საკითხავისასარგებლო

იოგა ჯანმრთელობისათვის – კუნდალინი იოგა და ასანები

ზოგადად იოგას შესახებ ბევრი ინფორმაცია არსებობს. ყველა ინფორმაციაში ვაწყდებით ზოგადად ერთი და იგივე აზრს, რომ იოგა ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა.
მინდა გითხრათ, რომ იოგა მხოლოდ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას არ უწყობს ხელს. მოდით სხვა სახის იოგა გვერდით გადავდოთ და ჯანმრთელობაზე ვისაუბროთ. იოგას სხვადასხვა ტიპი არსებობს. მოდით დღეს ერთ-ერთი მათგანი განვიხილოთ.

იოგას სისტემით რეგულარული ვარჯიში სასიკეთოდ მოქმედებს ჰორმონალურ და ვეგეტატიურ სისტემაზე, აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას და ნივთიერებათა ცვლას. იოგა ხელს უწყობს ზედმეტი წონის დაკლებას და სულიერი წონასწორობის მიღწევას.

იოგას მთავარი მიზნები

იოგაში წარმატების მიღწევა ყველას შეუძლია, ვინც სიზარმაცეს დაძლევს. ასაკს, სიმაღლეს, წონას, ჯანმრთელობის მდგომარეობას არ აქვს მნიშვნელობა: გააზრებული დატვირთვა და შეუპოვარი მეცადინეობა ყველა პრობლემას დაძლევს.

მედიტაციის და ასანების, ანუ პოზების საშუალებით, რომლებიც ორგანიზმის სხვადასხვა სფეროებზე მოქმედებენ, იოგა ადამიანს  საკუთარი სხეულის, გონების და გრძნობების მართვას ასწავლის. მისი მიზანია სხეულის ისე გავარჯიშება, რომ ნებისმიერ, ყველაზე რთულ ასანებშიც კი თავს კომფორტულად გრძნობდეთ და შეგეძლოთ მედიტაცია.

იოგას კლასიკური პრაქტიკა შედგება რვა თანამიმდევრული საფეხურისგან: ასანების შესრულებიდან დაწყებული სუნთქვის ტექნიკის და ექსტაზის მდგომარეობით დასრულებული, როცა ადამიანი სრულ ჰარმონაში მოდის სამყაროსთან. დღესდღეისობით არსებობს იოგას სხვადასხვა სკოლები, მაგალითადპაუერ იოგა, რომელიც აქცენტს ფიზიკურ ვარჯიშებზე აკეთებს, იყენებენ სპორტულ კლუბებში და სექციებში. არის სკოლები, რომელიც მიმართულია სულიერი ასპექტების სწავლებაზე (ასტრალ იოგა, კაუზალ იოგა).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იოგას ასანები

სანკრისტულიდან თარგმანში „ასანა“ – არის უძრავი და მოხერხებული პოზაა, როდესაც ხდება შინაგანი კონცენტრაცია. ენერგიის და ფიზიოლოგიური პროცესების მართვა ორგანიზმში ხორციელდება სხეულის დაჭიმვის, შეკუმშვის და დაძავის საშუალებით.

ამბობენ, რომ იოგას ვარჯიშისთვის საკმარისია წიგნები და სავარჯიშო საფენი, თუმცა ძველინდური მეცნიერების შეცნობაში მაინც უპირველეს ყოვლისა აუცილებელია მასწავლებელი, ანუ გურუ. ის უხსნის მოსწავლეს იოგას საფეხურებს, რომლიდან ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასანების სწორი შესრულებაა. ადამიანმა თავისი ფიქრები ისე უნდა მიმართოს, რომ ისინი არა ხელს უშლიდნენ, არამედ ეხმარებოდნენ სხეულის მოდუნებაში, რომელიც ეწინააღმდეგება მის შეუჩვეველ მდგომარეობას. თანდათან სწავლობთ თქვენი სხეულის მართვას, რაც პირველ ეტაპზე წარმოუდგენლად რთული გეჩვენებოდათ.

ძველი წყაროების მიხედვით აურაცხელი რაოდენობის ასანები არსებობს. მათ განასხვავებენ სხეულზე მოქმედების (გაჭიმვითი, დაგრეხილი, ძალოვანი, გადმოტრიალებული, კომბინირებული) და გონებაზე (მედიტაციური, რომელიც იოგას მაღალი საფეხურებისთვის ამზადებს და თერაპიული, რომელსაც აქვს ფსიქო- და ფიზიოთერაპიული ეფექტი) ზემოქმედების ტიპის მიხედვით. პირველი ასანა, რომელსაც სწავლების საწყის ეტაპზე გადიან, არის ტადასანა. საწყისი მდგომარეობა:  დადექით სწორედ, ფეხები და ქუსლები შეაერთეთ, ხელები ტანის გასწვრივ თავისუფლადაა ჩამოშვებული. აუცილებელის სხეულის ცენტრზე კონცენტრირება (წერტილი რომელიც ჭიპის ოდნავ ქვევითაა განლაგებული) და თანაბრად გადაანაწილოთ მთელი სხეულის წონა ტერფებზე. მიუხედავად პოზის ერთი შეხედვით სიმარტივისა, ბევრისთვის არც ისე ადვილია მისი შესრულება: ხუთი წუთის განმავლობაში სწორედ დგომა, რწევის გარეშე საკმაოდ რთულია.

კიდევ ერთი ასანა, რომელსაც პირველ ეტაპზე ასწავლიან, ეს არის – შავასანა, რომელსაც მკვდარ პოზას უწოდებენ. მოსწავლეები წვებიან იატაკზე და ადუნებენ ყველა კუნთს. არც შავასანას შესრულებაა ადვილი. ბევრი შეცდომით მიიჩნევს მას, როგორც ჩვეულებრივ მოდუნებას ფიზიკური დატვირთვების შემდეგ და უბრალოდ იძინებენ გაკვეთილის ბოლოს. მენტალური თვალსაზრისით შავასანა ერთერთი ყველაზე რთული ასანაა იოგას პოზებში. აქ არა მხოლოდ კუნთების მოდუნებაა საჭირო, არამედ ყველა ფიქრის დათრგუნვა, სრულად გადართვა საკუთარი შეგრძნებების გააზრებაზე.

ერთერთი ყველაზე პოპულარული კომპლექსების ასანაა –სურია ნამასკარი (მზის მისალმება). ძველ ინდურ ხელნაწერებში აღწერილი ამ კომპლექსის შესრულების ტექნიკა, საკმაოდ განსხვავდება დღევანდელობაში მიღებული თანამიმდევრობისაგან. ინდურ მითოლოგიაში მზის ღმერთს სურიას ეთაყვანებოდნენ როგორც ჯანმრთელობის და უკვდავების სიმბოლოს.

კომპლექსი სრულდება როგორც მთლიანი უწყვეტი ვარჯიში. ყველა მომდევნო პოზა წინას საპირისპიროა. ინდურ ტექსტებში წერდნენ, რომ მოსწავლე, რომელიც ასრულებს ამ კომპლექსს, ელოდება ყველა ავადმყოფობისაგან განკურნებას, მათ შორის სიყვითლის და კეთრისგან. თანამედროვე ადამიანების უმეტესობა, რომლებიც იოგას მისდევენ, ასანებს განიხილავენ როგორც განსაკუთრებულ თერაპიულ ვარჯიშებს და მხოლოდ ცოტა სწვდება მის ღრმა აზრს, რომელსაც ყველაზე კარგად თავად იოგები ხსნიან.

იოგა ეს არაა მხოლოდ კუნთები, აქ სხეული ემორჩილება გონებას და არა პირიქით. თანამედროვე ფსიქოლოგების კვლევებმა აჩვენა, რომ სახის მიმიკის მცირე ცვლილებებიც კი თავისდა უნებლიედ ნერვულ სისტემაზე ახდენს გავლენას. იოგაში კი ასანები სუნთქვის ტექნიკასთან ერთად ადამიანის თვით განწყობაზე მოქმედებს.

„როგორც კი საკუთარ თავში ფაქიზი აღთქმის უნარს ვიპოვით, შინაგანი სრულყოფის გრძნობა გაგვიჩნდება, მასთან ერთად კი სრული კმაყოფილების განცდა… გავხდებით უფრო მშვიდი, სავსე, დაკმაყოფილებული და გულწრფელი. აღარ გაგვიჩნდება აუცილებელი მოთხოვნილება მხარდაჭერა და შექება მივიღოთ გარე სამყაროდან, რადგან ენერგეტიკულად თავად ვიქნებით სრულყოფილი, საკუთარ მე-ში შინაგანად ჩაღრმავებული.“

ინფორმაცია ამოღებულია წიგნიდან – „თვითშემეცნების იოგა“.

 

იოგა ჯანმრთელობისათვის – კუნდალინი იოგა

კუნდალინი იოგა – ეს არის ერთერთი მიმდინარეობა იოგაში, სადაც მთავარ როლს სუნთქვითი ტექნიკა ასრულებს. კუნდალინი იოგას მიზანია ენერგიის მძლავრი ნაკადის, კუნდალინის გამოღვიძება, რომელიც ყველა ადამიანში არსებობს და მიძინებულია.

 

კუნდალინი იოგას წარმოშობა

როგორი სახითაც მას დღეს ვიცნობთ, დასავლეთ სამყაროს მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში იოგი ბხაჯანიმ (1929-2004) გააცნო. თავის ლექციებში იოგი ბხაჯანი გადმოსცემდა, თუ როგორ შეუძლია კუნდალინი-იოგას ადამიანში მიძინებული სულიერი ენერგიის გამოღვიძება, რომელიც გველის მსგავსად დახვეულია სადღაც გავის ძვლის მიდამოებში. ღვთიურ ცნობიერებასთან შესარწყმელად (ესაა ამ პრაქტიკის მიზანი), იოგამ უნდა გამოაღვიძოს ენერგია და მიმართოს ის ზევით ცენტრალური ენერგეტიკული არხისაკენ – ხერხემლის სვეტისკენ. ამ მიმარულებით ვარჯიშს დღეში რამდენიმე წუთს თუ დაუთმობთ, შეძლებთ ცხოვრებაში წონასწორობის და ჰარმონიის მიღწევას.

იოგას სხვა გავრცელებული სახეებისაგან განსხვავებით, კუნდალინი-იოგაში თითქმის არ გამოიყენება ჰათჰა-იოგას კლასიკური ასანები. თუმცა, როგორც მასწავლებლები ირწმუნებიან, კუნდალინი-იოგა შედეგებს სწრაფად იძლევა, რასაც ჰათჰა-იოგაში წლები სჭირდება.

კუნდალინი-იოგას პრაქტიკა აგებულია კრიიებზე,  ერთმანეთთან ფიზიკური და სუნთქვითი ვარჯიშებით დაკავშირებულ ნაკრებზე და მანტრით თანმხლებ მედიტაციებზე. თითოეული კრიიას შესრულებაზე გამოყოფილია ზუსტად განსაზღვრული დრო. ითვლება, რომ კუნდალინი იოგა უკვე შესამჩნევ ეფექტს ვარჯიშის მეოთხე თვეზე იძლევა.

კუნდალინი-იოგა ნარკოდამოკიდებულებისაგან განსაკურნებელ ეფექტურ მეთოდად ითვლება. ვარჯიშის დროს, როცა საჭიროა ჰაერის ინტენსიური შესუნთქვა-ამოსუნთქვა, სისხლში ენდორფინების (ბედნიერების ჰორმონები) დიდი რაოდენობით გამოყოფა ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნარკოტიკებისაგან ან ალკოჰოლისაგან მკურნალობის დროს.

თუმცა კუნდალინი-იოგას შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანის მოტანაც შეუძლია, განსაკუთრებით არამყარი ფსიქიკის ადამიანებისათვის. სუნთქვითი ვარჯიშების შესრულების დროს არის ფარული სერიოზული დაავადებების, მაგალითად ეპილეფსიის გამწვავების საფრთხე. ამიტომ მნიშვნელოვანია ვარჯიშების გამოცდილი სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ დაწყება. როგორც იოგი ბხაჯანი ამბობდა: „სხეულის მოქნილობა და სხვადასხვა პოზების მიღების უნარი ადამიანს იოგად რომ აქცევდეს, მაშინ ცირკის აკრობატები იქნებოდნენ საუკეთესო იოგები.

იოგი ბხაჯანმა აშში-ში დაარსა საქველმოქმედო ფონდი„ჯანმრთელობა, ბედნიერება, დალოცვა“ – ორგანიზაცია, სადაც ასწავლიდნენ იოგას.

იოგი ბხაჯანი: იოგას პრაქტიკის 22 ძირითადი ფორმა არსებობს და ყოველ მათგანში აქცენტი გაკეთებულია ერთი მთლიანის ამა თუ იმ ასპექტზე. ზოგი აქცენტს აკეთებს სხეულის ფორმის გამოყენებაზე, ისე როგორც ჰათჰა იოგაში, სხვები ხაზს უსვავენ ხმის გამოყენებას, როგორც მანტრა იოგაშია, ან ვიზუალური ფორმაზე, როგორც იანტრა იოგაშია. ამ სიტუაციის აღსაწერად კარგი მაგალითია ბრილიანტი. პრაქტიკის სხვადასხვა ფორმები მის წახნაგებს შეგვიძლია შევადაროთ. ბრილიანტი მშვენიერია. ზოგი წახნაგი დახვეწილია ისე, რომ შუქი გარდატყდება მასზე დაცემისას, იპყრობს თქვენს ყურადღებას და ახალ განზომილებას გიხსნით თვალწინ. კუნდალინი იოგა – ეს ბრილიანტია. თუ მას რომელიმე მხრიდან შეხედავთ – დაინახავთ წახნაგს. თუ შეეცდებით შეიცნოთ მთელი კრისტალი ამ კონკრეტული წახნაგის მეშვეობით, წარუმატებლობა გელოდებათ, თქვენი აღთქმა ზედაპირული და არასრული იქნება“.

წყარო : http://www.fitni.ge

 

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close