გართობაკულტურაუცნაური

50 წლის მერე იწყება ცხოვრება

e84a60dfe12c
კარმენ დელ ‘ორეფისი (Dell’Orefis Carmen), 81 წლის
7991e7c3a8d2
50 წლის მერე იწყება ჩემთვის ცხოვრება… ეს მოდელი მოხვდა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის ჩანაწერებში ყველაზე გრძელვადიანი კარიერის, როგორც მოდელის გამო; მან კარიერა დაიწყო 15 წლის ასაკში, იყო პრობლემებიც, მარა კარმენი თავს არ ზოგავდა და აგვარებდა ყველანაირ პრობლემას ზედმიწევნით. „ უნდა ითქვას, რომ ცხოვრებაში ყველაზე მოულოდნელი და შესანიშნავი მოვლენები ხდებოდა, როდესაც მე ვიყავი მთლიანად გახსნილი ჩემს თავთან; არასოდეს დამიკარგავს იმედი, რომ აღმოვაჩინო და ვიპოვო ჩემში ახალი შესაძლებლობები.
424484784aa8
მიუხედავად ამისა, მე პრეტენზიას არ გამოვთქვამ „საუკუნო“ სიცოცხლეზე, მაგრამ მინდა დარჩენილი დრო გავატარო ბედნიერად, მაგრამ ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ დედამიწა არის არა ნეტარების, არამედ სამოთხიდან განდევნილ დამნაშავეთა ადგილი, ზეციური სამშობლოსაკენ მოგზაურობის არე და არა მშვიდობიანი ნავსაყუდელი; შრომის, ღვაწლის, გარე და შინაგანი ბრძოლების ასპარეზი და არა საამო განსასვენებელი.
487ba7063be5
და მინდა, რომ (რაგინდ სასაცილოდაც არ მოგეჩვენოთ) სიკვდილს შევხვდე „მაღალქუსლიანი“ ფეხსაცმელებით. ესააა ჩემი ნატვრა!!!“
b2fa9dcecada
ჯილი ჯონსონი (Jilly Johnson), 58 წლის
998c87f79489
ჯილი ჯონსონს საინტერესო ისტორია აქვს: მას იღებდნენ Janet Rege -ის ქვედა საცვლების რეკლამაში 28 წლის ასაკში და ეხლაც 58 წლის ასაკშიც;. ჯილი იყო პირველი მოდელი, რომელიც რეკლამირებას უკეთებდა ამ ბრენდს და როგორც ვხედავთ, მშვენივრად გამოიყურება არა მარტო 20 წლის ასაკშიც;
c23ebe08e10e
სინდი ჯოზეფი (Cindy Joseph)
cfb58ea8f939\
კარიერა სინდი ჯოზეფმა დაიწყო 49 წლის ასაკში. მას შემდეგ, მან გადაწყვიტა ჭაღარის შეღებვაზე უარი ეთქვა და აღარასოდეს შეეღება თმები… იგი შენიშნეს და ახლა სინდი ჩართულია გადაღებებზე ისეთი ცნობილი ბრენდების, როგორიცაა Olay, D & G, Bloomingdale, DKNY, Nordstrom და Bobbi Brown.
59b06940e590
სინდი არ ელოდებოდა ასეთ შემოთავაზებას!
a8ad326b9c1d
ჟაკლინ მერდოკი (Jacqueline Murdock), 82 წლის
2acf4b3cfcba
ცოტა ხნის წინ , ამერიკელი მოცეკვავე ჯაკლინ მერდოკი გადაიღეს Lanvin-ის რეკლამაში. როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა ეს Lanvin-ს? მე მგონი, ან ეს არის სურვილი, რომ მოეზიდა ასაკოვანი აუდიტორია, რომელიც, როგორც ჩვენ ვხედავთ, მზად არის მიმართოს მოდის სამყაროს; ან უბრალოდ სურვილი, რომ გაეკეთებინა არაჩვეულებრივი და უცნაური სარეკლამო კამპანია?
თვითონ ჯაკლინი კმაყოფილია , რომ გამოჩნდა Lanvin-ის სარეკლამო რგოლში.

f785896c4ff4
ჯეკი ო’შონესი (Jackie O’Shaughnessy) , 60 წლის
a33fc88f923d
თუ Lanvin -ის სარეკლამო რგოლი 82 წლის მოდელტან გამოიყურება საკმაოდ ტრადიციულად, სკანდალურმა კონტროვერსიალისტმა American Apparel-მა მიიპყრო 60 წლის ჯეკი ო’შეონესის ყურადღება. მანამდე ჯეკი არ მუშაობდა მოდელად და არც იზიდავდა მოდელობა ცხოვრებაში. აი ,რას ამბობენ ბრენდის წარმომადგენლები თავის facebook-ის გვერდზე: „ როდესაც ჩვენ პირველად ვნახეთ ჯეკი ამ ზამთარს ნიუ-იორკის რესტორანში, მის ენერგიასა და გარეგნობაში იყო იმდენი მომხიბვლელობა, რომ ჩვენ გავაცანით ჩვენი თავი და გადავწიეთ ჩვენი სკამები და გადავედით მის მაგიდასთან ;
ცხოვრებაზე , აგრეთვე კარიერის, საკვების , ასაკის და სილამაზეზე ხანგრძლივი დისკუსიის მერე , ჩვენ ვკითხეთ, თანახმა იყო თუ არა, რომ გამხდარიყო ჩვენი ფოტოსესიის „გმირი“, რაზეც მისგან თანხმობა მივიღეთ …“

2cf84c7833ed
დაფნა სელფი (Daphne Selfe), 83 წლის
58d77a3e9b6e
დაფნა პირველად გამოვიდა პოდიუმზე, ასე დაახლოებით 60 წლის წინ. ახლა მას რეგულარულად იღებენ მოდის ჟურნალებისათვის და ჩანს აგრთევე კოსმეტიკური კომპანიების სარეკლამო რგოლებშიც;
b4a8fe672cc0
თუმცა დაფნას არასოდეს გაუკეთებია პლასტიკური ოპერაციები, მხოლოდ 28 წლის ასაკში აწუხებდა ტონზოლიტი ანუ ხახის ტონზოლიტების (გლანდების) ანტება; მას ხშირად აწუხებდა სახსრების ტკივილი, ხშირად ოფლიანდებოდა, ადვილად იღლებოდა და ქონდა დაბალი სიცხე ანუ სუბფერბრილიტეტი. როგორც ექიმებმა ურჩიეს –უნდა გაეკეთებინა „გლანდების“ ოპერაცია, რაზეც სასტიკ უარზე იყო დაფნა… დეიდებისგან ქონდა გაგონილი, რომ გლანდები საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ ადამიანის ორგანიზმში, რომ მათ მნიშვნელოვანი ბარიერული ფუნქცია აქვთ. მაგრამ 1 წლის მერე აღმოჩნდა, რომ ქონდა ტონზილექტომია ანუ ინფექციის წყარო და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების მხრივ გართულებები… ბოლოს მაინც გადაწყვიტა მოეცილებინა „გლანდები“
დაფნას ყავს 3 შვილი და რამდენიმე შვილიშვილი.

4dd6663c0adb
მარი ჰელვინი (Marie Helvin), 60 წლის
73a979781998
57 წლის ასაკში მარი ჰელვინი გამოჩნდა ქვედა საცვლების Agent Provocateur სარეკლამო რგოლში. აი რას ამბობს თავის გარეგნობაზე და საერთოდ ცხოვრებაზე: „ მე არ მყავს შვილები; მაქვს ბევრი დრო, რომ ვიზრუნო კანზე, სხეულზე, კბილებზე და საერთოდ ჯანმრთელობაზე… მე არ ვეწევი, არ ვიკეთებ ბოტოქსის, ნაოჭების საწინააღმდეგო ინექციებს.
ყოველივე ამის შემდეგ, მსოფლიოში ვინ იცის და ვის შეუძლია განაცხადოს, თუ ნამდვილად როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი 57 წლის ასაკში??? თვითონ კი დარწმუნებულია, რომ არაჩვეულებრივად და ლაღად გამოიყუება 60 წლის და 6 თვის ასაკშიც“ „
მარიმ აღიარა, რომ შეინარჩუნოს კარგი ფორმა საჭიროა მისგან დიდი ძალისხმევა და მუდმივი კონტროლი კვებაზე… მარი თავის თავს დასძახის: „ ბებერი მსუნაგი „.

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button