არქივი

ალექსანდრე დიუმა–უცნაური და ნიჭიერი

b80c08d693c2
ცხოვრების მანძილზე ალექსანდრე დიუმამ 500–მდე რომანი დაწერა,ხოლო პარიზში გამოსული თხზულებათა სრული კრებული 300 ტომში ძლივს ჩაეტია.თურმე ერთმა მაშინდელმა ისტორიკოსმა დიუმას “უცნაური,ნიჭიერი და თავქარიანი” უწოდა.

სწორედ 2002 წელს,როდესაც საფრანგეთი დიუმას დაბადების 200 წლისთავს აღნიშნავდა,ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა მისი ჰონორების ჯამი და ასტრონომიული თანხა  47 მილიონი დოლარი გამოვიდა.ამ მილიონების პატრონი კი სამოცდაათ წელს მიღწეული,სიღარიბეში გარდაიცვალა თავისი უკანონო შვილის ალექსანდრე დიუმა-უმცროსის სახლში.
843d68adc542
სხვაგვარად ვერც იქნებოდა-მთელი პარიზი ჭორაობდა,თუ როგორი ორგია მოაწყო დიუმამ,რამდენი შამპანიური დალია,რამდენი ძვირადღირებული კურტიზანი ქალი ესწრებოდა მხიარულებას და რა დაუჯდა ეს ხელგაშლილ მასპინძელს.

ასეთი ცხოვრების გამო იყო რომ 1851 წელს დიუმა ბრიუსელში გაეპარა მევალეებს და იქიდან მსოფლიოს გარშემო დაიწყო მოგზაურობა.საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში მისი წიგნები იბეჭდებოდა და ჰონორის უმეტესობა პირდაპირ მევალეების ანგარიშზე ჯდებოდა.სწორედ ამ ათწლიანი მოგზაურობის ნაწილი იყო ის წლები,როდესაც მწერალმა რუსეთის იმერიაში იმოგზაურა და კავკასიასაც ეწვია.
ba131c74994d
საქართველოთი დიუმა მართლა აღფრთოვანდა-არც არის გასაკვირი,დროსტარების სიყვარულით ცნობილი უკეთესს ადგილზე სად წავიდოდა,ვიდრე მაშიდელი თბილისი იყო,მაგრამ ცხადია,მარტო ეს არ ყოფილა-იგი აღფრთოვანებით ლაპარაკობდა ჩვენი ქვეყნის ბუნებაზე,ხალხზე და ტრადიციებზე.

ჩვეულებრივი და დინჯი ვერ “გააჩენდა” დარტანიანსა და გრაფ მონტე-კრისტოს.ეს ხომ დიუმა იყო “უცნაური,ნიჭიერი და თავქარიანი”.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button