საკითხავისასარგებლო

მოდელების ორი მარტივი დიეტა

ბევრ გოგოს უნდა, რომ მისი სხეული ლამაზი და გამოკვეთილი იყოს. სწორედ ამის გამო ისინი სხვადასხვა დიეტებს მიმართავენ რათა თავი ფორმაში მოიყვანონ. თუმცა მათ ეს ხშირ შემთხვევაში არ გამოსდით და ბიჭებს სხვა არაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ ვუთხრათ რომ ისინი გახდნენ. წარმოგიდგენთ ორი სახის დიეტას, რომელიც ძალიან გავრცელებულია მოდელებს შორის. ეს დიეტა არის გადამოწმებული და დამტკიცებულია, რომ იგი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ მოქმედებს. ნუ დაიწყებთ დიეტობას ისეთი ინგრედიენტებით, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს თქვენი იმუნიტეტი და დაგასუსტოთ.

ხოდა როგორც ვამბობდი ამ პოსტში განახებთ დიეტის ორ ყველაზე გავრცელებულ ვარიანტს, რომელსაც მოდელები იყენებენ. როგორც იცით მოდელს მოდელი იმიტომ ჰქვია, რომ მას კარგი ტანის მოყვანილობა აქვს და ზედმეტი წონა არ აწუხებს. როგორ ახერხებენ ისინი მუდმივად ასეთ ფორმაში ყოფნას თქვენ იცით. დიეტის გარეშე ეს შეუძლებელია. როგორც იცით სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს და ისინი მუდმივად დიეტაზე ზიან. პირველი დიეტის ვარიანტი გრძელდება სამი დღე და ამ სამი დღის განმავლობაში თქვენ 4 კილოგრამს იკლებთ.

მოდელების დიეტის მენიუ:

  • დილა – თოხლო კვერცხი
  • შუადღე – ჩაი უშაქრო რამდენიც გინდათ
  • საღამო – ვიმეორებთ შუადღის პორციას

ამ დიეტის დასრულების შემდეგ სამ დღეში სენ 4 კილოგრამს დაიკლებ. თუ უფრო მეტი წონის დაკლება გინდა, მაგალითად ათი კილოგრამი ან მეტი, ჩემი რჩევა იქნება, რომ რაც შეიძლება დიდ ხნიანი დიეტა გამოიყენო. ორგანიზმისთვის საზიანოა ორ სამ დღეში მაგხელა წონის ერთიანად დაკლება.

მეორე ვარიანტის დიეტას მანეკენის დიეტას უწოდებენ მეორენაირად. ამ დიეტის პრინციპი ისაა, რომ დიეტაზე მჯდარმა ადამიანმა რაც შეიძლება ნაკლები კალორიები უნდა მიიღოს 24 საათის განმავლობაში. რეკომენდირებულია, რომ 1000 კალორიაზე მეტი არ მიიღოთ და ამასთან ერთად მუდმივად ცხელი სითხე უნდა მიიღოთ. უმჯობესია ჩაი და რა თქმა უნდა შაქრის გარეშე.

მანეკენის დიეტის მენიუ:

  • დილა- 50 გრამი უცხიმო ხორცი, ერთი ნაჭერი თხელი კარაქიანი პური, მწვანე ჩაი უშაქროდ.
  • შუადღე – 100 გრამი უცხიმო ხორცი ან თევზი, მწვანე ჩაი უშაქროდ.
  • საღამო – ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავად, მწვანე ჩაი უშაქროდ.

სულ ეს იყო გისურვებთ წარმატებებს

წყარო :  http://notepad.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close