ეს იცოდით?
კალიფორნიელმა მეცნიერებმა დაადგინეს,რომ ის ადამიანები,ვინც კვირაში ერთხელ მაინც ხუთ ცალ კაკალს ჭამენ,7 წლით მეტხანს ცოცხლობენ,ვიდრე დანარჩენები.სიცოცხლის გახანგრძლივების საიდუმლო ასეთია:კაკალი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს,რომელიც გულ–სისხლძარღვებზე დადებით გავლენას ახდენს და ზედმეტი ქოლესტერინის დამღუპველი გავლენისგან იცავს.
ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანსა და კოალას აქვთ კიდურების უნიკალური ანაბეჭდები.ამასთანავე კოალას ანაბეჭდების ადამიანისგან გამორჩევა მხოლოდ პროფესიონალ კრიმინალებს შეუძლიათ.
ალბათ ბევრმა არ იცის,რომ საუდის არაბეთში არც ერთი მდინარე არ არის.
მსოფლოში ყველაზე მაღალი ადამიანია უკრაინელი ლეონიდ სტადნიუკი.მისი სიმაღლე 2 მეტრი და 53 სანტიმეტრია.ასპარეზზე სტანდიუკის გამოჩენამდე გინესების რეკორდების წიგნში ტუნისელი რადხუან ჩარბიბა იყო აღნიშნული,რომელიც უკრაინელ კონკურენტზე 17 სანტიმეტრით დაბალია.
ფრანგ სპეციალისტებს თუ დავუჯერებთ,დილაადრიან ამდგარ ადამიანს ვაშლი უფრო აფხიზლებს ვიდრე ყავა.