არქივი

უცნობი ცივილიზაცია, რომელსაც ფრენა შეეძლო

8218deaa1b9c

პირველად ე.წ იკის ქვებსა და მათზე გამოხატულ უცნაურ ფიგურებზე ფრანგი მწერალი და მოგზაური რობერტ შარუ ალაპარაკდა. იგი პერუს პატარა ქალაქ იკიში ჩავიდა, რომელიც ნასკას უდაბნოდან 150 კმ-თია დაშორებული. შარუ ქირურგ ჰავერ კაბრერას სახლში მოხვდა და მისი შავი ქვების უნიკალური კოლექციის დანახვისას გაოცება ვერ დამალა. იატაკზე, ხის თაროებზე, ყველგან ქვები ეწყო- ოვალური, გრძელი, უფორმო დაახლოებით 12-16 ათასი ცალი, პატარა ქვებიდან დაწყებული 100 კგ-იანი ლოდებით დამთავრებული. მათზე პრეისტორიული ცხოველები, უცნობი კონტინენტების რუკები, ქირურგიული ოპერაციები და ათასი რამ იყო გამოსახული. “ეს უდავოდ უცნობი ცივილიზაციის ისტორიაა, ნუთუ ისინი ატლანტები არიან”? გაოცებით წამოუძახია შარუს.
799ccc3bca36
კაბრერა ამ ქვებს 1960 წლიდან აგროვებს. მათ ზოგიერთი სპეციალისტი მე-20 საუკუნის უდიდეს აღმოჩენად მიიჩნევს. კაბრერას მიაღნია, რომ ათასეულობით წლის წინ ეს ქვები წყნარი ოკეანის სანაპიროზე მკაცრი წესით იყო დალაგებული და ბიბლიოთეკის მოვალეობას ასრულებდა. ნაპირის ეროზიამ, ტალღებმა და სხვა ბუნებრივმა მოვლენებმა ქვები გადაანაცვალა. ზოგიერთზე მხედრის გამოსახულებაა, ისინი ისეთ ცხენებზე სხედან, რომლებიც მეცნიერთა აზრით 150-200 ათასი წლის წინ გადაშენდნენ. ბუნებრიბია ჩნდება კითხვა: უცნობი ოსტატის მიერ დახატული მხედარი როგორია?. ნებისმიერ ქვაზე გამოხატულ ადამიანებს ერთი რამ აერთიანებთ_ მათ უზომოდ დიდი ტავები აქვთ. სხეულთან შედარებით თავის შეფარდება 1:7 თანაა. კაბრერასა დ ამის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ ადამიანის უძველეს წინაპარს სწორედ ასეთი უჩვეულო პროპორცოები ჰქონდა და მას იკის ადამიანს ეძახიან. მათ ხელიც განსაკუთრებული ფორმის აქვთ. კაბრერა 10 წლის განმავლობაში სწავლობდა ამ ქვებს, საზოგადოებას მათ შესახებ საკუთარი მოსაზრებები მოგვიანებით გააცნო. მისი უმთავრესი დასკვნა შემდეგია- ძველი ამერიკის მიწაზე გონიერი ადამიანი ცხოვრობდა, რომლის განსწავლულობის ახსნა ძალიან ძნელია და მხოლოდ უცხოპლანეტელთა გონების ჩარებით უნდა აიხსნას.
1674600889c2
ქვების მიხედვით იკის ადამიანებს ისეთი სამედიცინო ხელსაწყოები ჰქონდათ, რომლებიც 21 საუკუნისას არ ჩამოუვარდება. სხვა ქვებზე ადამიანის ქალაზე ჩატარებული ოპერაციებია გამოსახული. კაბრერა ამ ქვებს დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდა. მათ ადგილობრივი მცხოვრებლები დამშრალი მდინარეების კალაპოტში ჩიჩქნიდნენ და უცხოელ ტურისტებს გროშებად აძლევდნენ. კაბრერამ დაგაწყვიტა რომ ეს არ დაეშვა და ქვების ნაწილი იკის მუზეუმში მოხვდა, ხოლო მეორე ნაწილი კი მის კოლექციაში. ქვების არასამედიცინო ახსნა ცადა ამერიკელმა რიჩარდ მუნიმ. იგი იმოწმებს ინდოელთა ლეგენდებს, სადაც მფრინავ ხალხსა და ღმერთებს ხშირად იხსენიებინ. მუნიმ ივარაუდა , რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს ფრენა შეეძლო, უდაბნოს თავზე დელტაპლანით დაფრინავდნენ, ნასკას უდაბნოს ნახატები კი ეხმარებოდათ ორიენტაციაში. მან კოლუმბიის მუზეუმის ერთ ექსპონატს მიაქცია ყურადღება, რომელიც პლანერს გავს, ადრე იგი სათამაშო ეგონათ. მას კორპუსი ფრთები და ქუდი აქვს. ანდერსონის თხოვნით ეს ხელსაწყო გამოცადეს აეროდინამიკის სპეციალისტებმა. მიღებულმა მოლოდინს გადააჭარბა, თუ ნამდვილ მოდელს ასთივე მასალით ააგებდნენ, იგი მნიშვნელოვანი სისწრაფიტ განვითარდებოდა და არც ამ ტიპის საფრენი აპარატის მართვა იქნებოდა ძნელი. საინტერესოა ის რომ ეგვიფტეში, კაიროს მუზეუმში მცირე ზომის ძველი ქანდაკებაა. ადრე ფიქრობდენენ რომ იგი ჩიტს გამოხატავდა. როდესაც ამჩიტის დიდი მოდელი დაამზადეს, იგი დაფრნავდა.
f2fddd6509b2

boy_g

i love ucnauri.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button