არქივი

Mtv

9870da235c5e

ცოტა რამ არხის ისტორიიდან:

არხის კონცეფცია ჯერ კიდევ 1977 წელს, ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსის ტელევიზიაში დაიბადა. სამი წლის შემდეგ, 1981 წლის 1 აგვისტოს კი ოფიციალურად დაიწყო ტრანსლირება. არხის ყურების საშუალება თავიდან მხოლოდ ნიუ ჯერსის მაცხოვრებლებს ჰქონდათ. საინტერესო იყო არხის ერთერში გაშვებული პირველი კლიპის კონცეპტუალური არჩევანიც – ეს იყო ჯგუფ The Buggles-ის Video Killed the Radio Star, რომელმაც მსოფლიოს პრაქტიკულად პირდაპირ უთხრა, რომ მუსიკალურ სამყაროში ერთი ერა დასრულდა და ახალი დაიწყო. სულ მალე არხმა მაუწყებლობის არეალი გააფართოვა, თაყვანისმცემელთა არმიაც გაიმრავლა და პირველი კრიტიკაც დაიმსახურა – მას რასიზმში დასდეს ბრალი, რადგან არხის ეთერში მხოლოდ თეთრკანიან შემსრულებელთა ვიდეოები ტრიალებდა. არხის ხელმძღვანელობა კი ამ ტენდენციას იმით ხსნიდა, რომ შავკანიანთა კლიპები უხარისხო და უინტერესო იყო. სიტუაცია 1983 წელს შეიცვალა, როდესაც “ემტივის” ეთერში მაიკლ ჯეკოსონის Billie Jean გაუშვეს, რამაც არა მხოლოდ შავკანიან მომღერლებს გაუხსნა გზა, არამედ არხის ეთერში მაიკლ ჯეკსონის ერთპიროვნულ ლიდერობასაც დაუდო დასაბამი. 1984 წელს არხზე პირვლად შეადგინეს ჰიტ აღლუმი Top 20 Video Countdown და იმავე წელს გაიმართა MTV Video Music Awards-ის დაჯილდოვების ცერემონიალიც.

MTV Europe

MTV ევროპა გაშვებულ იქნა 1987 წლის 1 აგვისტოს. 24 საათიანი ინგლისურ ენოვანი არხის სამიზნო მაყურებლები 16-დან—24 წლამდე მერყეობს და 100 მილიონს აღწევს 43 ქვეყანაში. MTV ევროპა გადაიცემა სატელიტის, კაბელური ტელევიზიის და სხვა სახმელეთო გადაცემის გზით. MTV პიონერი მაუწყებელი გახდა ევროპაში, როცა თავისი მაუწყებლობა განაახლა და ციფრულად დაკომპრესირებული გადაცემა დანერგა 1995 წელს. ამჟამად, ის ევროპაში ყველა ციფრულ პლათფორმაზე მაუწყებლობს. MTV ევროპას მთლიანად ფლობს და ხელმძღვანელობს MTV Networks Europe. MTV ევროპის სათაო ოფისი მდებარეობს კამდენში, ლონდონი. 2001 წელს, მას სახელი გადაერქვა და MTV European(MTV ევროპული) დაერქვა, ეს არხი მხოლოდ რამოდენიმე ქვეყანაში მაუწყებლობს: ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, ბულგარეთი, საბერძნეთი, კვიპროსი და მალტა.

MTV Select (MTV აირჩიე) იყო ინტერაქტიული სატელევიზიო პროგრამა, რომელიც სამუშაო დღებში, საღამოობით ΜΤV-ის არხის საშუალებით მთელს ევროპაში გადაიცემოდა. თავდაპირველად არსებობდა MTV Select-ის ოთხი ვერსია: გერმანული, იტალიური, გაერთიანებული სამეფოს და პან-ევროპული. შემდეგ, არსებულ გადაცემებს დაემატა პოლონური, რუმინული და ესპანური ვარიანტები, თუმცა მოგვიანებით MTV-ის ხელმძღვანელობამ ეს გადაცემები შემცირა და საეთერო ბადეში ამერიკული TRL-ის ევროპულ ვერსიებს დაუთმო. TRL გაერთიანებული სამეფო და TRL პოლონეთი, საბოლოოდ მაინც მოიხსნა ეთერიდან, რადგან მათ ვერ მოიპოვეს ისეთი რეიტინგი, როგორიც MTV Select-ს ქონდა.

2000 წელს MTV Select-ის MTV იაპონიის არხზე გამოჩნდა, თუმცა მალევე მისი ჩანაცვლება მოხდა.

დღეს, MTV-ის ევროპული არხების უმეტესობას არ გააჩნია ცოცხალ სტუდიაზე დაფუძნებული ინტერაქტიული ”რექუესთ” შოუები. გამონაკლისია, ამ მხრივ, MTV იტალია და MTV რუმინეთი, რომელთაც TRL-ის ლოკალური ვერსიები აქვთ და ბრიტანული ვერსიისგან განსხვავებით, წარმატებითაც სარგებლობენ.

3e0b4408590f

MTV award shows in the U.S.

MTV Video Music Awards (1984-present)
MTV Movie Awards (1992-present)
TRL Awards (U.S.) (2002-2008)
mtvU Woodie Awards (2005-present)

b07fc819a2d7

MTV-ის ეკუთვნის საკმაოდ ბევრი channel-ი

ჩემი აზრით MTV ადრე უფრო მაგარი ტელევიზია იყო მუსიკაც უფრო კარგი გადიოდა და არ იყო ესეთი გადატენილი შოუებით ცხადია რომ დეს MTV-ი საკაბელო ტელევიზიას უფრო გავს ვიდრე მუსიკალურს :(

3fff7d08bca6

0a077e3efd26

სამწუხაროა მაგრამ MTV მუსიკალური აღარაა

30 წლიანი ისტორიის მქონე არხზე რებრენდინგი განხორციელდა

30 წლიანი ისტორიის მქონე არხზე რებრენდინგი განხორციელდა

თითქმის ისევე, როგორც 1981 წლის 1 აგვისტოს, მსოფლიოში ცნობილმა მუსიკალურმა ტელეარხმა MTV-მ პრაქტიკულად ახალი სიცოცხლე დაიწყო. ამიერიდან მას აღარ ჰქვია მუსიკალური ტელევიზია და მხოლოდ ცნობილი აბრევიატურა შემორჩა. როგორც არხის ხელმძღვანელობა ამბობს, რებრენდინგის საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში იდგა, თუმცა მასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, პროცესი ჭიანურდებოდა.

ცხადია, საინტერესოა მიზეზი, რის გამოც “ემტივიმ” თითქმის 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში უცვლელი განსაზღვრება დათმო, ამით სიტყვები Music Television ხომ არა მხოლოდ ლოგოტიპიდან ამოშალა, არამედ ზოგადად მუსიკისგან განცალკევებული პროფილიც აღიარა. ეს კი მართლაც ასეა – “ემტივი” დიდი ხანია გასცდა მუსიკალური ტელევიზიის ჩარჩოებს და თანამედროვე გასართობი ინდუსტრიის პრაქტიკულად ყველა სფერო მოიცვა. მუსიკალური სიახლეების ბლოკები და ვიდეოკლიპები, რომლებიც ადრე არხის ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი იყო, ნელ-ნელა მეორე პლანზე გადავიდა. მისი ადგილი კი ვარსკვლავებისადმი მიძღვნილმა გადაცემებმა, წვეულებების ამსახველმა სიუჟეტებმა, რეალურმა შოუებმა, ანიმაციურმა ფილმებმა და სერიალებმა დaიკავა.

როგორც ჟურნალი Rolling Stone იუწყება, “ემტივის” მენეჯერები და დიზაინერები რებრენდინგის შესახებ რამდენიმე წლის წინ ალაპარაკდნენ, თუმცა სხვა პრობლემების გამო მომხმარებლის უკმაყოფილო რეაქციისაც შეეშინდათ. ახლა კი არხის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ თანამედროვე მაყურებელი ნებისმიერი ნოვაციის მისაღებად მზადაა და მსგავს ცვლილებებს ნაკლებად მტკივნეულად აღიქვამს. მეტიც, შეიძლება “ემტივის” მუდმივი მაყურებლის უდიდესმა ნაწილმა ვერც კი შენიშნოს, რომ რამდენიმე დღეა ცნობილი ლოგოტიპის მთავარ ასო M-ს “ფეხები” აქვს წაკვეთილი.

არხის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ რებრენდინგი სულაც არ ნიშნავს, რომ მუსიკა არხის ეთერიდან ნელ-ნელა გაქრება, პირიქით, შენარჩუნდება პრაქტიკულად ყველა მუსიკალური გადაცემა და გაიზრდება კლიპების რაოდენობაც, თუმცა მუსიკა “ემტივისთვის” მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება. განახლებული არხი საბოლოო სახეს 2011 წელს მიიღებს.

ახლა კი რაც შეეხება ამ სიახლის მოწინააღმდეგეებს. ასეთთა რიცხვი საკმაოდ დიდია. მათ შორის ძირითადად ის თაობაა, რომლის თვალწინაც “ემტივი” დაიბადა და ვითარდებოდა. ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამენ მუსიკოსებიც, რომლებსაც მუსიკალური ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი სეგმენტი ხელიდან ეცლებათ. ამის შესახებ ხმამაღალი განცხადება ჯასტინ ტიმბერლეიკმა ჯერ კიდევ 2007 წელს, MTV Video Music Awards-ის დაჯილდოვების ცერემონიალზე გააკეთა: “ჯანდაბა, რა გჭირთ, მუსიკალური არხია თუ საკაბელო ტელევიზია?! მეტი კლიპები გვაჩვენეთ, დავიღალეთ მულტფილმებისა და რეალური შოუების ყურებით!” მაშინ მის სიტყვებს ბევრი მომღერალი გამოეხმაურა, მაგრამ ამაოდ. ახლა კი “ემტივის” მუსიკალურობა სულაც ისტორიას ჩაბარდა.

c745a9918c33

წყარო:www.miracle.ge
www.24saati.ge
www.en.wikipedia.org
და მე რადგან ამ პოსტის დადების სურვილი გამიჩნდა

მსგავსი ამბები

Back to top button