გასართობისაკითხავისაქართველო

ცოტა რამ კომპანია Starbucks-ის შესახებ

1983 წელს ჰოვარდ შულცმა ამერიკაში ევროპული სტილის ყავახანის პრაქტიკა დანერგა. მისი აზრით ხალხს შედარებით უფრო წყნარი ცხოვრებისეული რიტმი სჭირდებოდა – “შეიგრძნონ ყავის სურნელი და ცხოვრებით ოდნავ უფრო მეტად დატკბნენ”.

ამას, შედეგად მოჰყვა Starbucks-ის ყავახანების მთელი ქსელის განვითარება, რამაც დასაბამი მისცა ყავახანების მოდას ამერიკაში. Starbucks-ი მხოლოდ ყავას კი არა, სტარბაქსის შთაბეჭდილებებსაც ყიდის, მისი ერთ-ერთი აღმასრულებლის თქმით – “ჩვენი ბიზნესი – ეს სულის ავსების და არა კუჭის ავსების ბიზნესია”. მეორე კი ამბობს: “ჩვენ შევცვალეთ ხალხის ცხოვრების სტილი”.

დღესდღეისობით Starbucks-ი ძლიერი და პრესტიჟული ბრენდია იმ პროდუქტის კატეგორიაში, რომელიც ერთ დროს იაფფასიან, ფართო მოხმარების საქონლად ითვლებოდა. ბრენდის გამოცოცხლებასთან ერთად, სტარბაქსის ვაჭრობისა და შემოსავლის დონეც ორთქლისებურად ავარდა. მთელს მსოფლიოში ყოველ კვირას კომპანიის 10 000-ზე მეტ სავაჭრო ადგილს 20 მილიონზე მეტი მომხარებელი სტუმრობს. კომპანიის შემოსავლის 85% მისი ყავის სახლებიდან შემოდის აქედან გამომდინარე არც არის გასაკვირი, რომ ახალი წერტილები ასეთი სისწრაფით იხსნება.

ახალი მაღაზიების გახსნასთან ერთად Starbucks-ი ახალ პროდუქტებსაც ამატებს, რის გამოც მომხმარებელი უფრო ხშირად შედის მის მაღაზიებში, უფრო დიდი ხნით ჩერდება და უფრო მეტ შენაძენსაც აკეთებს. სავსე მენიუ დღეს უკვე ცხელი საუზმისა და სადილის სენდვიჩებს მოიცავს. კომპანიამ ყველაფერი სცადა დაწყებული Kripsy Kreme-ის ფუნთუშებით და Fresh Fields-ის უმაღლესი ხარისხის სენდვიჩებით, ბერძნული პასტის სალათითა და ჩიფსებით დამთავრებული.

Starbucks-ი გარდა იმისა, რომ ცივი და ცხელი ყავის მრავალსახეობას ყიდის, ასევე მაგალითად: 1999 წლს შეისყიდა კომპანია Hear Music-ი და საკუთარ მაღაზიებში მუსიკალური კომპაქტ-დისკების გაყიდვა დაიწყო. მან აგრეთვე ბედი სცადა რესტორნების ბიზნესში (Circadia სან-ფრანცისკოში), Starbucks-ი ბრენდის სახელის სიმტკიცის შენარჩუნებისთვის აწარმოებს და ყიდის ტანსაცმელს წარწერით “Starbucks-ის გამოცდილება”. ვიმედოვნებ Starbucksის მარკეტინგული პოლიტიკა ოდესმე საქართველოს ბაზარზეც გაივლის და როგორც Mcdonaldsი დაიმკვიდრებს ქართული საზოგადოების ყოველდღიურობაში თავის ადგილს.

თეგები

melotiku

hmm . . . : )

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close