არქივი

Linkin Park Hybrid Theory

287dj82
Hybrid Theory — როკ-ჯგუფ ლინკინ პარკის სადებიუტო სტუდიური ალბომი, გამოცემული 2000 წლის 24 ოქტომბერს ლეიბლზე Warner Bros. Records. დისკს დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად.

2009 წლისათვის აშშ-ში იგი გაყიდული იქნა 9.6 მილიონი ასლის ოდენობით. 2009 წლისათვის მსოფლიო მასშტაბით მისი 24 მილიონი ასლი გაიყიდა. იგი ითვლება ლინკინ პარკის ყველაზე გაყიდვად, 2000-იანი წლების რიგით მეორე ყველაზე გაყიდვად (ბითლზის 1-ს შემდეგ და ყველა დროის რიგით 26-ე ყველაზე გაყიდვად ალბომად.
ალბომი ჩაწერილი იქნა ლეიბლის NRG Recordings სტუდიაში, ჩრდ. ჰოლივუდში (კალიფორნია), დონ გილმორის პროდიუსერობით. მისი სიმღერების ტექსტები ეხება ვოკალისტ ჩესტერ ბენინგტონის მოზარდობის პერიოდს – ნარკოტიკებს, შინაურ ძალადობას და მშობლების გაყრას. Hybrid Theory აგრეთვე იყო ჯგუფის წინა სახელწოდება.
ალბომიდან გამოიცა ოთხი სინგლი: One Step Closer, Papercut, გრემის მფლობელი Crawling და In the End. ეს უკანასკნელი იყო ლინკინ პარკის მომავალი წარმატების მთავარი მიზეზი. გრემის დაჯილდოების 44ე ცერემონიაზე Hybrid Theory ნომინირებული იყო წლის როკ-ალბომის კატეგორიაში. ბილბორდის მიერ იგი შეყვანილი იქნა ათწლეულის 200 ალბომის სიაში, #11 პოზიციაზე. 2002 წლის 11 მარტს ასევე გამოიცა ალბომის სპეციალური გამოცემა.
linkin park hybrid theory cd cover 1708

Linkin Park Hybrid Theory by UrbanHawk

 

1. «Papercut» Linkin Park 3:05
2. «One Step Closer» Linkin Park 2:36
3. «With You» Linkin Park, M. Simpson, J. King 3:23
4. «Points of Authority» Linkin Park 3:20
5. «Crawling» Linkin Park 3:29
6. «Runaway» Linkin Park, Wakefield 3:04
7. «By Myself» Linkin Park 3:10
8. «In the End» Linkin Park 3:36
9. «A Place for My Head» Linkin Park, Wakefield, Farrell 3:05
10. «Forgotten» Linkin Park, Wakefield, Farrell 3:15
11. «Cure for the Itch» Linkin Park 2:37
12. «Pushing Me Away» Linkin Park 3:12

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button