სურათებიუცნაური

ყველაზე სანახაობრივი ვარდისფერი ტბები მსოფლიოში

4ad3f36089ae
ვარდისფერი ტბა- ეს არის ტბა, რომელსაც აქვს მოწითალო ან ვარდისფერი ფერი წყალმცენაარების გამო, რომლებიც აწარმოებენ კაროტინოიდებს (ორგანული პიგმენტი) . მათ მიეკუთვნება ისეთი წყალმცენარე, როგორიცაა „დუნალიელა „ (Dunaliella salina)-ესეთი მწვანე წყალმცენარე ბინადრობს განსაკუთრებით მარილიან ზღვის წყლებში. თავისი ვარდისფერი ფერის გამო , ესეთი ტბები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ტურისტებს და ფოტოგრაფებს შორის მთელი მსოფლიოდან.
ხანმოკლე მოგზაურობა ნამდვილად არ გვაწყენდა ჩვენი პლანეტის ვარდისფერ ტბებზე
ვარდისფერი შეფერილობის ტბა ბუნების ნამდვილ სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს.
თუმცა მეცნიერებმა შეძლეს ამ სასწაულის წარმოშობის მიზეზის ახსნა. ტბა ძალიან მლაშეა. მარილის ასეთი მაღალი კონცენტრაცია კი მხოლოდ ერთი სახეობის მიკრო ორგანიზმს აძლევს საშუალებას იცოცხლოს ტბაში, სწორედ ეს მიკრო ორგანიზმი ანიჭებს ტბას ღია ვარდისფერ შეფერილობას.

5511aec48f80
1. ტბა-ჰილერი (Hillier), ავსტრალია
ჰილერის ტბა მდებარეობს ყველაზე მსხვილ კუნძულზე და პატარა კუნძულებზე,. რომლებიც ადგენენ რეშერშ-ის არქიპელაგს (Recherche Archipelago) დასავლეთ ავსტრალიაში. ტბა ძალიან პოპულარულია და ტურისტები ცდილობენ იქ მოხვედრას; თუნდაც ის ფაქტი, რომ მგზავრები თვითმფრინავიდან ტბა -ჰილერის ფოტოსურათებს იღებენ მისი მოვარდისფრო მოწითალო შეფერილობის გამო.

20c5c3b7ce6f
წყლის ფერი მუდმივია და არ იცვლება, თუ წყალს ჩავასხავთ კოტეინერში. ტბის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 600 მეტრს. ოკეანიდან მას გამოყოფს ხმელეთის ვიწრო ზოლი, რომელიც შედგება ქვიშის დიუნისაგან, რომელიც დაფარულია მცენარეულობით. დიუნი ეს არის ქარისაგან მოტანილი სილის ბორცვი, ჩვეულებრივი ზღვის ან ტბის…ამ შემთხვევაში ვარდისფერი ტბისგან
7dd29c394c9e
ტბას აკრავს თეთრი მარილის „საბადოები“ და ხშირი ევკალიპტის და ჩაის ხის ტყეები. ჩრდილოეთით ქვიშის დიუნები გამოყოფენ ტბას ოკეანედან და ტბა იქნა აღმოჩენილი 1812 წელს
8ad10b41f02f
2. ტბა რეტბა (Retba), სენეგალი
დედამიწაზე უამრავი უცნაური და საინტერესო ადგილია. ალბათ ბევრი მათგანის შესახებ გაგიგიათ, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ ჩვენს პლანეტაზე არსებობს ვარდისფერი ტბა. ეს ხუმრობა არ არის, იქ წყალი ნამდვილად ვარდისფერია.
ტბა მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთით სენეგალას დედაქალაქიდან.
8a5275c71517
უცნაური ტბა აფრიკაში, სენეგალში მდებარეობს. ტბის ფერი განსაკუთრებით შესამჩნევია მშრალ ამინდში. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მას შეფერილობას უცნაური ბაქტერია აძლევს.
ვარდისფერ ტბას მეორენაირად მარილიან ტბასაც უწოდებენ. მასში მარილის შემცველობა იმდენად დიდია, რომ მკვდარი ზღვის მსგავსად ადამიანებს მის ზედაპირზე ტივტივი თავისუფლად შეუძლიათ. სხვათა შორის ტბას ამის გამო ინდუსტრიული დანიშნულებაც აქვს.
ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეში 14 საათს ტბის სანაპიროზე ატარებს რათა მარილი მოიპოვოს. ყოველ ლიტრ წყალშ იქ 380 გრამი მარილია.

446259703ed2
აფრიკაში, კეროდ, სენეგალში მდებარეობს ერთი გასაკუთრებული და ლამაზი ტბა, სახელწოდებით რეტბა. ტბის განსხვავებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ვარდისფერი შეფერილობისაა. ტბა ძალიან მლაშეა. მოვარდისფრო მოწითალო შეფერილობის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, ტბაში ციანობაქტერიების არსებობაა, რომლებიც მშრალ ამინდში მრავლდებიან. ამიტომ, ტბის ფერი უფრო შესამჩნევი, სწორედ მშრალ ამინდშია. ბაქტერიების მოწითალო პიგმენტი მათ, მაღალი კონცენტრაციის მარილიანობისთვის უფრო გამძლეს ხდის.

338f903ec093
ტბის მაქსიმალური სიღრმე 3 მეტრია, ხოლო ფართობი 3 კვადრატული კილომეტრი. რეტბაში მარილის რაოდენობა იმაზე ბევრად მეტია ვიდრე მკვდარ ზღვაში. მარილის ასეთი კონცენტრაცია ადამიანის კანზე ისეთ ჭრილობებს წარმოქმნის, რომ მათ შეხორცებას თვეები სჭირდება. ამიტომაც ადგილობრივები, მარილის მოსაპოვებლად სანამ ნავში ჩასხდებიან და ტბაში ჩაყვინთავენ სხეულს სპეციალური ზეთით იზელენ. ზეთს ინდიმური ხის ნაყოფისგან ამზადებენ.

რეტბა ოდესღაც ლაგუნას წარმოადგენდა, თუმცა ატლანტის ოკეანის მიერ მოტანილმა ქვიშამ ტბისა და ოკეანის დამაკავშირებელი სრუტე თანდათან ამოავსო. რეტბა დიდი ხნის განმავლობაში არ იყო არაფრით გამორჩეული, თუმცა გასული საუკუნის 70 – იან წლებში საშინელი გვალვების შედეგად წყლის დონე ტბაში შემცირდა და მარილიც მის ფსკერზე გამოსაყენებლად ვარგისი აღმოჩნდა.

22dd6bb0f0e7
მარილიანი ტბა -ტორევიეჰა (Torrevieja). ესპანეთი
საჰაერო ხედი მარილიან ტბაზე… ხმელთაშუა ზღვის მხრიდან

a916a9e96ea0
მარილიანი ტბა მდებარეობს ესპენეთის სამეფოში; ეს არის სახელმწიფო ევროპის სამხრეთ-დასავლეთით, პირინეის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, ანდორა, პორტუგალია.

ეს მარილიანი ტბები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულია ყველაზე ჯანსაღ ტბებად ევროპაში.

cda7ab5b395c
ტბის ვარდისფერი შეფერილობა გამოწვეული ზღვის წყალმცენარეების და მარილის გამო,
აძლევს მას ერთგვარ „სამეცნიერო ფანტასტიკის“ იერს; ამ ტბებში, ისევე როგორც მკვდარი ზღვის ტბაში თქვენ შეგიძლიათ იწვეთ და დაისვენოთ წყლის ზედაპირზე; უფრო მეტიც, ეს მარილიანი ტბა Torrevieja მოგიტანთ უზარმაზარ სარგებელს თქვენი კანის დაავადებების და ფილტვების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

407215c0b22e
ლაგუნა (Hutt Lagoon) , ავსტრალია
ლაგუნა Hutt ნაჩვენებია მარცხენა მხარეს, ხოლო ინდოეთის ოკეანე კი- მარჯვნივ

1b2aae86ac2d
ლაგუნა Hutt წარმოადგენს მარილიან ტბას მდინარე Hutt -ის სანაპიროს ჩრდილოეთით ; ის მდებარეობს მიმდებარე სანაპიროს დიუნებში – დიუნა ეს არის რელიეფის ფორმა, რომელიც წარმოიქმნება მცენარეულობით გაუმაგრებელ ქვიშიან ზედაპირზე მდინარის ან ტბის სანაპიროებზე…გ. ქალაქი გრიგორი (Gregory) მდებარეობს ოკეანესა და ტბის სამხრეთ სანაპიროზე; გზა სახელად გიორგი გრეი დრაივი-(George Grey Drive) მიუყვება ტბის დასავლეტ ნაპირს
eaf61a3bc38e
დუნალიელის (Dunaliella) არსებობით წყალში Hutt Lagoon-არის ვარდისფერი ტბა . ამ სახის წყალმცენარეები აწარმოებენ კაროტინოიდებს, რომელიც არის წყარო ბეტა კაროტინის და აგრეთვე ვიტამინი А -ს წყაროც.
83abb26fbdc7
მტვრიანი ვარდის ტბა (Dusty Rose Lake), კანადა
ეს ტბა, რომელიც მდებარეობს კანადაში, საკმაოდ უჩვეულო, ნაკლებად ცნობილია და შესაძლებელია უნიკალურიც არის. წყალი ამ ტბაში სრულებიტაც არ არის მარილიანი და არ შეიცავს ზღვის მცენარეებს, მაგრამ ამ ტბას აქვს ვარდისფერი შეფერილობა-
ოტოზეა ნაჩვენები ვარდისფერი წყალი, რომელიც ჩაედინება ტბაში; წყლის ფერი განპირობებულია უნიკალური ქანების კომბინაციით- ქვის მტვერი მონოლითური ყინულით-აი მიზეზიც…

6f39b84a6dd1
ვარდისფერი ტბა- ავსტრალია
(Goldfields-Esperance)

2da347430fa3
ტბა Masazir, აზერბაიჯანი
ტბა Masazir,- ეს არის მარილიანი ტბა კარადაგას ოლქში, ბაქოთან ახლოს- ტბის საერთო ფართი შეადგენს 10 კვარატულ კოლომეტრს . წყალი შეიცავს ქლორიდს და სულფატს.

d4994a0391cd
2010 წელს აქ გაიხსნა მარილის წარმოების ქარხანა «Azeri». მარილის მარაგი შეადგენს 1735 მილიონ ტონას; მარილი შეიძლება მოპოვებულ იქნეს, როგორც თხევადი (წყლიდან) , ასევე მყარ მდგომარეობაში.
41197b36bf4a
ვარდისფერი ტბა (Quairading), ავსტრალია.
ტბა მდებარეობს ქალაქ Quairading-იდან 11 კოლომეტრში; მის სიახლოვეს გადის შოსე – Bruce Rock
ადგოლობრივი მაცხოვრებლები თვლიან, რომ ეს ტბა არის ბუნების „სასწაული“ ზოგიერთ დროის პერიოდში, ტბის ერთი მხარე ხდება მუქი ვარდისფერი, ხოლო ტბის მეორე მხარე ამ დროს ხდება ვარდისფერ-ფერმკრთალი.
ეს შტამბეჭდავი სურათები გადაჭებულია ვერტმფრენიდან…

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button