გული (ნაწილი I)
კონუსისაბრი ფორმის გული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც მთელ სხეულს აწვდის სისხლს, საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით ამარაგებს ორგანოებსა და ქსოვილებს…
ხელის თითები ისე მოკეცეთ, რომ მუშტი შეკრათ. შემდეგ თითები ნელ-ნელა გახსენით და ისევ მაგრად მოკეცეთ. ეს რამდენჯერმე გაიმეორეთ ისე რომ მუშტის გახსნა-შეკვრა წამის განმავლობაში ხდებოდეს. ეს თქვენი გულის მუშაობის “მოდელია”.
თითქმის მუჭის ოდენა გული ფილტვებს შორის წინა შუაყრის ქვემო ნაწილშია მოთავსებული. მისი ზედა ნაწილი, დაახლოებით, იღლიის დონეზე მდებარეობს, ხოლო მოცულობით ცენტრიდან მარცხნივ – დაახლოებით, ოთხ-ხუთ სანტიმეტრზე ვრცელდება.
რადგანაც გული თქვენი სისხლის მტუმბავს წარმოადგენს, იგი მუდმივად მოძრაობაშია – ხან იკუმშება, ხანაც ფართოვდება; ეს პროცესი გულის ცემის სახელითაა ცნობილი. გული სქელკედლიანი, კუნთოვანი ორგანოა. გაფართოვებისას, გული სისხლძარღვებიდან, კერძოდ ვენებიდან მოსული სისხლით ივსება, შემდეგ მოდუნდება, შეიკუმშება და სისხლი არტერიებში გადაისროლება. მტუმბავის უწყვეტი მუშაობის შედეგად სისხლი მუდმივად მოძრაობს სხეულის ირგვლივ და სასიცოცხლო პროდუქტებით ამარაგებს ყველა ორგანოს, ასევე, აგროვებს ნახშირო ჟანგს და ორგანიზმისთვის მავნე პროდუქტებს.
სისხლის უკუდინება რომ არ მოხდეს, ამისათვის გულს რამდენიმე სარქველი გააჩნია. ნამგლის ფორმის სარქველები გულის შიდა კედელზეა მიმაგრებული და კარის მსგავსი ფუნქცია აკისრია. ისინი იღებიან, იხურებიან და სისხლის მიმართულებას განსაზღვრავენ.
როდესაც სისხლი ერთი მიმართულებით მიაწყდება სარქველებს, იგი გაიღება და სისხლიც თავისუფლად გადავა, სარქველები ასევე ეწინააღმდეგებიან სისხლის გულში დაბრუნებას. სარქველები უქრუნველყოფენ სისხლის ერთი მიმართულებით, გულისაკენ მოძრაობას. გულის ცემის ხმაური სარქმელების გაღების და დაკეტვის ხმაა, რომელიც სისხლის სწორი მიმართულებით მოძრაობას უზრუნველყოფს. გულის ნერვული სისტემა, წინაგულ-სინუსის კვანძი აკონტროლებს გულის მუშაობას (კუმშვას).
გული მხოლოდ ერთ მტუმბავ ორგანოს არ წარმოადგენს. მასში განირჩევა მარჯვენა და მარცხენა ნახევრები, რომლებიც სავსებით განცალკევებულია ერთმანეთისგან სქელი, უხეში კედლით – ძგიდით. გულის თითოეული ნახევარი, თავის მხრივ, იყოფა ორ ნაწილად, რომელთაგანაც ზედა წინაგულია, ქვედა კი – პარკუჭი.
მარჯვენა წინაგულში შესული ვენური სისხლი მიედინება მარჯვენა პარკუჭში, სოლო აქედან, ფილტვის არტერიის მეშვეობით, ფილტვებში. აქ სისხლი თავისუფლდება ნახშიროჟანგისაგან და ითვისებს ჟანგბადს. ჟანგბადით მდიდარი სისხლი შემდეგ ფილტვის კაპილარული ქსელის გავლით მარცხენა წინაგულში ჩადის,შემდეგ კი – მარცხენა პარკუჭში.
P.S. გაგრძელებას მალე შემოგთავაზებთ…