გამოგონებაგასართობისურათები

სტივენ სპილბერგი “სახლის აკვარიუმის” დიდი ფანატიკოსია

f88ea394dc20
ამ პოსტში არ შევეხები დიდ აკვარიუმებს; წარმოგიდგენთ სახლის აკვარიუმებს-ნახეთ ფოტოები და ალბატ თქვენც შეიძენთ; თევზები და აკვარიუმი ხომ ინტერიერის ჰარმონიზაციის არაჩვეულებრივი საშუალებაა.
6c5069468678
სტივენ სპილბერგი Steven Spielberg -დიდი ფანატიკოსია სახლის აკვარიუმებზე, ნახეთ ბოლო სურათებში…
60f6d62251d8
ჩვენ ცხოვრებაში აკვარიუმებს სიმშვიდისა და სულიერი წონასწორობის შემოტანა შეუძლიათ.
აკვარიუმის ბინადრები ყოველთვის თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ, არ აქცევენ ყურადღებას რა ხდება მათ ირგვლივ გარესამყაროში, და ამასთანავე ამ სიმშვიდეს ადამინებსაც გადასცემენ. ამ სახის რელაქსაციას „აკვარიუმის თერაპია“ ეწოდება. აკვარიუმის სამყაროს ყურება ამშვიდებს და შეუძლია დააწყნაროს აწეწილი ნერვები. წყალისა და მშვიდად მოცურავე თევზების ყურება ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში ნორმალური სისხლის მიმოქცევის სწრაფ აღდგენას.
11c7a99945f7
წყალქვეშა სამყაროზე დაკვირვება საუკეთესო დასვენება და ფსიქოლოგიური განტვირთვაა. მოცურავე თევზების ყურება ხსნის დაღლილობას და სტრესს, ამაღლებს განწყობას და აყუჩებს თავის ტკივილს. აკვარიუმი და თევზები საშინაო ექიმია :* დამიჯერეთ…

0eb1fc2c0252
საკუთარი პატარა სამყაროს შესაქმნელად უნიკალური საშუალება აკვარიუმია. აქ ყველაფერი შეთანხმებული, ჰარმონიული, განვითარებული და მოძრავია.

აკვარიუმი ეს არის ულამაზესი პატარა წყალქვეშა სამყარო, თევზები აკვარიუმში სიმშვიდის, ჰარმონიისა და კეთილდღეობის მატარებელი არიან, ასევე აკვარიუმი თანამედროვე ინტერიერის განუწყვეტელი ნაწილია.

7ec02c8775e4
და ეს დამაწყნარებელი „ფანჯარა“ – ჰარმონიული აკვარიუმი – სინამდვილეში კონვულსიური ნევროტული მოძრაობაა ერთი და იგივე სიმშვიდით…
eb353be37391
640b7f124684
თევზებს უამრავი კარგი თვისება გააჩნიათ. ფსიქოლოგების აზრით ისინი დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე. სწორედ ამიტომ სხვადასხვა სახის კლინიკაში ხშირად შეხვდებით აკვარიუმს. ბევრს სურს აკვარიუმი სახლში ჰქონდეს, მაგრამ მიჩნეულია, რომ თითქოს თევზების მოვლა უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული, ამიტომ ადამიანები თევზის ყოლას თავს არიდებენ.
1a6c5c8179e5
რაც შეეხება აკვარიუმს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ზომას. რაც პატარაა აკვარიუმი, მით უფრო რთული მოსავლელია შიგ თევზი.
b14fc2608d55
თევზების მოვლა, ზოგადად, ადვილია, მაგრამ აუცილებელი ყურადღებით იყოთ, რათა არ გამოგეპაროთ შემთხვევითი დაავადება. ანდრეი ტრეგუბოვი: “თევზის ავადმყოფობა სხვადასხვა ნიშნით შეიძლება გამოიცნოთ: სუნთქვით, მოწყენილობით, დაავადებული თევზი არ ჭამს…. მთავარია, დაავადება დროულად შეამჩნიოთ და მიმართოთ სპეციალისტს.
96e113d1cca3
მთავარია არ დაგვავიწყდეს, რომ თევზები ცოცხალი ორგანიზმები არიან და არა დეკორაციული საშუალებები და მათ მოვლა სჭირდებათ.
ef1bd02a8a75
სახლის აკვარიუმის ყველაზე გავრცელებული ზომაა 50-60 ლიტრი, თუმცა ზოგიერთები 1000 ლიტრიანსაც აკეთებენ. ასევე არსებობს მსოფლიოში ისეთი შედევრები, რომელშიც შესაძლოა მთელი ტბის წყლი დაეტიოს. სადაც შეიძლება ვეშაპების, ზვიგენების და სხვა წყლის გიგანტების ყოლა.
e69de897e420
ნებისმიერ სახლში არის საგნები, რომლებიც დადებით ენერგიებს აღძრავენ (ფსიქოლოგიაში ამას “ღუზებს” ეძახიან). ეს მარტო ავეჯი არ არის, არამედ სურნელი, ფერი, მელოდია, სხეულის გარკვეული ადგილი და ა. შ.
ad41edb8b7fd
აკვარიუმი ოთახის იმ მონაკვეთებში უნდა მოთავსდეს, სადაც საჭიროა მუდმივი და მძლავრი ენერგეტიკული კვება, ოქროს თევზები – სიმდიდრის სიმბოლოა, მათი ლივლივა მოძრაობა კი სტრესს ხსნიან და სხეულს ადუნებენ. ეს თევზები აკვარიუმის სხვა ბინადართაგან განსხვავებით გამუდმებით მოძრაობაში არიან. აკვარიუმის ზომებს დიდი ყურადღებით უნდა მივიდგეთ, სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ოთახის შესაბამისად ირჩევა, ხოლო წყლის რაოდენობა ერთი ოქროს თევზზე ათ ლიტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.
674647916626
აი, ასეთი აკვარიუმები სულ მალე ყველას შეეძლება სახლში დაიდგას
9629d86f2f8a
აკვარიუმად შეიძლება ვიხმაროთ მინის სხვადასხვა ტევადობის ჭურჭელი, წყლის ბინადართათვის გამოსადეგი და უსაფრთხო. ფორმის მხრივ აკვარიუმი შეიძლება იყოს მრგვალი, ოთკუთხედი, ტრაპეციული, მრავალწახნაგოვანი, სურათივით კედელზე მისამაგრებელი ან კუთხეში მისადგმელი. ყველა შემთხვევაში მისი კედლები გამჭვირვალე უნდა იყოს, თუნდაც მხოლოდ იმისათვის, რომ წყლის ბინადართ თვალყური ვადევნოტ, რაც დაგვამშვიდებს…
46a384e9ff40
აკვარიუმის შერჩევის შემდეგ, საჭიროა მისი სწორ ადგილზე დადგმა. აკვას მოთავსებამდე, კარგი იქნება მის ქვეშ პენოპლასტის ან რაიმე ნაჭერის დადება.
ეხლა, როცა ავკა მოთავსებულია თავის კუთვნილ ადგილზე, ფსკერზე ვყრით გრუნტს (კენჭებს), შემდეგ ვასხავთ წყალს. ამის შემდეგ ვამაგრებთ ფილტრს, რომელიც მთლიანად უნდა იყოს ჩაძირული წყალში, და ვრთავთ მას. თუ თბილი წყლის თევზების ყოლას აპირებთ, მაშინ აგრეთვე გამათბობლის დაყანებაა საჭირო.
81846284c32b
თევზების მოვლა
თევზების მოვლა შესდგება მათი ჭმევისგან და წყლის ცვლისგან.
საკვებიდან ყველაზე პოპულარულებია გერმანულის ფირმების ტეტრა და სერას სპეც.საკვები.
2385800119e9
წყლის ცვლა – რაოდენობა და სიხშირე პირდაპირ დამოკიდებული თევზების რაოდენობაზე და სახეობაზე. ნორმალურ აკვარიუმში ეს პროცედურა კვირაში 1-ხელ ტარდება, რომლის დროს აკვარიუმის მოცულობის ¼ იცვლება. რაც უფრო მეტი თევზია, მით უფრო ხშირი ან მოცულობიანია წყლის ცვლა.

7ec02c8775e4

0eb1fc2c0252
dcb42d8573b9
Chad Ochocinco

ინგლისის ფეხბურთის მოთამაშე დარწმუნებით ამბობს რომ მას ძალიან უყვარს აკვარიუმები,
ამას კი მისი საწოლი ოთახი და ტელევიზორის საყურებელი ოთახი ამტკიცებს

ffc6ed19818c
Steven Spielberg -სტივენის აკვარიუმი სასტუმრო ოთახში, რითაც ამაყობს – დაღლილობის დროს , აქ ისვენბს ასე 50 წუთი და უყურებს წყლის ბინადართა მშვიდ ატმოსფეროს..
c70fcfb882d0
f416b9d482a2
მსოფლიოში ყველაზე პატარა აკვარიუმი რუსმა მხატვარმა ანატოლი კონენკომ შეიმუშავა, რომელიც მინიატურული საგნების დამზადებაზე სპეციალიზდება.
აკვარიუმის ზომებია 30х24х14 მმ. და მასში მხოლოდ 10 მლ. წყალი ეტევა. იმისთვის, რომ მიკროლანდშაფტი არ დაზიანდეს, აკვარიუმში წყალს შპრიცით ასხამენ.
ეს პატარა აკვარიუმი შუშაპლასტიკისტან არის დამზადებული. მასში ნამდვილი წყალმცენარეები და თევზები ცხოვრობენ, რომლებიც სიგრძეში ძალიან პატარები 4 მილიმენტრი არიან.

8b7b9461a77c
f88ea394dc20
სტივენ სპილბერგის უსაყვარლესი აკვარიუმი– მართლა სუპერია !!!

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close