არქივი

თანამედროვე ინჟინერთა 7 საოცრებები

250px Course Channeltunnel ka

ლა-მანშის გვირაბი

ევროგვირაბი, ლა-მანშის გვირაბი (ფრანგ. tunnel sous la Manche, ინგლ. Channel Tunnel ან Euro Tunnel) — რკინიგზის გვირაბი, რომელიც ლა-მანშის ქვეშ გადის და აკავშირებს კონტინენტურ ევროპას დ. ბრიტანეთის კუნძულთან. გვირაბის პუნქტებია კალე, საფრანგეთი — დუვრი, ინგლისი. გვირაბი ოფიციალურად გახსნეს ფრანსუა მიტერანმა და დედოფალმა ელისაბედ II-მ 1994 წლის 6 მაისს.

i309239711 31337 5
გვირაბის სიგრძე შეადგენს 51 კმ, მათ შორის 39 კმ არხის ქვეშ მდებარეობს.
ამერიკის ინჟინერ-მშენებართა საზოგადოებამ (American Society of Civil Engineers) ევროგვირაბი თანამედროვე მსოფლიოს შვიდ საოცრებათა სიაში შეიტანა.

ტორონტოს ტელეანძა
300px Cntower2
ტორონტოს ტელეანძა, ასევე კანადის ეროვნული ტელეანძა (CN Tower) ყველაზე მაღალი ცალკე მდგომი სტრუქტურაა მსოფლიოში, 553,33 მეტრი სიმაღლით. მდებარეობს ტორონტოში, ონტარიო, კანადა და ქალაქის სიმბოლოდ ითვლება (გეოგრ. კოორდ. 43°38′33.24″N, 79°23′13.7″W). მას ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.
ტორონტოს ტელეანძის მშენებლობა 1973 წლის 6 თებერვალს დაიწყო კანადის ნაციონალური რკინიგზის მიერ, რომელსაც მძლავრი ტელე-რადიო საკომუნიკაციო პლატფორმა სჭირდებოდა დიდ ტორონტოს რეგიონში, და ასევე ნაწილობრივ კანადის ინდუსტრიის სიმძლავრის დემონსტრირებისთვის. პროექტის ჯგუფის მთავარი წევრები იყვნენ კომპანიები NCK Engineering როგორც სტრუქტურის ინჟინრები; John Andrews Architects; Webb, Zerafa, Menkes, Housden Architects; Foundation Building Construction და Canron (აღმოსავლეთის სტრუქტურის განყოფილება).
პროექტზე მუშაობა დღე-ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ მიმდინარეობდა (შაბათ-კვირის გარდა) დაახ. 40 თვის განმავლობაში 1.537 მუშის მიერ და საბოლოოდ 1976 წლის 26 ივნისს გაიხსნა. სტრუქტურის მოკლეტალღოვანი მიმღებები შორეული სიგნალებისთვის 338 მეტრზეა დამონტაჟებული, ხოლო ტრანსმისიის ანტენა კი ანძის თავზეა მოთავსებული. მშენებლობა დაახ. $300 მილიონი კანადური დოლარი ($260 მილიონი აშშ-ის დოლარი 2005 წლის კურსით) დაჯდა და თვითღერებულება ამოღებულ იქნა 15 წელიწადში.
ლითონის კიბე 1.776 საფეხურით აღწევს სკაი-პოდის დონემდე (447 მ/147 სართული) და ყველაზე მაღალი ლითონის კიბეა დედამიწაზე. ეს კიბე მხოლოდ ავარიულ შემთხვევაში გამოყენების მიზნით არის დამონტაჟებული და საზოგადოებისთვის დახურულია, წელიწადში ორჯერ საქველმოქმედო მიზნებით ჩატარებული კიბეზე ასვლის ღონისძიებების გამონაკლისის გარდა. საშუალო ამსვლელი კიბის თავთან მიღწევას დაახ. 30 წუთს ანდომებს, ხოლო ყველაზე სწრაფი ამსვლელის რეკორდი დღემდე იყო 7 წუთი და 52 წამი.
ტელეანძის სათაურში აკრონიმი CN პროექტის წამომწყები კანადის ნაციონალური რკინიგზის (Canadian National Railway) აღმნიშვნელია. 1995 წლის პრივატიზაციის შემდეგ ანძა კანადის მიწათა კომპანიის (Canada Lands Company) საკუთრება გახდა. თუმცა ტორონტოს მოქალაქეების სურვილით ანძას ძველი სახელი დარჩა და ამჟამად აკრონიმი CN ოფიციალურად “კანადის ეროვნულს” ნიშნავს.
342 მეტრის ნიშნულზე შემინული სართული და პანორამის ღია სათვალთვალო ტერასა მდებარეობს. 346 მეტრის ნიშნულზე კი “ჰორაიზონს კაფეა” და დახურული სათვალთვალო დარბაზია. 360 მეტრის სიმაღლეზე მბრუნავი რესტორანი “360” მდებარეობს, რემელიც სრულ ბრუნს ყოველ 72 წუთში ასრულებს.
სკაი-პოდი (Sky Pod) მცირე დახურული პლატფორმაა 447 მ. სიმაღლეზე და მსოფლიოში ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი პანორამული სათვალთვალო დეკია. აქედან მოწმენდილ ამინდში ხედვადობა 120 კმ-ს აღწევს და ონტარიოს ტბის გაღმა აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე ქ. როჩესტერის სილუეტის დანახვა შეიძლება.

220px CNTowerLookingStraightUp
შედარებები
1995 წელს ამერიკის სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოებამ ტორონტოს ტელეანძა თანამედროვე შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთად დაასახელა. ის ეკუთვნის უდიდესი კოშკების მსოფლიო ფედერაციას. 1996 წელს გინესის რეკორდების წიგნმა ის მსოფლიოს უმაღლეს შენობად და ცალკე მდგომ სტრუქტურად” დაასახელა და ნაგებობა დღემდე ინარჩუნებს ამ ტიტულს.
არსებობს სხვა უფრო მაღალი სტრუქტურები, თუმცა მათ ცალკე მდოგომი ნაგებობის სტატუსი არა აქვთ. გამონაკლისია პეტრონიუსის ტაუერი (ნავთობ პლატფორმა), რომელიც 645 მეტრისაა და უმაღლესი ცალკე მდგომი სტრუქტურაა, თუმცა მისი თავის გარდა ის მთლიანად წყალქვეშაა. ბურჯ დუბაი, რომელიც 2008 წელს უნდა დასრულდეს, შენობის დეველოპერთა მტკიცებით, ტორონტოს ტელეანძას გაუსწრებს სიმაღლით.

cn tower toronto lightning
საინტერესო ფაქტები
ტორონტოს ტელეანძა 20 მეტრით მაღალია მოსკოვის ოსტანკინოს ტელეანძაზე.
ტორონტოს ტელეანძას წელიწადში მეხი 76-ჯერ ეცემა.
ტორონტოს ტელეანძის ქარწინაღობა 420კმ/სთ-ია.
მისი ლიფტები 22კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს და 58 წამი სჭირდება “ლუქაუტ” სათვალთვალო პლატფორმაზე ასასვლელად.
ტორონტოს ტელეანძა თითქმის ორჯერ მაღალია ეიფელის კოშკზე.
120 მილი/სთ-ში ქარის პირობებში ანძა 1.07 მეტრით იხრება ანტენის თავთან, 0,46 მ-ით სკაიპოდთან, და 22,9 სმ-ით მთავარ სათვალთვალო დეკთან.
ტორონტოს ტელეანძას შეუძლია გაუძლოს 8,5 მაგნიტუდის მიწისძვრას (რიხტერის შკალით).
1979 წელს ორ მუშას როიალის კიბით ანძის ზემო პლატფორმაზე ატანაში 7,5 საათი დასჭირდა.

ემპაირ სტეიტ ბილდინგი
220px Manhattan at Dusk
ემპაია სტეიტ ბილდინგი (ინგლ. Empire State Building), 102 სართულიანი თანამედროვე არტ-დეკო სტილის შენობა ნიუ-იორკ სიტიში, დაპროექტებული „შრივ, ლემბ ენდ ჰარმონ ასოშიეტს“ მიერ და აშენებული 1931 წელს. ცათამბჯენს სახელი ნიუ-იორკის შტატის მეტსახელის გამო დაერქვა და დღემდე ყველაზე მაღალ შენობად რჩება ქალაქ ნიუ-იორკში.
სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკულმა საზოგადოებამ შენობა მსოფლიოს ერთ-ერთ თანამედროვე შვიდ საოცრებათაგან შერაცხა. შენობა ასევე ეკუთვნის უდიდეს ცათამბჯენთა მსოფლიოს ფედერაციას.

ისტორია და სტატისტიკა
ემპაია სტეიტ ბილდინგის მშენებლობა დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობდა მსოფლიოში უდიდესი შენობის ტიტულის კრაისლერ ბილდინგისთვის წასართმევად. ის რჩებოდა მსოფლიოს უმაღლეს ცათამბჯენად რეკორდულად დიდი ხნის – 41 წლის განმავლობაში (ხოლო მსოფლიოში უმაღლეს ადამიანის შექმნილ ნაგებობად 23 წელი), მსოფლიო სავაჭრო ცენტრისა და მცირე ხნის შემდეგ სირს ტაუერის მშენებლობის დასრულებამდე. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ემპაია სტეიტ ბილდინგი ისევ ნიუ-იორკში უმაღლესი ხოლო აშშ-ში სიმაღლით მე-2 შენობა ხდება.
შენობის გამორჩეული არტ-დეკო ქიმი თავდაპირველი დიზაინით დირიჟაბლთა დეპო უნდა ყოფილიყო, თუმცა რამდენიმე მცდელობის შემდეგ იდეა არაპრაქტიკული და საშიში გამოდგა შენობის სიდიდით გამოწვეული მქროლი ქარების გამო.
ემპაია სტეიტ ბილდინგი 381 მეტრი სიმაღლისაა 102-ე სართულის ბოლოს, ხოლო ნაგებობის სრული სიმაღლე 448 მეტრს აღწევს. შენობა ოფიციალურად გაიხსნა 1931 წლის 1 მაისს, თუმცა მასში ოფისების მნიშვნელოვანი წილი გაუქირავებელი დარჩა 1940-იანებამდე. შენობას სახელი სწორედ ამ დაუსახლებელი სტატუსის გამო დაერქვა. შენობის ქიმზე დამაგრებული დიდი სატელევიზიო ანტენა დამატებულ იქნა 1950-იანებში.
სახალხო ობსერვატორია შენობის თავზე ქალაქის შესანიშნავ ხედს შლის და ტურისტებისთვის ძალზედ პოპულარული ადგილია. შენობის თავი ღამით ილუმინირებულია სეზონისთვის შესაფერისი სხვადასხვა ფერის განათებით. მაგ. ფრენკ სინატრას გარდაცვალების შემდეგ შენობა ლურჯი სინათლის ”შეიმოსა” მომღერლის მეტსახელის “Ol’ Blue Eyes” ნიშნად.
მსოფლიო სავაჭრო ცენტრის განადგურების შემდეგ რამდენიმე თვე განათება წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებში იყო, შემდეგ კი ისევ ჩვეულ სეზონურ ფერებს დაუბრუნდა.
შენობა დაახლოებით 330.000 მეტრულ ტონას იწონის. მას 6.500 ფანჯარა, 73 ლიფტი და 1.860 საფეხური აქვს შენობის თავამდე; მისი სრული ფართია 204.385 მ2; საფოსტო მისამართია #350 მეხუთე ავენიუ, ს/კ 10118; მდებარეობს 33-ე და 34-ე ქუჩებს შორის მეხუთე ავენიუზე, მიდთაუნ მანჰეტენზე.
შენობის ადგილზე ადრე განთქმული ვალდროფის სასტუმრო მდებარეობდა, სადაც პერიოდულად კლუბი „The Four Hundred“ (მე-19 საუკუნის ნიუ-იორკის სოციალური ელიტა) წევრები იკრიბებოდნენ.

empire state building
empire state building 1

ოქროს კარიბჭე (ხიდი)
350px GoldenGateBridge 001
ოქროს კარიბჭე (ინგლ. Golden Gate Bridge – ოქროს კარიბჭის ხიდი) — დაკიდული ხიდი გოლდენ-გეიტის სრუტეზე, რომელიც სან-ფრანცისკოს უბეს წყნარ ოკეანესთან აერთებს. ხიდის სრული სიგრძე 2.7 კმ-ია; დისტანცია საყრდენ კოშკებს შორის 1.280 მ, ხოლო სიმაღლე ხიდის მაგისტრალურ ნაწილსა და წყალს შორის საშუალოდ 67 მ. ორი საყრდენი კოშკი 227,4 მ-ია წყლის ზევით. მთავარი დაკიდული კაბელების დიამეტრი — 0,91 მ.
ოქროს კარიბჭე ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი იყო მსოფლიოში მისი მშენებლობის დასრულების ჟამს 1937 წელს და მას შემდეგ სან-ფრანცისკოს საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლო გახდა. ამჟამად ხიდი სიდიდით მეორე დაკიდული ხიდია აშშ-ში ვერაძანო-ნეროუს ბრიჯის შემდეგ (ნიუ-იორკი).
ოქროს კარიბჭეზე დღეში 118 000 ადამიანი გადადის.
GoldenGateBridge3

იტაიპუს კაშხალი
250px ItaipuAerea2AAL
იტაიპუს კაშხალი (გუარანი Itaipu; პორტ. Itaipu; ესპ. Itaipú) — ჰიდროელექტრო დამბა მდინარე პარანაზე, ბრაზილია-პარაგვაის საზღვარზე. სახელი „იტაიპუ“ აღებულ იქნა იმ პატარა კუნძულისგან, რომელიც ნაგებობის სიახლოვეს მდებარეობდა. გუარანის ენაზე ეს სიტყვა „ქვის ხმას“ ნიშნავს.
წლიური გამომუშავების სიმძლავრით, კაშხალი უდიდესია მომუშავე ჰიდროელექტროსადგურებს შორის. 2008 წელს 94.7 TWh გამოიმუშავა, 2009 წელს 91.6 TWh,[1] მაშინ, როცა ჩინეთში მდებარე სანსიის კაშხალმა 2008 წელს 80.8 TWh და 2009 წელს 79.4 TWh გამოიმუშავა. კაშხლის სიმძლავრე 14 000 მეგავატია და მეორეა 22 500 მეგავატიანი სანსიის კაშხლის შემდეგ. სადგურის ოპერირებას ორი ქვეყანა — ბრაზილია და პარაგვაი ახდენენ, რადგან ის მდინარე პარანაზე ამ ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო მონაკვეთზე, ქალაქ სიუდად-დელ-ესტესთან მდებარე მეგობრობის ხიდიდან 15 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს. ნაგებობა გადაჭიმულია ბრაზილიის ქალაქ ფოს-დუ-იგუასუდან პარაგვაის ქალაქ სიუდად-დელ-ესტემდე. 2008 წელს სადგურის მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ პარაგვაიში მოხმარებული ენერგიის 90% და ბრაზილიაში მოხმარებულის 19% შეადგინა.[2] 250px Itaipu2
ამჟამად დამონტაჟებულია 20 ერთეული გენერატორი, რომელთაგან ათი პარაგვაისთვის 50 ჰერცის სიხშირის ენერგიას გამოიმუშავებს, ათი კი 60 ჰერცს ბრაზილიისთვის. ორი 600 kV HVDC გადამცემი ხაზი, თითოეული 800 კმ სიგრძის, ორივე ქვეყნის ენრეგიას სან-პაულუში გზავნის, სადაც ტერმინალი მას 60 ჰერციან ენერგიად გარდაქმნის.
კაშხლის დაპროექტება 1971 წელს დაიწყო. უკანასკნელი 2 გენერატორი 2007 წელს დამონტაჟდა.

მშენებლობის ისტორია
1978 წელს, მიმდებარე კლდეში 150 მეტრიანი გვირაბი გაჭრეს. კაშხლის მშენებლობა 1979 წელს დაიწყო, მას შემდეგმ, რაც პარანის ძირითადი კალაპოტი დააშრეს. რეზერვუარის ავსება 1982 წლის 13 ოქტომბერს დაიწყო და ძლიერი წვიმების შემდეგ, უკვე 27 ოქტომბერს წყალგადასაშვევბებზე წყლის დონემ 100 იარდს მიაღწია. 1984 წლის 5 მაისს გაეშვა პირველი ჰიდროგენერატორი.
მშენებლობისას სულ 63,85 მილიონი მ³ მიწა და კლდე იქნა მოჭრილი, ჩაყრილი იქნა 15 მლნ მ³ გრუნტი და 12.57 მლნ მ³ ბეტონი.

დელტაპროექტი
300px Oosterscheldekering%2C Netherlands
დელტაპროექტი (ნიდერლ. Deltawerken) — მასშტაბური წყალდიდობის საწინააღმდეგო სისტემა განხორციელებული ნიდერლანდში 1953 წელს ჩრდილოეთის ზღვის დატბორვით გამოწვეული ტრაგედიის განმეორების თავიდან ასაცილებლად.
1953 წელს ჩრდილოეთის ზღვამ ნიდერლანდში ჯებირები და წყლის სამაგრი კედლები გაარღვია და ქვეყნის თითქმის მთელი სანაპირო ზოლი დატბორა. შედეგად დაიღუპა 1835 ადამიანი, ხოლო ევაკუირებულ იქნა 70.000. დაიხრჩო 10.000-მდე პირუტყვი და 4500 შენობა განადგურდა. საპასუხოდ ნიდერლანდის მთავრობამ შეიმუშავა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობისგან დამცავი პროექტი, რომელიც მოიცავს 10.250 მილის სიგრძის ჯებირებს (1500 მილი პირველადი და 8750 მილი მეორეული ჯებირი) და 300 ნაგებობას. ეს ასევე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საინჟინრო პროექტი იყო. პროექტმა ოკეანისგან 13 ესტუარის იზოლაცია მოახდინა. ამასთან დაახლოებით 1650 კვ. კმ მიწა გამონთავისუფლდა ზღვისგან.
wanneer
reis.000923deltawerken
deltawerken 03

პანამის არხი
250px Panama Canal Gatun Locks
პანამის არხი (ესპ. Canal de Panamá) — მნიშვნელოვანი სანაოსნო არხი, რომელიც ჭრის პანამის ყელს ცენტრალურ ამერიკაში და აკავშირებს ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს. არხის მშენებლობა იყო ერთ-ერთი უდიდესი და ურთულესი საინჟინრო პროექტი, რომელიც კი ადამიანს დღემდე განუხორციელებია. არხის აშენება დიდად წაადგა საერთაშორისო ტვირთზიდვას, ვინაიდან სატვირთო გემებს უკვე აღარ სჭირდებოდათ კონტინენტის შემოვლა გრძელი და საშიში მარშრუტით დრეიკის სრუტესა და ჰორნის კონცხთან სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთში. ამჟამად გემს ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკოში 9.500 კმ-ის გავლა უწევს, რაც თითქმის 2.5-ჯერ ნაკლებია ადრინდელ 22.500 კმ-ზე.
მიუხედავად იმისა, რომ თავად იდეა პანამის არხისა ადრეულ XVI საუკუნეში ჩაისახა, პირველი მცდელობა არხის აშენებისა მხოლოდ 1880 წელს განხორციელდა ფრანგების მეთაურობით. თავდაპირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და პროექტის დასრულება შემდგომში აშშ-მა იკისრა. არხი 1914 წელს გაიხსნა. 77 კმ სიგრძის არხის მშენებლობას ბევრი სირთულე სდევდა თან, მათ შორის ტროპიკული ავადმოყოფობები (მალარია და ყვითელი ცხელება) და მასიური მეწყერი. არხის მშენებლობაზე დაახლ. 27.500 მუშა დაიღუპა.
გახსნის შემდეგ არხს უზარმაზარი წარმატება ჰქონდა და დღემდე უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორს წარმოადგენს. ყოველწლიურად არხზე 14.000 სატვირთო გემი გადის ჯამური 203 მილიონი ტონა თვირთგამტარიანობით. 2002 წლისთვის არზე მისი გახსნის დღიდან 800.000 გემმა გაიარა.
250px Panama Canal Rough Diagram
აღსანიშნავია, რომ არხის წყნარი ოკეანის სანაპირო 20 სმ-ით მაღალია ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ამ სხვაობის დასარეგულირებლად, არხის სხვადასხვა მონაკვეთში აგებულია ე.წ. რაბები და ჭიშკრები, რომელიც არეგულირებს წყლის დონეს.
იმის გათვალისწინებით, რომ პანამის არხი ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში აშენდა, ის უკვე ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე გემების მოთხოვნებს და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მათ გატარებას. ამიტომ დღის წესრიგში დადგა მისი გაფართოების და გაუმჯობესების საკითხი, რაც ჯერ კიდევ 1939 წელს განიხილებოდა. 2006 წლის 22 ოქტომბრს რეფერენდუმით, პანამის მოსახლეობის 78%-მა მხარი დაუჭირა არხის გაფართოებას. სამუშაოები 2007 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდება.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არაერთხელ გაჩნდა იდეა პანამის არხის კონკურენტი არხების გაჭრისა. ვარიანტებად განიხილებოდა გაჭრა მექსიკის, ნიკარაგუის და კოლუმბიის ტერიტორიაზე. თუმცა, საბოლოოდ ეს ვარიანტები უგულებელყოფილ იქნა.
მოსახლეობისთვის პანამის არხის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლის სხვადასხვა საშუალებები არსებობს. ბოლო დრომდე, ამის ერთადერთი საშუალება იყო 1942 და 1962 წლებში აშენებული ხიდები, თუმცა 2005 წელს გაიხსნა სუპერთანამედროვე ხიდი, რომელსაც ავტომობილების 6 ზოლად გატარება შეუძლია.
პანამის არხის გახსნამ, ეკოსისტემა სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა, ვინაიდან აქ მილიონობით წლების შემდეგ ერთმანეთს შეუერთდა წყნარი და ატლანტის ოკეანეების წყლები, რაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას.
არხს ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს მთელი მსოფლიოდან. პანამაში ზაფხული ძალიან ცხელი და ტენიანია, ამიტომ წელიწადის ამ დროს პანამის მონახულება მაინცდამაინც სახარბიელო არ არის. ტურისტებს შორის ძალზედ პოპულარულია არხის გავლა და დათვალიერება საკრუიზო გემით.

85

წყარო: კა.ვიკიპედია.ორგ

მსგავსი ამბები

Back to top button