც ზეციერი ღმერთი მყოფობს და მოძრაობს“ (გერმანე კონსტანტინოპოლელი). ცაში მკვიდრობის ამ იდეას გამოხატავს ცენტრალურგუმბათოვანი ეკლესიები, რომელთა გუმბათი მდგრადობის, უძრაობის, თითქოს ციური გუმბათის მიწაზე გარდამოსვლისა და მასზე დავანების განცდას ბადებს. VI საუკუნიდან ბაზილიკების გუმბათებით დაგვირგვინებამ თითქოს შეაჩერა ბაზილიკახომალდის სვლა და მყარად დაამკვიდრა ერთ ადგილზე. ამით აღინიშნა დევნილებისგან თავდაღწეული და გამარჯვებული ეკლესიის სტატუსი, რაც არანაირად არ აუქმებს ეკლესიის, როგორც წუთისოფელში მსვლელი ხომალდისა იდეას. ის საძირკვლიანი სახლიც არის და ხომალდიც. თუმცა ხომალდის ცურვას თავისი საბოლოო მიზანი აქვს – სასუფეველი, რასაც ძველქრისტიანულ სიმბოლიკაში ღუზა გამოხატავს.

მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალური (სახელმწიფო) რელიგია გახდა, მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად დღის წესრიგში დადგა ეკლესიების მშენებლობა. შენობა ღვთისმსახურებას უნდა ყოფილიყო მისადაგებული, ამან განსაზღვრა მისი შიდა სივრცის ფორმა. მიუხედავად საეკლესიო შენობების განსხვავებებისა დროსა და სივრცეში, ეკლესიის შიდა სივრცე, ლიტურგიული საჭიროებიდან გამომდინარე, ორ ძირითად ნაწილად განიყოფება: ტერიტორია, რომელიც მრევლისთვის არის განკუთვნილი და ტერიტორია, რომელიც განკუთვნილია საკურთხევლისთვის. ისინი ერთმანეთისგან გამიჯნულია ტიხრით (კანკელით) იმის ნიშნად, რომ მრევლს არა აქვს უფლება შევიდეს იქ, სადაც აღესრულება საღვთო ლიტურგიის ყველაზე დიდი და წმიდა საიდუმლო (პურისა და ღვინის გარდაარსება ქრისტეს ხორცად და სისხლად).

ქრისტიანული ეკლესიის რამდენიმე ტიპი არსებობს: ბაზილიკა, ანუ სიგრძივი დაგეგმარების შენობა, რომელიც ხომალდის ასოციაციას იწვევს; ჯვარ-გუმბათიანი, გუმბათიანი ბაზილიკა; ცენტრალურ-გუმბათოვანი; წრიული (როტონდა); რვაკუთხა (ოქტოგონი) შენობები. ეკლესიის შენობა, როგორც წესი, საკურთხევლით აღმოსავლეთისკენ არის მიმართული, იმ მხარისკენ, საითაც, ჩვეულებრივ, მლოცველია მიპყრობილი. შენობას ადგას ჯვარი, ახლავს სამრეკლო, რომელიც მის შორიახლო შენდება. ზარი, რომლის ხმა უნდა წვდებოდეს მორწმუნეებს, ამცნობს მათ ღვთისმსახურების – წირვა-ლოცვის დაწყებას.

 

მართლმადიდებლური მოძღვრებით, ეკლესია არის ყველა წმიდის და ცოდვილის თავშესაფარი ამ სოფელში, როგორც ნოეს კიდობანი. ეკლესია ხომალდია, რომელიც დაცურავს წუთისოფლის აბობოქრებულ ზღვაში და იფარებს თავის წიაღში მორწმუნეებს, რომელთაც თავისუფალი ნებით აირჩიეს თავიანთი ხვედრი, რათა ასულიყვნენ ხომალდში. ამიტომაც ადრექრისტიანული წარმოდგენით, ეკლესიის შენობის არსის განმსაზღვრელი ტიპი ბაზილიკაა, რომელსაც გემის ფორმა აქვს იმის ნიშნად, რომ ის მიაპობს ამაოების ტალღებს. არსად ის არ მკვიდრობს, მისი მკვიდრობა მხოლოდ გზაშია და გზას აქვს მიზანი – ღვთის სასუფეველი და თავად არის, საბოლოო აზრით, თვითმიზანი (რადგან ის დაუსრულებელია, გრძელდება სასუფეველშიც, როგორც ამას ასწავლიდა გრიგოლ ნოსელი), როგორც ქრისტე ამბობს: „მე ვარ გზა“ (გზა ეწოდებოდა ქრისტიანობას მის საწყის ხანაში).

თუ ეკლესია სადმე მკვიდრობს, ეს არის ცა, მაგრამ მას, ცის მკვიდრს, სოფელშიც ჰყავს თავისი შვილები. ამ აზრით, „ეკლესია არის მიწიერი ცა, სადაც ზეციერი ღმერთი მყოფობს და მოძრაობს“ (გერმანე კონსტანტინოპოლელი). ცაში მკვიდრობის ამ იდეას გამოხატავს ცენტრალურგუმბათოვანი ეკლესიები, რომელთა გუმბათი მდგრადობის, უძრაობის, თითქოს ციური გუმბათის მიწაზე გარდამოსვლისა და მასზე დავანების განცდას ბადებს. VI საუკუნიდან ბაზილიკების გუმბათებით დაგვირგვინებამ თითქოს შეაჩერა ბაზილიკახომალდის სვლა და მყარად დაამკვიდრა ერთ ადგილზე. ამით აღინიშნა დევნილებისგან თავდაღწეული და გამარჯვებული ეკლესიის სტატუსი, რაც არანაირად არ აუქმებს ეკლესიის, როგორც წუთისოფელში მსვლელი ხომალდისა იდეას. ის საძირკვლიანი სახლიც არის და ხომალდიც. თუმცა ხომალდის ცურვას თავისი საბოლოო მიზანი აქვს – სასუფეველი, რასაც ძველქრისტიანულ სიმბოლიკაში ღუზა გამოხატავს.

მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალური (სახელმწიფო) რელიგია გახდა, მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად დღის წესრიგში დადგა ეკლესიების მშენებლობა. შენობა ღვთისმსახურებას უნდა ყოფილიყო მისადაგებული, ამან განსაზღვრა მისი შიდა სივრცის ფორმა. მიუხედავად საეკლესიო შენობების განსხვავებებისა დროსა და სივრცეში, ეკლესიის შიდა სივრცე, ლიტურგიული საჭიროებიდან გამომდინარე, ორ ძირითად ნაწილად განიყოფება: ტერიტორია, რომელიც მრევლისთვის არის განკუთვნილი და ტერიტორია, რომელიც განკუთვნილია საკურთხევლისთვის. ისინი ერთმანეთისგან გამიჯნულია ტიხრით (კანკელით) იმის ნიშნად, რომ მრევლს არა აქვს უფლება შევიდეს იქ, სადაც აღესრულება საღვთო ლიტურგიის ყველაზე დიდი და წმიდა საიდუმლო (პურისა და ღვინის გარდაარსება ქრისტეს ხორცად და სისხლად).

ქრისტიანული ეკლესიის რამდენიმე ტიპი არსებობს: ბაზილიკა, ანუ სიგრძივი დაგეგმარების შენობა, რომელიც ხომალდის ასოციაციას იწვევს; ჯვარ-გუმბათიანი, გუმბათიანი ბაზილიკა; ცენტრალურ-გუმბათოვანი; წრიული (როტონდა); რვაკუთხა (ოქტოგონი) შენობები. ეკლესიის შენობა, როგორც წესი, საკურთხევლით აღმოსავლეთისკენ არის მიმართული, იმ მხარისკენ, საითაც, ჩვეულებრივ, მლოცველია მიპყრობილი. შენობას ადგას ჯვარი, ახლავს სამრეკლო, რომელიც მის შორიახლო შენდება. ზარი, რომლის ხმა უნდა წვდებოდეს მორწმუნეებს, ამცნობს მათ ღვთისმსახურების – წირვა-ლოცვის დაწყებას.

წმინდანთა თაყვანისცემა

ეკლესია წმიდანებად შერაცხავს სარწმუნოებისთვის წამებულთ და ეკლესიისთვის განსაკუთრებულად ღვაწლმოსილ ადამიანებს – მათი ნეშტები თაყვანისცემის საგნებია, ისინი დაცულია ეკლესია–მონასტრებში საგანგებო ლუსკუმებში ან საკურთხევლის ტრაპეზის ქვეშ.

ქრისტიანული ეკლესიის უპირველესი წმიდანი ღვთისმშობელია, რომელიც ყოვლად წმიდად იწოდება. ღვთისმშობელი, მარადქალწული მარიამი, არის ყოველი ქრისტიანის, ვინც კი მას ლოცვისას მიმართავს, მეოხი მისი ძის წინაშე. მარიამის, როგორც ღვთისმშობლისა და მარადქალწულის, თაყვანისცემა ქრისტიანულ ეკლესიასა და საზოგადოებაში უძველესი დროიდან მოდის, მაგრამ საბოლოო დოგმატური განსაზღვრება ეფესოს კრებაზე (431 წ.) მიიღო, როგორც შედეგმა ქრისტეს ორბუნებოვნობის აღიარებისა.

მართლმადიდებლური რწმენით, წმ. მარიამი არ არის მხოლოდ საშუალება ღვთის ძის შობისა, მისი პატივი დამოუკიდებელი პატივია, როგორც ადამიანისა, რომელმაც შეგნებულად, უყოყმანო და უეჭველი რწმენით იტვირთა ეს საკაცობრიო ამოცანა, ღვთაებრივი განგების აღსრულება, ადამიანურად მძიმე, რადგან მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ მის სულში გაივლიდა მახვილი (ლუკა, 2:35), იგულისხმება მისი ძის აღსასრული ჯვარზე.

მოწამენი ისინი არიან, ვინც თავიანთი სიცოცხლით (სისხლით) დაამოწმეს ქრისტეს ჭეშმარიტება. მოწამენი დევნილების ხანიდან ჩნდებიან ეკლესიის ცხოვრებაში და მათმა მოწამებრივმა სიკვდილმა განამტკიცა რწმენაში ეკლესია. რომ არაფერი ვთქვათ რომში წამებულ მოციქულებზე (მოციქულთა თავად წოდებულებზე) პეტრესა და პავლეზე.მოწამეთა შორის გამორჩეულნი და განსაკუთრებულად ცნობილნი არიან დიდმოწამენი: ძლევამოსილი წმ. გიორგი, კაბადოკიელი მხედარი, რომელიც დიოკლეტიანეს დროს ეწამა (303 წ.) და ქალწული ბარბარე (თითქმის იმავე დროს).

წმიდანთა შორის არიან აღმსარებელნი, რომელნიც თუმცა იტანჯნენ სარწმუნოებისთვის, მაგრამ გადარჩნენ. ასეთია VI საუკუნის გამოჩენილი ღვთისმეტყველი წმ. მაქსიმე აღმსარებელი, რომელმაც გადასახლებაში (კერძოდ, ლეჩხუმში) დაასრულა სიცოცხლე.

წმიდანები მოიხსენებიან ქრისტიანის მიერ ყოველდღიურ ლოცვებში, მლოცველი შესთხოვს მათ მეოხებას მამაღმერთისა და ქრისტეს წინაშე. არსებობენ საყოველთაო (მსოფლიო) ეკლესიის წმიდანები და ადგილობრივი ეკლესიების (საქართველოს, რუსეთის, რუმინეთის…) წმიდანები. საყოველთაო წმიდანებია: მოციქულნი, რომელთაგან უმეტესობამ მოწამებრივად დაასრულა სიცოცხლე; ძველი აღთქმის პატრიარქები; ეკლესიის მამები და ღვთისმეტყველნი, რომელთა ღვაწლმა სიწმიდე შეუნარჩუნა ეკლესიას, რომელთა მონაწილეობით ჩამოყალიბდა და დაიხვეწა ქრისტიანული მოძღვრება.

ეკლესიის რწმენით, წმიდანთა სულიერი ძალის აქტივიზაცია განსაკუთრებით საღვთო ლიტურგიის პროცესში ხდება: ისინი უსხეულო ძალებთან (ანგელოზებთან) ერთად მონაწილეობენ ღვთისმსახურებაში, ეკლესიის კედლებიდან გადმომყურე მათი ხატები მდუმარედ ესწრებიან ლიტურგიას.

ხატების თაყვანისცემა

მართლმადიდებელი ეკლესია წარმოუდგენელია ქრისტეს, ღვთისმშობლისა და სხვა წმიდანების ხატების გარეშე. ისევე, როგორც სახარებები სიტყვიერად გადმოსცემენ იესოს, ღმერთკაცის მიმოსვლას მიწაზე, მის მიწიერ ცხოვრებას, ასევე ხატები სახიერად წარმოგვიდგენენ მას.

ქრისტეს ორბუნებოვნების დოგმატი და საიდუმლო, რაც, პრინციპში, ღვთის განხორციელება-განკაცების საიდუმლოა, საფუძვლად უდევს და ამართლებს ხატის არსებობას (შესაძლებლობას). ამავე დროს ხატი, თავის მხრივ, ადასტურებს განხორციელების საიდუმლოს.

ხატმობრძოლეობამ, რომელიც მთელი საუკუნენახევარი გრძელდებოდა მთელ ქრისტიანულ იმპერიაში (საქრისტიანოში), ღვთისმეტყველები აიძულა ხატებისთვის მეტაფიზიკური გამართლება მიეცათ. ხატების საზრისისა და მნიშვნელობის დასაბუთება იოანე დამასკელს (650-730) ეკუთვნის, რომელმაც პირველმა შეადგინა მართლმადიდებელი (სწორი) სარწმუნოების მოკლე კატეხიზისი. იმდენად მნიშვნელოვანია მართლმადიდებელი სამყაროსთვის ხატების თაყვანისცემა, რომ მისი აღდგენის თარიღი (843 წ.) მართლმადიდებლობის ზეიმის სახელწოდებით არის შესული საეკლესიო კალენდარში (აღინიშნება დიდმარხვის პირველ კვირას).

VII მსოფლიო კრებამ ამგვარად შეაფასა და გამოხატა ხატების მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება: „ჩვენ უცვლელად ვინახავთ ყველა საეკლესიო გადმოცემას, წერილობით იქნება თუ არაწერილობით. ერთ-ერთი მათგანი გვავალებს შევქმნათ ფერწერული ხატები, რადგან ეს ეთანხმება სახარებისეულ ქადაგებას, ადასტურებს, რომ ქრისტე ჭეშმარიტად და არა მოჩვენებითად განკაცდა…“

ხატი, პორტრეტისგან განსხვავებით, არ გამოხატავს ადამიანის მიწიერ მდგომარეობას ან მის ფსიქოლოგიას, თუნდაც სიღრმისეულ შინაგან სამყაროს. ხატი წარმოგვიდგენს წმიდანის განღმრთობილ სახეს სულიერი სხეულით, რომელსაც აღარ ეკარება სიკვდილის ხრწნილება. ხატი გამოხატავს წმიდანის ისეთ სახეს, როგორსაც მკვდრეთით აღმდგარი და მარადიულობას ნაზიარები ადამიანები შეიმოსავენ. ხატის სივრცეც არ არის ჩვეულებრივი, აქტუალური, სამგანზომილებიანი სივრცე, რომელშიც მოკვდავნი იმყოფებიან. მას არა აქვს უკანა პლანი, არ ჩანს სიღრმე, რაშიც რაიმე დაფარული იქნება, რაც აბსოლუტური ცოდნის განცდას ქმნის. ხატზე ყველაფერი ჩანს ერთდროულად, როგორც მარადისობაში, ანუ დრო სივრცედ არის ქცეული და ყველა დრო ერთჟამობაშია მოცემული, როგორც ერთი მარადიული წამი. ხატს არ ახასიათებს პერსპექტივა, როგორც ჩვეულებრივ ნახატს. ყველაფერი – ახლობელი და შორეული საგნები წინა პლანზეა. ხატზე არ ჩანს გარეგანი შუქის წყარო, რომელიც ჩრდილებს დააფენდა საგნებზე. ყველაფერი დაუსაბამო ღვთიურ ნათელშია განზავებული, როგორც ესაიას აქვს ნათქვამი მომავლის წინასწარმეტყველებაში: „აღარ გექნება შენ მზე დღის სინათლედ და მთვარის ნათება აღარ გაგინათებს, არამედ უფალი გეყოლება საუკუნო სინათლედ და შენი ღმერთი შენ დიდებად“ (ეს. 60:19).

ამრიგად, ხატზე გამოსახული წმიდანი და მის წინაშე მლოცველი სხვადასხვა განზომილებაში იმყოფებიან: განღმრთობილი წმიდანი სულიერად გარდაქმნილ სამყაროდან ეპასუხება მლოცველს, როგორც შუამავალი ამ წუთისოფელსა და ღვთის სასუფეველს შორის. ხატის საზრისი არის ლოცვა, ხოლო ლოცვა, თავის მხრივ, საიდუმლო რიტუალია.

ამიტომ არავითარი საერთო ხატებს რელიგიური შინაარსის მხატვრობასთან არა აქვს. ეკლესია არ უარყოფს რელიგიურ მხატვრობას, მაგრამ მას არც რაიმე მნიშვნელობას ანიჭებს ქრისტიანის რელიგიურ ცხოვრებაში, რადგან მას არანაირი კავშირი არა აქვს ლოცვასთან, არის მხოლოდ და მხოლოდ ილუსტრაცია, რომელსაც ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების ფუნქცია აქვს. მის უკან არავითარი მეტაფიზიკური სინამდვილე არ არის.

ჩვეულებრივ, ეკლესიის კედლები მოხატულია ძველი და ახალი აღთქმის სცენებით გარკვეული წესის მიხედვით: გუმბათზე გამოსახავენ ქრისტე პანტოკრატორს (ყოვლისმპყრობელს) გადაშლილი წიგნით ხელში განკითხვის დღეს, საკურთხევლის აფსიდზე – ღვთისმშობელს ყრმით ხელში, როგორც ხიდს მიწასა და ცას შორის, საკურთხევლის კედლების ზემო რეგისტრზე ანგელოზებს, ქვემოთ – მოციქულებს, ეკლესიის მამებს – გრიგოლ ღვთისმეტყველს, ბასილი დიდს, იოანე ოქროპირს; კანკელზე ღვთისმშობლის, ქრისტეს და მთავარანგელოზთა ხატებია განლაგებული. დასავლეთის კედელზე გამოსახულია ღვთისმშობლის მიძინების სცენა.

ფრესკებს არა აქვთ იგივე დანიშნულება, იგივე ღირსება, სიწმიდე და ძალა, რაც ხატებს. ისინი დამხმარე საშუალებებია წმიდა წერილის გასაგებად და გასახსენებლად. ამბობენ, ფრესკები წერაკითხვის უცოდინართა ბიბლია არისო. მართლაც, უბირი ადამიანები წარმართობის წრიდან ხატების მეშვეობით უკეთ ხვდებოდნენ განკაცების საიდუმლოებას, ვიდრე წიგნიდან. ამიტომაა, რომ ხატები და, საზოგადოდ, საეკლესიო ხელოვნება ასრულებდა მორწმუნეთა რწმენაში განმტკიცების ფუნქციას.

ხატების გარდა, ყოველ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას საერთო და თავისი სიწმიდეები (მაგ., ღვთისმშობლის ხალენი, იოანე ნათლისმცემლის მუხლისთავი), ასევე სათაყვანო წმიდა ადგილები აქვს (იერუსალიმი, სინას მთა, ათონის მთა, მცხეთა).

საღმრთო ლიტურგია

ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში გავრცელებული უამრავი სხვადასხვა ტიპის ლიტურგიებს შორის მართლმადიდებელ ეკლესიაში დღეს სამი სახის ლიტურგია სრულდება: იოანე ოქროპირის (მთელი წლის განმავლობაში), ბასილი დიდის (მხოლოდ დიდმარხვის კვირადღეებში) და გრიგორი რომის პაპისა პირველშეწირულის წირვის სახელწოდებით (დიდმარხვის ოთხშაბათ-პარასკევს). ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიები ერთმანეთისგან არსებითად არ განსხვავდება, მათ შორის სხვაობა მხოლოდ ზოგიერთ ლოცვაშია. პირველშეწირული ლიტურგია თავისებურია: ამ დროს არ ხდება ხორცისა და ღვინის გარდაარსება, მორწმუნენი წინა კვირას შეწირულს ეზიარებიან, რადგან დიდმარხვის ოთხშაბათ-პარასკევს ძღვენი არ შეიწირება.

უძველესი ლიტურგიებიდან იაკობის ლიტურგია აღსრულდება იერუსალიმის ეკლესიაში წელიწადში ერთხელ.

ლიტურგიის, ანუ სხვანაირად, ჟამისწირვის საბოლოო მიზანია ქრისტეს ხორცისა და სისხლის ზიარება, ანუ ევქარისტია, და იგი სამ ნაწილად განიყოფება. პირველ ნაწილში, რომელსაც პროსკომიდია (ბერძნ. „მომზადება“) ეწოდება, ხდება შემოწირული პროსფორების (საფუვრიანი პურის კვერების) კვეთა. ამ დროს იკითხება დასაწყისის და მოსამზადებელი ლოცვები. მეორე ნაწილს ეწოდება კათაკმეველთა ლიტურგია, იგი მთავრდება სამოციქულოსა და სახარების კითხვით, რასაც კათაკმეველნიც ისმენენ (ძველად უშუალოდ სახარების წაკითხვის შემდეგ მღვდელი წარმოთქვამდა ქადაგებას წაკითხულის თემაზე. ახლა ეს ნაწილი გადატანილია ლიტურგიის ბოლოს). მღვდლის ძახილზე „კათაკმეველნო, განვედით!“, კათაკმეველნი გადიან ეკლესიიდან, რადგან მათ არა აქვთ უფლება დაესწრონ მართალთა ლიტურგიას, როცა სრულდება ჟამისწირვის გადამწყვეტი საიდუმლო – კვეთილი პროსფორებისა და შემოწირული ღვინის გარდაქმნა ქრისტეს ხორცად და სისხლად. საკუთრივ ევქარისტიის საიდუმლო ქმედება (რიტუალი) იწყება „რომელნი ქერუბიმთას“ საგალობელით, რომელიც მოუწოდებს მღვდელმსახურთ აღივსონ ღვთის შიშით და დაუტეონ ყველა ამქვეყნიური ზრახვა და საზრუნავი და ქერუბიმებს (ანგელოზთა უმაღლესი დასი) მიმსგავსებულნი შეუდგნენ მსახურებას. პურისა და ღვინის საიდუმლო (უხილავი) გარდაქმნა ქრისტეს ხორცად და სისხლად ხდება საკურთხეველში სულიწმიდის მოხმობით (ეპიკლესისი).

წმიდა ნაწილს ჯერ სამღვდელონი ეზიარებიან დახურულ საკურთხეველში. შემდეგ მღვდელს წმიდა ნაწილი ბარძიმ-ფეშხუმით გამოაქვს აღსავლის კარიდან ტაძარში და აზიარებს მრევლს. ბარძიმ-ფეშხუმის წმ. ტრაპეზზე გადაბრძანების შემდეგ მღვდელი წარმოთქვამს ქადაგებას, განმარტავს რა სახარების საკითხავს და ილაპარაკებს წმიდანის ღვაწლზე, რომელსაც ახსენებს იმ დღეს ეკლესია, დამოძღვრავს მრევლს, ამთხვევინებს ჯვარზე და დაითხოვს.

მართლმადიდებლური ღვთისმსახურება ქმედებაში წარმოგვიდგენს ქრისტეს გზას შობიდან აღდგომამდე და მის მოძღვრებას. მისი არსის გამოსახატავად შეგვიძლია გავიმეოროთ II-III საუკუნეების ღვთისმეტყველ ირინეოს ლიონელის სიტყვები, რომ „ჩვენი მოძღვრება თანხმობაშია ევქარისტიასთან, ევქარისტია კი თავის მხრივ ადასტურებს მოძღვრებას“.

დღესასწაულები (წლიური ციკლი)

ამ ეტაპზე მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა (იერუსალიმის, რუსეთის, სერბეთისა და საქართველოს ეკლესიების გამოკლებით) საღვთისმსახურო პრაქტიკაში ახალ სტილს იყენებს, მაგრამ აღდგომის თარიღს ძველი, იულიანური კალენდრით ადგენს.

საკუთრივ საეკლესიო წელიწადი იწყება 1 სექტემბერს (ახალი სტილით 14 სექტემბერს). საეკლესიო წელიწადი შედგება ყოველდღიური ღვთისმსახურებისგან და დღესასწაულებისგან. მთელი წლის განმავლობაში ეკლესია იხსენებს წმიდანებს, თითოეულ მათგანს თავისი დღე აქვს განკუთვნილი. დღესასწაულები დაწესებულია: 1) ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ხდომილებების (შობა, ნათლისღება, მირქმა, აღდგომა, ამაღლება, ფერისცვალება) აღსანიშნავად, 2) ღვთისმშობლის თაყვანსაცემად (შობა, ტაძრად მიყვანება,ხარება, მიძინება…), 3) უსხეულო ძალთა (ანგელოზთა და მთავარანგელოზთა) და 4) წმიდანთა თაყვანსაცემად, 5) ეკლესიის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტების სამახსოვროდ (სულთმოფენობა, ჯვართამაღლება, მსოფლიო კრებები და სხვა მოვლენები).

 

ლოცვა

ლოცვას წმიდა მამები „ჭეშმარიტ ღვთისმეტყველებას“ უწოდებენ, ანუ ლოცვა ქრისტიანული მოძღვრების ერთგვარი გამოხატულებაა. ლოცვა არ არის მხოლოდ მონოლოგი მლოცველისა, ლოცვაში უფლის პასუხიც მონაწილეობს. მართლმადიდებლისთვის ლოცვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იგი დღეში ორჯერ მაინც (დილით ადგომისას და საღამოთი, ძილის წინ) ლოცულობს ხატებისა და ანთებული სანთლის წინ. დაწესებულია ლოცვები ასევე ყოველი საქმის დაწყების წინ და დასრულების შემდეგ, საზრდელის მიღების წინ და საზრდელის მიღების შემდეგ, ტაძარში შესვლისას, ლოცვა ეფრემ ასურისა სინანულისთვის და სხვა შემთხვევებისთვის. დილის ლოცვებში მლოცველი ავედრებს იესო ქრისტეს სამოციქული ეკლესიას, ღვთივ დაცულ ერს, საეკლესიო იერარქიას, თავის მოძღვარს, თავის მშობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს, მოხუცებულთ და ყრმათ, დავრდომილებს, ტყვეობასა და საპყრობილეში მყოფთ, ქრისტიანობის გამო დევნილთ; მლოცველი წყალობას გამოითხოვს უფლისგან თავისი მაჭირვებლებისთვის, რომლებიც უსჯულოებას სჩადიან მის მიმართ, ევედრება მას არ დასაჯოს ისინი, არამედ მოაქციოს სიკეთისკენ. მლოცველი არ ივიწყებს მართლმადიდებლობის უარმყოფელთ და შესთხოვს უფალს, მოაქციოს ისინი. მლოცველი ლოცულობს გარდაცვლილთა სულებისთვის – მშობლები და ღვიძლი ნათესავები იქნებიან თუ ახლობელ-მეგობრები. ყოველ მლოცველს, ჩვეულებრივ, თავის შესავედრებელთა სია აქვს და მათ ჯანმრთელობას თუ სულის განათლებას შეავედრებს უფალს.

 

მონასტრები და ბერმონაზვნობა

ბერმონაზვნური და სამონასტრო ცხოვრება მართლმადიდებლობის მუდმივი თანამდევია. მისი ტრადიციულობა და ერთგულება ადრექრისტიანული ხანისადმი ამაშიც გამოიხატება.

ბერმონაზვნობის განსაკუთრებით განდეგილური სახე გამოწვეული იყო მრავალწილად იმ გარემოებით, რომელიც შეიქნა ეკლესიაში ქრისტიანობის ლეგალიზაციისა და მისთვის პრივილეგიების მინიჭების შემდეგ და, საზოგადოდ, მისი ტრიუმფის პირობებში. ჭეშმარიტ რწმენასთან ნაკლებად დაკავშირებული მოტივებით ერობა მოაწყდა ეკლესიას და სეკულარიზაციის საფრთხე შეუქმნა მას. აზრიც გავრცელდა, რომ წუთისოფელში ხსნა შეუძლებელი იყო და მორწმუნე უნდა გასცლოდა ამ სოფელს. გაჩნდა ამ წუთისოფლის ცოდვილობის გამძაფრებული განცდა.

ადამიანს, ადამიანთა ჯგუფს, გაუჩნდა მოთხოვნილება, მიეძღვნა მთელი თავისი ცხოვრება ასკეტური და მჭვრეტელობითი მოღვაწეობისთვის განდგომილებასა და მარტომყოფობაში. ისინი ტოვებენ მშობლიურ სახლს, ქალაქს, მშობლებს, ნათესავ–მეგობრებს და უკაცრიელ ადგილებში, უდაბნოებში, გადახვეწილნი მთელ ცხოვრებას თავიანთი სულისა და ყველა ადამიანის სახსნელად ლოცვა-ვედრებაში ატარებენ. ბერმონაზვნობა რამდენიმე ტიპისაა. არიან განდეგილნი და მარტომყოფნი, დაყუდებულნი; არიან საზოგადოებებად გაერთიანებულნი, რომლებიც ემორჩილებიან სამონასტრო ცხოვრების კანონს. ასკეტიზმი აქ ნაკლებია, სამაგიეროდ, ისინი ეწევიან როგორც ფიზიკურ, ისე ინტელექტუალურ-შემოქმედებით შრომას (ხელნაწერთა გადაწერა, ხატწერა და სხვ.), ასევე ქველმოქმედებას. დროთა ვითარებაში მონასტრები კულტურულ ცენტრებად გადაიქცა.

ადრეულ ხანაში განდეგილობა და მონასტრები ეკლესიისგან დამოუკიდებლად არსებობდა, მაგრამ თანდათან ეკლესიამ კონტროლი დაამყარა მონასტრებზე, შეუქმნა რა მათ წესდება, რომლის მიხედვითაც უნდა ეცხოვრათ და ემოღვაწათ. წუთისოფლისგან განდგომილ ბერებს უშუალო კავშირი არა აქვთ საეკლესიო იერარქიასთან, ისინი არ ეკუთვნიან სამღვდელოებას, თუ, რა თქმა უნდა, არ იქნებიან ნაკურთხნი მღვდლებად, რათა შეძლონ ღვთისმსახურების აღსრულება. მაგრამ მათი სტატუსი არ იცვლება: ისინი რჩებიან ე. წ. შავ სამღვდელოებად, განსხვავებით თეთრი სამღვდელოებისა, რომელიც ერში (სოფელში) მოღვაწეობს და საეროებს ემსახურება.

ორგანიზაცია

მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზაცია ეფუძნებოდა პენტარქიის (ხუთმმართველობის) პრინციპს. მსოფლიო კრებებმა, რომლებიც პერიოდულად იმართებოდა სხვადასხვა დოგმატური და ორგანიზაციული საკითხების გადასაწყვეტად, გამოავლინა ხუთი ავტორიტეტული ქალაქი, რომლებიც რომის იმპერიის მთელ ტერიტორიას მოიცავდნენ: რომი, კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი თავიანთი დიოცეზებით აერთიან

 

წყარო : http://ka.wikipedia.org

gochaa

i am the best

მსგავსი ამბები

Back to top button