გართობა

სერიიდან: მშობლებს ვერ აირჩევ

bcabe81551e7
მშობელო ! ყოველდღე უნდა გამონახო დრო, რათა მოუსმინო შენს შვილს ; ჩაიწერე შენი დაკვირვებები. ეს სამომავლოდ შვილის მშობლებთან ურთიერთობაში დაგეხმარება.
eed43f6aabf8
დაიწყე მცირედით. თუ შვილთან ყოველდღიური ურთიერთობა შეუძლებელია მაინც დაიწყე მცირედით
8f05eebffc50
მთავარი ის არ არის, რა გზას აირჩევ შვილთან ურთიერთობისთვის ან რამდენად ხშირად გექნება კონტაქტი მასთან; მთავარია, მან აქტიურად გაგიზიაროს თავისი მოსაზრებები, დაგისვას კითხვები და მეტ-ნაკლებად გულწრფელად უპასუხო- ამით მის ნდობას დაიმსახურებ !!!
b77665530008
ადამიანი თითქმის ყოველდღე აკეთებს არჩევანს, ირჩევს ტანსაცმელს, საკვებს, მეგობრებს, სამსახურს. ყველაფერი ხომ მის ხასიათსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული. პირველად ადამსა და ევას მიეცათ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება და ეს შემთხვევა მათ თავიანთი თავის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს, – ღმერთთან გატოლება მოინდომეს ღვთის გვერდის ავლით და დაკარგეს კიდეც სამოთხე.
5c33234030b3
მას შემდეგ მუდამ აკეთებს ადამიანი არჩევანს. კაცობრიობის ისტორიას შეიძლება არჩევნების ისტორია ვუწოდოთ. ადამიანის გადასაწყვეტია, ბოროტებასა და სიკეთეს შორის რომელს აირჩევს, რა ღირებულებებს დააფასებს, -ხორცილსა თუ სულიერს. მაგრამ ნათქვამია: მშობლებს ვერ აირჩევ
3adcd6fab903
ისტორია ერის ვინაობის ისეთივე მკაფიო გამოხატულებაა, როგორსაც წარმოადგენს ცალკეული ადამიანის ვინაობისთვის მისი ბიოგრაფია. ისტორიის შეცვლა არ შეიძლება, მაგრამ შეიძლება აწმყოს შეცვლა, აწმყოს გაუმჯობესება იმისათვის, რომ უკეთესად იცხოვრო, იმისათვის, რომ უკეთესი მომავალი დაუტოვო შენს შვილებს. ,,აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა“ – ეს თქვა ლეიბნიციმ.
705b659bcaa0
მართალია- მშობლებს ვერ აირჩევ… ბავშვს ერთნაირად სჭირდება როგორც დედასთან, ისე მამასთან კავშირი. მისთვის ორივე მშობლის სიყვარული აუცილებელია. უდედობაც და უმამობაც პატარასთვის სერიოზული დანაკლისია. ფსიქოლოგიურად ბავშვი ნახევრად დედისაა და ნახევრად მამის.
d7965fb9fcc4
მშობლებისა და შვილების ურთიერთობა მარადიული საკითხია, რომელზეც უამრავი რამ დაწერილა და თქმულა წარსულში, ეს თემა მუდამ აქტუალური იქნება მომავალშიც.

მშობელთა უმრავლესობა უკმაყოფილოა საკუთარი შვილებით, აკრიტიკებს მათ მოქმედებებს და სურთ შვილების ცხოვრების გზა თავად გაიარონ.

თავის მხრივ შვილებს არ მოსწონთ (ჩუმად) საკუთარი მშობლები, პირად ცხოვრებაში ჩარევის, კონტროლისა და მანიპულაციების, სკანდალებისა და საყვედურების გამო
da97b1018543
უნიათო და წარუმატებელი მშობლები

მშობლები, რომელთაც ვერაფერს მიაღწიეს ცხოვრებაში, შეასაბამისად ვერაფერს მისცემენ საკუთარ შვილებს. ასეთი მშობლები არავითარ ავტორიტეტს არ წარმოადგენენ შვილებისათვის.

ამ ტიპის ოჯახებში ხშირად იზრდებიან ტირანი ბავშვები, რომლებიც სრულიად აკონტროლებენ და მანიპულირებენ საკუთარი მშობლებით.

ასეთი ოჯახებიდან გამოსული მოზარდები ხშირად ყალიბდებიან, როგორც სოციალურად არაადაპტირებული ადამიანები. თუმცა, რა თქმა უნდა, არის გამონაკლისებიც.

974c551cedd3
უგრძნობი მშობლები

ამ ტიპის მშობლები ყოველნაირად დაჩაგრული და უბედური ადამიანები არიან. მათ არ ძალუძთ და არ შეუძლიათ, უყვარდეთ. მათთვის შვილები მხოლოდ პრობლემების წყაროს წარმოადგენს.

ისინი არასოდეს ეფერებიან, კოცნიან, ეუბნებიან ალერსიან სიტყვებს საკუთარ შვილებს. პირიქით, ყველაფერს აყვედრიან და მუდმივად ახსენებენ თუ მათთვის რამე გაუკეთებიათ.

ასეთი ოჯახებიდან გამოსულ ბავშვებს შეიძლება გააჩნდეთ ორი სახის მომავალი:

პირველი: ისინი ცხოვრებაში თავადაც ვერ გამოავლენენ ვერავითარ გრძნობებს, რის გამოც თავადაც იტანჯებიან და დისკომფორტს უქმნიან გარშემომყოფებს.

მეორე: თავის თავს აღუთქვამენ, რომ ყველაფერი სხვანაირად იქნება. ხშირია შემთხვევები, როცა მათგან დამდგარა ძალიან ალერსიანი და მოსიყვარულე მშობლები.

89f60fd6b94d
მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ერთი რამ: თქვენ, მშობლებთან ღვთიური, უხილავი სხივებით ხართ დაკავშირებული და ნუ დაგავიწყდებათ, რომ როგორც მათ აგირჩიეს თქვენ, ისე აირჩიეთ თქვენ ისი
0eb07cf9a633
ამიტომ, რა ტიპის მშობლებიც არ უნდა გყავდეთ, გადაუხადეთ მათ მადლობა!, არა მარტო იმისთვის, რომ მოგცეს ჰარმონიული და გულწრფელი, სიყვარულითა და პატივისცემით განმსჭვალული ურთიერთობის მაგალითი, არამედ იმისთვისაც, რომ გულცივი, ტირანული, წარუმატებელი ურთიერთობის მაგალითით ისიც გასწავლეს, თუ როგორი არ უნდა იყოს მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა, რათა შემდგომში, როცა გახდებით ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნება, თავადვე არ გაიმეოროთ იგივე შეცდომები საკუთარი შვილების მიმართ.
5e56289b9255
მხოლოდ მადლობის გადახდა, და არა ჩხუბი და კამათი, ან გულში ფარული წყენის ჩახვევა, დააფიქრებს თქვენს მშობლებს, ნათელს გახდის მათთვის, რომ უკვე მოაზროვნე და დამოუკიდებელი ადამიანი ხართ.

ისინი იძულებული იქნებიან დაფიქრდნენ საკუთარ შეცდომებზე, პატივისცემით მოგეპყრონ, შეწყვიტონ ზეწოლა და ანგარიში გაუწიონ თქვენს პიროვნულ მეს.

თუ ამას არ გააკეთებთ და მშობლებს მადლობას არ გადაუხდით, წყენა და უარყოფითი ემოციები თქვენშივე დარჩება და ვერასოდეს შეძლებთ ცხოვრებაში წინსვლას, წარმატებების მიღწევას.

aa47624c5ad0
დაუჯერეთ ფსიქოლოგებს და თქვენც იქნებით ბედნიერი…
3f5c48cb69d8
16224c2456d2
c56e7acc7a48
50853b01e800

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button