ბრძნული აზრები ( ნაწილი III)
ბრძნული აზრები … მესამე ნაწილი
სტენდალი-სისხლიანი სისულელეები გამოუსწორებელია.
რენანი– პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია.
ბიორნე:-სინანული გონიერებაა,რომელიც გვიან მოდის.
ვოლტერი:-უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე ახასიათებთ.
არისტოტელე:-გაიძვერას სინდისი, რომ გაუღვიძო, სილა უნდა გააწნა.
თომას ფულერი:-დღევანდელი ერთი საათი ხვალინდელ ორ საათს უდრის.
ლაროშფუკო:-ეჭვიან კაცს თავისი თავი უფრო უყვარს,ვიდრე საყვარელი არსება.
მონტესკიე:-თავაზიანობა მიდრეკილებაა კაცისა, რომ სხვებს თავი მოაწონოს.
კაბუსი:-ცუდ ამხანაგს მარტოობა ჯობია.
კომენსკი:-მაგალითის გარეშე ვერაფერს შეისწავლი.
სოკრატე:-ისე მოეპყარი მშობლებს,როგორც შენ ისურვებდი, რომ საკუთარი შვილები მოგპყრობოდნენ.
ოლკოტი:-კამათი ბევრს ეხერხება, მაგრამ უბრალო საუბარი ცოტა ვინმემ თუ იცის.
კანტი:-ვინც უარი თქვა მეტისმეტზე, მან თავი იხსნა გაჭირვებისგან.
შპენგლერი:-მშვიდობა ომის გაგრძელებაა სხვა საშუალებით…
გერმანული ანდაზა:სიმდიდრის შეზიზღება უდიდესი სიმდიდრეა.
მარგოლიუსი:”სიხარული სიცოცხლის შეგრძნებაა”
დიუმა: ”ისტორია სხვა არაფერია თუ არა ლურსმანი,რომელზეც სურათი ჰკიდია”
ბელინსკი:-ადამიანი ყოველთვის ყველაზე საინტერესო მოვლენა იყო და იქნება ადამიანისთვის.
ჯონგრივი:-არავითარი მრისხანება არ შეედრება სიძულვილში გადასულ მიყვარულს.