გართობაუცნაური

ნამდვილი სირინოზი

422e5c0d8e6c
როდესაც 9 წლის ავსტრალიელი ჰანა ფრეიზერი Hannah Fraser ნახა ფილმი “Splash”-მთავარ როლში დერილ ჰანას მონაწილეობით, მას გაუჩნდა სურვილი გამხდარიყო ქალთევზა. ნამდვილი, რეალური ქალთევზა. ჰანამ დაამზადა თავად პირველი სირინოზის კუდი და ოცნებობდა მხოლოდ იმაზე, რომ ბევრი ემოგზაურა მთელ მსოფლიოში .
a34aa28d0cf3
„ჩემი ბავშობის ოცნება ასრულდა და გახდა რეალური ! ჩემი პირველი სირინოზები დავხატე მაშინ, როცა ჯერ არც კი ვიყავი 3 წლის; ხოლო 9 წლის ასაკში დავამზადე კუდის ფორმა . მძიმე პლასტიკურმა კუდმა საშუალება მომცა, მესწავლა ცურვა როგორც დელფინი დაცურავს“- იხსენებს ჰანა. მისი მეუღლე სერფინგისტი – Dave Rastovich -ი მონდომებით და დიდი სურვილით მხარს უჭერს ჰანას.
ისინი ერთად წყალქვეშა ფოტოგრაფებს აკეთებენ, რათა ხალხის ყურადღება მიიპყრონ ბუნების დაბინძურების პრობლემებზე, ოკენეების და დელფინების, ვეშაპების განადგურებაზე, ასევე სხვა ზღვის ბინადართა ცხოვრების პრობლემზე.

f1e3bc9516fc
ქალთევზა, სირინოზი – ადამიანის მაგვარი, ნახევრად ცხოველური არსებებაა, რომლებიც ძირითადად წყალში ცხოვრობენ; სიტყვა ქალთევზა შედგება ორი სიტყვისგან: ქალი და თევზი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს არსება ქალისა და თევზის მსგავია. ქალთევზები შესაძლებელია ადამიანისგან გარეგნულად არც კი განსხვავდებოდნენ, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ წელსქვემოთ თევზის სხეული, ანუ ფეხების მაგივრად, თევზის კუდი.

საბერძნეთში ქალთევზებს სირინოზებთან აიგივებდნენ
ძველ საბერძნეთში განარჩევდნენ კაცთევზებსაც, რომელთაც ტრიტონს უხმობდნენ. ტრიტონი ანუ კაცთევზა იგივე არსებაა, რაც სირინოზი, ოღონდ მამრობითი სქესის . დასავლეთევროპულ ფოლკლორში ქალთევზას მოიხსენიებენ სიტყვით mermaid, კაცთევზას კი merman, ხოლო აღმოსავლეთ ევროპულ ქალთევზებს, ძირითადად, სლავური წარმოშობის ფოლკლორში rusalka ჰქვიათ.

6f42f2cfb8ae
გავრცელებული მოსაზრებით, ქალთევზები უსულო არსებანი არიან, რომელთაც სულის მოპოვება სურთ, თუმცა, ზღვის დატოვება არ ძალუძთ. არსებობს 5-ე საუკუნის ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, შოტლანდიასთან ახლოს, პატარა კუნძულზე სულის მოპოვების სურვილით შეპყრობილი ქალთევზა ყოველ დილა ერთ ბერს ნახულობდა. ისინი ერთად ლოცულობდნენ. ქალთევზამ ზღვის დატოვება მაინც ვერ შესძლო და თვალცრემლიანმა ისევ ზღვას მიაშურა.
ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარმაც “პატარა ქალთევზა” ასეთი ისტორიულად ქცეული კანონი უფრო პოპულარული გახადა: “ქალთევზა სულსა და სიყვარულს მოკვდავთან ეძებს”.

d0bb4589e15e
ამ პოსტში მინდა მოვიყვანო ფაქტები : ქალთევზების დედამიწაზე გამოჩენის 2 ვარიანტზე
Iვარიანტი:
ქალთევზების დედამიწაზე გამოჩენის 2 ვარიანტია, რომლებიც უმეტესობისთვის უფრო დამაჯერებელი და რეალურია. ერთ-ერთი ფაქტი ასეთია: ქალთევზები ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში და ისინი ჩვენს პლანეტაზე გამოდიან მხოლოდ სავსე მთვარის პერიოდში, მხოლოდ ოკეანეში. იცით რატომ გადმოდიან ქალთევზები სავსე მთვარეს ჩვენს პლანეტაზე? სავსე მთვარის პერიოდში იხსნება, ჩვენი სამყაროსა და პარალელური სამყაროს კარი, რის შედეგადაც ქალთევზებს შეუძლიათ გადმოვიდნენ ჩვენს სამყაროში. მოგეხსენებათ, რომ სავსე მთვარის პერიოდი ყველაზე მაგიური პერიოდია, ამ პერიოდში ტარდება უამრავი მაგიური რიტუალი. ისინი ჩვენს პლანეტაზე 28 დღე ცხოვრობენ დაშემდეგ გვტოვებენ. ისინი, რომ ვერ შეამჩნიონ ცხოვრობენ წყალქვეშ, ამბობენ, რომ ზოგჯერ ადამიანის ფორმასაც იღებენ.
II ვარიანტი:

c14efdcb7f6f
ქალთევზები დედამიწაზე ცხოვრობენ, მაგრამ ისე, რომ მათ ვერავინ ვერ ამჩნევთ. ხშირად ისეც ხდება, რომ მათ ამჩნევენ მაგრამ ბოლომდე ვერ ხსნიან მათ არსებობას. მათ არ შეუძლიათ წყლის ზემოთ სუნთქვა, ამიტომაც მთელ დროს წყალში ატარებენ. ისინი საშუალოდ 100 წელს ცოცხლობენ. მათ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს, ოკეანის ფსკერი.
ამბობენ, რომ ისინი მაშინ ხდებიან აგრესიულები, როცა სავსე მთვარის ფაზაში შედის დედამიწა. სწორედ ამ პერიოდში ამოდიან წყლის ზედაპრზე.
რამოდენიმე ფაქტმა კაცობრიობის ისტორია შეარყია: 1897 წელს ავსტრალიაში ერთ-ერთმა მეთევზემ, განაცხადა, რომ მან დაინახა ქალთევზა როცა ის იყო სათევზაოდ გასული. ის ამტკიცებდა, რომ როდესაც ანკესი ჩააგდო წყალში, რაღაც მძიმე არსება ჩამოეკიდა მას, მან ამოქაჩა ანკესი და თევზის ნაცვლად რღაც უცნაური არსება დახვდა, რომელიც ქალთევზას შეადარა. “მას ჰქონდა თმები, ყურები და ფარფლები როგორც თევზს მაგრამ ის არ იყო თევზი” – აცხადებს ავსტრალიელი მეთევზე, ბილი.

4fcb7b9560a2
გერმანული ფოლკლორისა და ლიტერატურის პერსონაჟი ლორელეი — ლამაზი გოგონაა, რომელიც თავისივე სახელის მქონე გორაკზე ზის რაინის ნაპირას და თმას ივარცხნის, მისი ხმატკბილი გალობა კი მეთევზეებს ატყვევებს.
ქალთევზა ანუ სირენკა (syrenka) ვარშავის სიმბოლოა. ქალთევზას, როგორც ქალაქის სიმბოლო, 14-ე საუკუნიდან ვარშავის გერბზეა გამოსახული.

9c5cc10592fb
ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ზღვის არსებებს მობეზრებული ჰქონდათ უკვდავება, ამიტომაც, მათ ადამიანებისგან სულის ამორთმევა სურდათ, რათა თითონაც მოკვდავნი შექმნილიყვნენ. სხვა გადმოცემები კი მოგვითხრობენ, რომ ქალთევზებს ადამიანებთან ურთიერთობა ისე ენატრებოდათ, რომ ავიწყდებოდათ, ადამიანს წყალში სუნთქვა რომ არ შეუძლიათ და სიღრმეებში ჩაჰყავდათ თავიანთი სამეფოების დასათვალიერებლად. ჰანს კრისტიან ანდერსენის პატარა ქალთევზაშიც ხომ სწორედ მსგავსი ისტორიაა მოთხრობილი. ფოლკლორში ქალთევზების განსხვავებული წარმომადგენლებიც არის აღწერილი ე. წ. ქალწული ქალთევზები ანუ ნიმფები. ნიმფა ძველბერძნულად ქალწულს ნიშნავს.
0ea6653a97b2
ნახეთ ვიდეო….ქალთევზები რომ მართლაც არსებობდნენ
ახლა კი რაც შეეხება რეალურ ფაქტებს..თუ დავეყრდნობით იმ ვიდეოს , შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქალთევზები მართლაც არსებობდნენ. ადამინების ნაწილი ფიქრობს, რომ ისინი მართლაც არსებობენ, თუმცა სულაც არ არიან საშიში არსებები. ისინი უბრალოდ თევზის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენენ და ამაში უცნაურიც არაფერია. არსებობს რამდენიმე ვიდეო მასალა, სადაც ძალიან კარგად ჩანს ქალთევზის მაგვარი არსებები, რომლებიც საზარლად გამოიყურებიან. ვნახოთ ვიდეო: სუსტი გულის ადამიანებმა არ ნახოთ!
გირჩევთ თავი შეკავოთ…

0c4944426b77
გავაგრძელოთ ჰანა ფრეიზერის ფოტოების ნახვა:
46ddc0cd227b
15d865681094
962bbb4ab63a
19295e15a237
465026b71aae
სირინოზი-ლორელეი
3d0f4afdd0f4
ქალთევზა ანუ სირენკა (syrenka) ვარშავის სიმბოლოა. ქალთევზას, როგორც ქალაქის სიმბოლო, 14-ე საუკუნიდან ვარშავის გერბზეა გამოსახული.
dfe2c19f84f0
Varsava -ვარშავა-პოლონეთის დედაქალქია და მდებარეობს ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე, ვისლას ნაპირებზე;
ხალხური ლეგენდა დედაქალაქის სახელის წარმოშობას მეთევზე ვარსსა და მის ცოლს, სავას, უკავშირებს. სავა იყო ქალთევზა, რომელიც თავდაპირველად ბალტიის ზღვაში ცხოვრობდა, შემდეგ ქალაქ გდანსკიდან მდინარე ვისლას დინებას აღმა აჰყვა და დღევანდელი ვარშავის ნაპირებზე გაჩერდა, სადაც მას მეთევზე ვარსი შეუყვარდა. სინამდვილეში ვარსი იყო XII-XIII საუკუნეებში მცხოვრები აზნაური, რომელიც ფლობდა სოფელს დღევანდელი ვარშავის ერთ-ერთი უბნის, მარიენშტატის მიდამოებში. ქალთევზა სავა კი დღეს ვარშავის სიმბოლოა და მის გერბზეა გამოსახული.

0916bfd39dc8

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button