გასართობისაკითხავიუცნაური

ატლანტიდა

ატლანტიდა (ბერძნ. Ἀτλαντίς νῆσος — „ატლანტის კუნძული“) — ლეგენდარული მიწა (კუნძული, არქიპელაგი ანდაც კონტინენტი), რომელიც ზღვის ფსკერზე დაეშვა მიწისძვრის ან რაღაც სხვა კატაკლიზმის შედეგად. ქვეყნის მოსახლეობას ატლანტები ეწოდებოდა. პირველად პლატონი იხსენიებს ტიმეოსთან და კრიტეოსთან დიალოგებში.
ამჟამად სამეცნიერო წრეებში ატლანტიდაზე თქმულება ან პლატონის მიერ სრულიად გამონაგონად, ანდაც ფილოსოფიურ მითად მიიჩნევა, რომელიც რაღაც ბუნდოვანი კატასტროფის გახსენებას ემყარება დაახლოებით ძველი წელთ აღრიცხვით 4-ე ათასწლეულში, როდესაც ხმელთაშუაზღვის წყლები ეგეოსის მეშვეობით შავ ზღვას დაუკავშირდა; ანდაც კუნძულ სანტორინზე ვულკანის ამოფრქვევას ძვ. წ. აღ-ით 16-ე საუკუნეში. არასამეცნიერო წრეებში კი ატლანტიდა ყველაზე საყვარელი თემაა, როგორც ყველაზე არაბუნებრივი მოვლენების აღსაწერად გამოსადეგი ობიექტი. ატლანტიდას უამრავი მხატვრული თუ სამეცნიერო ფანტასტიკური გამონაგონი უკავშირდება.ყველა ცნობა ატლანტიდაზე პლატონთან არის შემონახული ორ დიალოგში: ტიმეოსთან (მოკლედ) და კრიტიასთან (უფრო ვრცლად). დიალოგი „ტიმეოსი“ სოკრატესა და პითაგორელი ტიმეოსის განსჯით იწყება სახელმწიფოს საუკეთესო მოწყობაზე. აღწერს რა მოკლედ იდეალურ სახელმწიფოს, სოკრატე მიღებული სურათის აბსტრაქტულობასა და სქემატურობას უჩივის და სურს იმის აღწერილობა მიიღოს, თუ როგორ მოიქცეოდა ეს სახელმწიფო სხვა სახელმწიფოებთან ბრძოლაში; როგორ ღირსეულად ჩაერთვებოდა ომში, ომის დროს კი მისი მოქალაქეები ისე მოიქცეოდნენ, როგორც მათ შეშვენით, თანახმად მათი განათლებისა და აღზრდისა, იმის მიუხედავად, მოლაპარაკება იქნებოდა თუ ბრძოლის ველი ნებისმიერ სახელმწიფოსთან. დიალოგის მესამე მონაწილე კრიტიასი კი ამბავს მოჰყვება, რომელიც თითქოს პაპამისისგან — კრიტიას-უფროსისგან აქვს მოსმენილი, მას კი თავის დროზე სოლონისგან ჰქონია გაგონილი, რომელსაც მსახურებმა უამბეს ეგვიპტეში. მონათხრობის აზრი შემდეგია: ოდესღაც, 9 000 წლის წინ ათენი უფრო სასახელო, მძლავრი და კეთილსინდისიერი სახელმწიფო იყო. ათენის უმთავრესი მეტოქე ზემო ხსენებული ატლანტიდა იყო. ეს კუნძული ერთად აღებულ მცირე აზიასა და ლიბიას აღემატებოდა ზომით. ამ კუნძულზე საოცარად დიდი და მძლავრი სამეფო შექმნილიყო, რომელიც ლიბიას ფლობდა ეგვიპტემდე და ევროპას ტირენემდე. ამ სამეფოს ყველა ძალა ათენის დასამონებლად იქნა გადმოსროლილი. ათენელებიც თავიანთი თავისუფლების დასაცავად აღსდგნენ ელინთა მეთაურობით; და იმის მიუხედავად, რომ ყველა მოკავშირემ მათ უღალატა, ათენელებმა მაინც მოახერხეს ატლანტების მოდრეკვა და მათ მიერ დამონებული ერების გათავისუფლება. ამას უდიდესი ბუნებრივი კატასტროფაც მოჰყვა, რომლის შედეგად, ათენელთა მთელი ჯარი და მთლიანად ატლანტიდა ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა.
კრიტიასის დიალოგი იმავე მონაწილეებთან ერთად, ტიმეოსის გაგრძელებად მიიჩნევა, რაც ათენელებისა და ატლანტიდის შესახებ გვაწვდის დამატებით ინფორმაციას. ათენი იმხანად (მიწისძვრამდე და წყალდიდობამდე) დიდი და ნაყოფიერი სამეფოს ცენტრი იყო; დასახლებული კეთისლინდისიერი ერით, რომელთაც (პლატონის აზრით) სახელმწიფოს ყველაზე იდეალური მოწყობა ჰქონდათ. ყველაფერს მმართველები და მეომრები განკარგავდნენ, რომლებიც მიწათმოქმედ-დარგობრივი მასისგან მოშორებით, აკროპოლზე ცხოვრობდნენ განცალკევებულ კომუნაში. თავმდაბალ და კეთილსინდისიერ ათენელებს მძლავრი და ქედმაღალი ატლანტიდა უპირისპირდება. ატლანტების ჯარის მეთაური, პლატონის მიხედვით, ღმერთი პოსეიდონი იყო, რომელსაც მოკვდავ გოგონა კლეიმოსთან ათი ღვთიური ვაჟი შესძენოდა, ისინი კი, უფროსი ატლანტის მეთაურობით, სამეფო ჯარებს ჩასდგომოდნენ სათავეში.
კუნძულის ცენტრს ბორცვი წარმოადგენდა, რომელიც ზღვის ნაპირიდან 50 სტადიის (8-9 კილომეტრის) დაშორებით მდებარეობდა. პოსეიდონმა დაცვის მიზნით, ბორცვს სამი წყლის არხი და ორი ნათხარი რკალი შემოავლო; ატლანტებმა კი რკალებზე არხები გაჭრეს და ხიდები გადადეს, რათა გემებს პირდაპირ ქალაქში, უფრო სწორად კი, ქალაქის ცენტრალურ კუნძულამდე შესძლებოდათ მიცურვა, რომელიც 5 სტადიის ოდენა (კილომეტრზე ნაკლები) თუ იქნებოდა დიამეტრში. კუნძულს ოქრო-ვერცხლით სავსე ტაძრები, ოქროს ქანდაკებები და სასახლე ამშვენებდა. კუნძულს, რომელზეც სასახლე იდგა (…) ასევე მიწათხრილებსა და პლეტრის (30 მ) სიგანის ხიდებს მეფეებმა ქვის ღობე შემოავლეს, ზღვისკენ გასასვლელებთან კი ჭიშკრები დაუტანეს. თეთრი, შავი და წითელი ფერის ქვას ისინი შუა კუნძულის წიაღიდანა და შიდა და გარე მიწათხრილების წიაღიდან იღებდნენ, რომლის ორმხრივ შეღრმავებებს ამავე ქვით აპირკეთებდნენ და ნავმისადგომებს აწყობდნენ. თუკი ზოგიერთ რამეს უბრალო ელფერით აკეთებდნენ, დანარჩენს მრავალფეროვანი ქვებით აპირკეთებდნენ, რათა ხელოვნების მწვერვალზე აეყვანათ. გარე მიწათხრილის კედლები ატლანტებმა სპილენძით მოაპირკეთეს, შიდა თხრილი კი კალით იყო შემოსილი, რაც შეეხება თავად აკროპოლს — ოქროცურვილი ფირფიტებით იყო დაფარული რათა ცეცხლოვანი შუქი ეფრქვიათ.
მანამ, სანამ ატლანტებში ღვთიური ბუნება იყო შენარჩუნებული, ისინი სიმდიდრეს უფრთხილდებოდნენ და კეთილქმედებას აყენებდნენ პირველ რიგში; მაგრამ, როდესაც მათში ადამიანურმა ბუნებამ იმძლავრა, ისინი გახარბდნენ, ფუფუნებაში ჩაეფლნენ, გაძუნწდნენ და გაქედმაღლდნენ. განცვიფრებულმა ზევსმა ატლანტების დაღუპვა განიზრახა და ღმერთთა სხდომა მოიწვია… სწორედ აქ წყდება, ჩვენამდე მოღწეული ტექსტის    მიხედვით,  ხსენებული დიალოგი.

კაპიტანი ნემო და არონაქსი ატლანტიდის ნანგრევებთან

 

წყარო : http://ka.wikipedia.org

gochaa

i am the best

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close