არქივი

ლომის ბოკვერი – იშვიათი, თეთრი ფერის ბოკვერი.

fa9ba769c119
ქალაქ ლეონის (მექსიკა) ზოოპარკში დაიბადა თეთრი ფუმფულა ლომის ბოკვერი, რომელიც წარუდგინეს პრესას და ზოოპარკში შემოსულ მნახველებს. ჯერ კიდევ არ მოუფიქრებიათ , თუ რას დაარქმევენ პატარა ლომის ნაშიერს, მაგრამ ეს სრულიადაც არ უშლის ხელს, რომ იგი იყოს როგორც თანამშრომლების, ასევე ზოოპარკის მნახველების სიყვარულის და ყურადღების ცენტრში . როდესაც თქვენ შეხედავთ ამ უნიკალურ ზოოპარკის „მეფის“ ნაშიერს , არ არის დასაჯერებელი, რომ დროთა განმავლობაში იგი გაიზრდება და გახდება საშინელი, საზარელი მტაცებელი.

თეთრი ლომების დაბადება – გენეტიკური დაავადებების , ლეიკიზმების შედეგად ხდება- რომელშიც ალბინიზმთან განსხვავებით , მელანოციტების უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ მელანინს- სრულიად არ არსებობს. ამიტომაცაა ლომის ბეწვის შეფერილობა უფრო მკრთალი თეთრი, ვიდრე ჩვეულებრივი ლომების. ასეთი ცხოველები არ არიან ალბინოსები : კანის და თვალების პიგმენტაცია ნორმალური აქვთ… ალბინიზმი ლათინური სიტყვაა. ”ალბუს” თეთრს ნიშნავს. ეს არის გეეტიკური გადახრა რაც განპირობებულია ფერმენტ “ტიროზინაზას” არ ქონით. ეს ფერმენტი მელანინის ნორმანული სინთეზისთვისაა საჭირო, მელანინი სწორედ ის ნივთიერებაა რომელიც პასუხს აგებს კანის, თმის და თვალის ფერის შეფერილობაზე. ალბინოსი ფრინველები და ცხოველები სრულიად თეთრები არიან, ნისკარტიდან კუდსა და კლანჭებამდე, რქებიდან ჩლიქებამდე. ალბინიზმი გახლავთ მოცემული სახეობისთვის ნორმალური პიგმენტაციის შეფერილობის უქონლობა.

841646f006a5
ზოოპარკში დაბადებული ეს ნადირთა „მეფის“ ნაშიერი არ არის ალბინოსი : კანის და თვალების პიგმენტაცია ნორმალური აქვს…
ამჯამად მეგობრული და ანცი ლომის ბოკვერი თავს გრძნობს მშვენივრად. დაბადების მერე, მას თვალები ერთი კვირის შემდეგ აეხილა, ლომის შემთხვევაში -მშობიარობისას გართულება ძალიან იშვიათია ; დედა ლომი კილოგრამზე პატარა ბოკვერს ბადებს, ამიტომ გართულებები ნაკლებადაა ხოლმე … ლომები ცოცხლობენ 20-25 წელს.

a4be6a835d0f
27fbb0142181
f73e8a82a05b

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button