ჭადრაკი ბრძენთა თამაში 5/5
მეფის მრჩეველი-დედოფლად
XV_XVI საუკუნეებში თამაშში ევროპელებმა ცვლილებები შეიტანეს_დაფა შავთეთრი გახდა მანამდე აღმოსავლეთში ერთი ფერის იყო. აგრეთვე შემოიგეს ახალი წესები:საწყისი პოზიციიდან პაიკის ორ უჯრაზე გადაადგილება,აგრეთვე როქი. ლაზიერი და კუ უფრო ძლიერი ფიგურები გახდნენ (ამიერიდან მათ მთელ დიაგონალზე გადაადგილება შეეძლო. გარდა ამისა ლაზიერი აღზევდა და მეფის მრჩევლის ნაცვლად ჭადრაკის ყველაზე ძლიერ ფიგურად დედოფლად იქცა.
პირველი ჩემპიონატი
პირველი საჭადრაკო სკოლა XVI_XVII საუკუნეებში იტალიაში ჩამოყალიბდა, რომელმაც ჭადრაკი ხელოვნების დარგში აიყვანა. XVIII საუკუნეებში საჭადრაკო ცხოვრების ცენტრმა უკვე საფრანგეთში გადაინაცვლა. იმ პერიოდის უძლიერეცმა მოთამაშემ ფილიდორმა კი დაამტკიცა, რომ ჭადრაკი მეცნიერული შესწავლის საგანი უნდა გამხდარიყო.
XIX საუკუნეში ძლიერი საჭადრაკო სკოლები ინგლისში, გერმანიაში, ავსტრია უნგრეთსა და პოლონეთში ჩამოყალიბდა. თამაშმა ატლანტის ოკიანეც გადასერა და ამერიკაშიც გავრცელდა. სწორედ XIX საუკუნეში გამოვლინდა მსოფლიოს პირველი ოფიციალური ჩემპიონიც_ვილჰემ სტეინიცი. ჭადრაკის ე.წ. პოზიციური სკოლის შემქმნელმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ,,ბრძენთა თამაშის განვითარებაში”
ჭადრაკი მზითვში
სავარაუდოდ ჭადრაკი საქართველოში ინდოელი ვაჭრების ან სპარსელების შემოტანილი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში ის ჩვენთვის არაბთა შემოსვლამდე იყო ცნობილი. ჭადრაკი გვხვდება მრავალ ქართულ ისტორიულ წყაროსა და ძეგლში.პირველად კი ის მოხსენიებულია XI საუკუნის საეკლესიო მოღვაწის გიორგი ათონელის გადმოქართულებულ. ბასული დიდის თხზულებაში ,,ექუსთა დღეთა” რაოდენ საპატიო ადგილი ეკავა ჭადრაკს ქართულ ცხოვრებაში, იქიდანაც ჩანს რომ ქალს მზითვად გენიალურ ,,ვეფხისტყაოსანთან” ერთად ჭადრაკსაც ატანდნენ აღმოჩენილია XII, XV და XVII საუკუნის ქართული ჭადრაკის კომპლექტები