საკითხავისასარგებლო

იოგა ჯანმრთელობისათვის – აშტანგა იოგა და ჰათჰა იოგა

აშტანგა იოგა – ასანების ზუსტად განსაზღვრული დინამიური თანამიმდევრობა, რომელიც შეიქმნა ჰათჰა იოგას საფუძველზე მე-20 საუკუნის შუა პერიოდში შრი პატტაბხი ჯოისის მიერ. აშტანგას ახალგაზრდების იოგასაც უწოდებენ, რადგან მასში იოგას სხვა მიმართულებებისაგან განსხვავებით არაა ხანგრძლივი ფიქსაციები, ის დინამიურია და გარკვეულ მომენტებში ცეკვასაც გვაგონებს.

 

აშტანგა ვინიასინი – იოგას წარმოშობა

სანკრისტიდან თარგმანში „აშტანგა“ ნიშნავს „რვა საფუძველს“ ან „რვა ტოტს“ ნიშნავს. ამ მიმართულების დამაარსებელი და ტრადიციის შემქმნელია შრი პატტაბხი ჯოისი (1915-2009)მაისორიდან (ინდოეთი). ჯოისის მოძღვრად გასული საუკუნის დიდი მასწავლებელი შრი კრიშნამაჩარი ითვლება. მან მიიღო თავისი მასწავლებლისგან რამა მოჰან ბრახმაჩარისგან უძველესი ტექსტი „იოგა-კორუნტა“, რომელიც აღწერდა აშტანგა-ვინიასის პრაქტიკას და თავისი ცოდნა ჯოისს გადასცა. თავად მანუსკრიპტი სამწუხაროდ არაა შემონახული.

მე-20 საუკუნის 60-იანი წლების შუა პერიოდში მაისორი, სადაც ასწავლიდა ჯოისი, ბელგიელმა ანდრე ვან ლისბეტმა მოინახულა. მოგზაურობის შთაბეჭდილებების ზემოქმედების ქვეშ მან თვითმასწავლებელი დაწერა, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ევროპაში. მაისორში უამრავი უცხოელი გაემგზავრა, რომელთაც სურდათ პირადად გაეცნოთ პატტაბხი ჯოისი.

აშტანგა-ვინიასის დინამიური ელემენტები, ერთი ვერსიის მიხედვით, ინგლისური ტანვარჯიშის და ინდოელების საბრძოლო ტექნიკიდან  იყო გადმოღებული. სხვა ვერსიის მიხედვით კი – ტრადიციული იოგასათვის არადამახასიათებელი მოძრაობები ტიბეტიდან წამოვიდა. ეს ტექნიკა მოძრავია და ყურადღება გამახვილებულია ვინიასის – ასანების დინამიური კომბინაციის მრავალჯერად რიტმულ გამეორებაზე – პრანაიამას შეხამებით. სხვა იოგას სკოლებისაგან განსხვავებით აქ ყურადღება არა მხოლოდ ასანებზე, არამედ მათ შორის გადასვლის პროცესზეცაა გამახვილებული. ასევე გამოიყენება კუნთოვანი „საკეტები“ – ბანდხი, რომლებიც სასიცოცხლო ენერგიას (პრანა) აგროვებენ, ამასთან ერთად სირთულეები ყოველი მეცადინეობის შემდეგ იზრდება. ეს ეხმარება სხეულში ენერგეტიკული ნაკადების გააზრებას და რეგულირებას. ამ ყველაფერის შედეგად მალე ძლიერდება ყველა ჯგუფის კუნთები, იზრდება სხეულის მოქნილობა, ნორმაში მოდის წონა, მაღლდება სტრესის მიმართ წინააღმდეგობის უნარი.

 

აშტანგა იოგას კომპლექსის შესრულების დროს სხეული ხურდება და ოფლიანდება. ასე ხდება ფიზიკური, ენერგეტიკული და ინფორმაციული დასუფთავება. სწავლების მიხედვით ადამიანის სხეულში იმთავითვე არსებობს „ექვსი შხამი, სულიერი გულის გარშემო“ და დროდადრო საჭიროა მათგან გათავისუფლება. აშტანგაში არსებობს ექვსი საფეხური, რომელსაც სამადხისაკენ  (გასხივოსნება) მიჰყავხარ. ამბობენ, რომ როგორც კი მოსწავლეები პრაქტიკაში შესამჩნევ წარმატებებს აღწევენ, გურუ მათ საიდუმლოებებს აზიარებენ, რომლებსაც იოგას ზოგადად ხელმისაწვდომ ლიტერატურაში ვერ ამოიკითხავ.

იოგას ეს მიმდინარეობა მოსწავლისაგან ნებისყოფას და კარგ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. ვისაც სერიოზული ტრავმები ან ავადმყოფობა აქვს გადატანილი, ან პრობლემები აქვს კონცენტრაციასთან დაკავშირებით, უმჯობესია უფრო ადვილი და მარტივი სტილის პრაქტიკის ასანებით დაიწყოს, მაგალითად აიენგარა იოგით. დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი კვალიფიციური მასწავლებლის არსებობას, რომელიც სწავლებას ინდოეთის ტრადიციების მცველების საშუალებით არის ნაზიარები.

ჯოისის მიხედვით, იოგა არ უნდა მოერგოს პრაქტიკანტის სისუსტეს და არასრულყოფილებას, არამედ პირიქით, პრაქტიკანტი უნდა განვითარდეს იოგას იდეალების შესაბამისად.

დღესდღეისობით აშტანგა იოგას ტრადიციების მცველად მისი ქალიშვილი სარასვატი რანგასვამი და მისი შვილიშვილი რანგვასვამი შარატ ჯოისი ითვლება. კარნატაკას შტატის ქალაქ მაისორში ფუნქციონირებს„შრი კ.პატტაბხი ჯოისის სახ. აშტანგა იოგას ინსტიტუტი“.

იოგა ჯანმრთელობისთვის – ჰათჰა იოგა

ჰათჰა იოგა ალბათ ყველას გექნებათ გაგონილი. ის კლასიკური იოგის პოპულარული მიმდინარეობაა, რომლის საფუძველზე შემდეგ ბევრი თანამედროვე მიმართულება შეიქმნა, სიტყვა „ჰათჰა“ ორი სანსკრიტული ფუძისგან შედგება

: „ჰა“ – მზე, „თჰა“ – მთვარე. ზოგიერთ ლექსიკონში „ჰათჰა“ ნათარგმნია როგორც „შესრულებული ძალა“ ან „მძლავრი“.

როგორც დამოუკიდებელი სწავლება, ჩამოყალიბდა მე-15 საუკუნეში. თუმცა ის, რასაც ჩვენ დღესდღეისობით ვეძახით იოგას, სწორედ ჰათჰა იოგაა. დანარჩენი ბევრი მიმდინარეობის შესახებ – რაჯა იოგა, ბხაკტი იოგა, ჯნანა იოგა, აღმოსავლეთმცოდნეებმა ან ფილოსოფოსებმა თუ იციან. ესენი უპირველეს ყოვლისა ფილოსოფიური სწავლებებია, ვიდრე ფიზიკური პრაქტიკა. ჰათჰა იოგას ფუძემდებლად სვატმარამა ითვლება, ლეგენდარული მასწავლებელი, რომელიც მე-15-16 საუკუნეებში ცხოვრობდა ინდოეთში. მაშინ მის ხელთ არსებული ცოდნის და პრაქტიკის საფუძველზე სვატვარამამ შეადგინა „ჰათჰა იოგა პრადიპიკა“ – კლასიკური ტექსტი, რომელიც იოგას მთავარ პრინციპებს აღწერდა.

ჰათჰა იოგა შედგება სამი ძირითადი ელემენტისაგან: ასანები (იოგას პოზები), პრანაიმა (სუნთქვითი ვარჯიშები) და მედიტაცია. ამასთან ერთად ჰათჰა არა მხოლოდ პრაქტიკაა, არამედ გონების და სხეულის განწმენდის უნივერსალური მეთოდია. ძველი ინდუსების სწავლების მიხედით იოგა ეს მსოფლმხედველობაა, რომელიც გვთავაზობს ცხოვრების თავის სტილს და აზროვნების წესს. რაც შეეხება უშუალოდ პრაქტიკას, ჰათჰა იოგა განიხილავს ადამიანს, როგორც ენერგეტიკულ სისტემას. ან სისტემის შესაბამისად 13 არხის მეშვეობით ადამიანში ცირკულირებს ათი სახის ენერგია. ჰათჰა იოგას პრაქტიკის მიზანია, მათი სწორედ მართვის სწავლა. გარდა ამისა, ადამიანს სხეულზე აქვს მარმები – განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილები, რომელთა დაზიანებაც არღვევს ენერგიის ცირკულაციას და იწვევეს ავადმყოფობას, სიკვდილსაც კი. სასიცოცხლოდ აუცილებელი მარმებია: ფეხისგულები, ტერფები, მუხლები, ბარძაყები. მუცელი, მზის წნული, მკერდი, ზურგი, ხელის მტევნები, წინამხარი, მხრები, კისერი, კეფა, ყბა, თვალები, თხემი.

ჰათჰა იოგას ვარჯიშების შესრულების დროს აუცილებელია ყურადღების კონცენტრაცია გაკეთდეს სხეული ამ ნაწილებზე (განსაკუთრებით სახსრებზე და ხერხემალზე) და ტკივილის შემთხვევაში მოხდეს მათი მოდუნება. ვარჯიშის დროს მნიშვნელოვანია სწორედ სუნთქვა, თანდათან არასასიამოვნო შეგრძნებებისგან გათავისუფლება ანუ როგორც იოგები ამბობენ „მიწაში მოხდეს მათი გაშვება“.

განსაკუთრებული დატვირთვა ჰათჰა იოგაში სხეულის სრულყოფაზე კეთდება, ამიტომ სისტემა მოიცავს ცნობილ სტატიკურ და დინამიკურ ასანებს. ყველანაირი გასაოცარი დაგრეხვა, გაწელვა, ხელებზე და თავზე დგომა, რისი დემონსტრირებაც ასე უყვართ იოგებს – ეს ყველაფერი ჰათჰა იოგაა.

წყარო – http://www.fitni.ge

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close