არქივი

სიზმრების სახეობები

24f2d9430a3b

გამარჯობა ჩემო კარგებო…ძალიან მომენატრეთ თქვენ და ჩემი საყვარელი საიტი…დროის უქონლობის გამო პოსტის დაწერას ვერ ვახერხებდი..თუმცა საიტს ყოველდღე ვსტუმრობდი..ბოლო დროს ვუჩიოდი მუზის არ ქონას..დღეს კი ძალიან მოვინდომე და მოვიდა ეს პოსტის წერის მუზა..თან მკითხველის საყვედურიც მივიღე,რომ დიდი ხანია არაფერს არ ვწერ…და აი ისიც..ჩემი საყვარელი თემა.

ყველა სიზმარს,რომელსაც ვხედავთ,შეგვიძლია დავყოთ რამოდენიმე სახეობად:

1.კომპენსირებული

ეს ის სიზმრებია,რომლებშიც ჩვენს მოწინააღმდეგეებს ვამარცხებთ,ვხდებით მსოფლიოს მბრძანებლები,ვცხოვრობთ სასახლეებში,გვაქვს ის,რაზეც რეალურ ცხოვრებაში ვოცნებობთ.ამ სიზმრების როლია- დააბალანსოს ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა,მისცეს ღია გზა დაუკმაყოფილებლობის გრძნობას.ასეთი ხერხით ნერვული სისტემა წონასწორობის მდგომარეობაში რჩება.შესაძლებელია ასევე შებრუნებული ვარიანტიც- როდესაც ცხოვრებას ხალისი ემატება,ბედნიერებას განიცდით,სიზმრები ნეგატიურ შეფერილობას იღებს.

2.შემოქმედებითი

როგორც წესი,ასეთ სიზმრებს მწერლები,პოეტები,მსახიობები ხედავენ.მათი ცნობიერი ახალი პერსონაჟების და იდეების მუდმივ ძიებაშია.ეს პროცესი ძილშიც არ წყდება.იმის გამო რომ ქვეცნობიერი სრულ რეალიზებას ახდენს სიზმარში,თავად სიზმრები ძალიან პროდუქტიული ხდება.მაგალითად,ზუსტად სიზმარში ჩარლზ დიკენსმა ნახა თავისი ნაწარმოებების მრავალი პერსონაჟი.სიზმრები ერთგვარი მუზა იყო სალვადორ დალისთვის,ჯუზეპე ტარტინისთვის და სხვა მრავალი მოღვაწის.

3.ფაქტობრივი

ეს სიზმრები,უმეტეს შემთხვევაში უბრალო მოგონებაა,უკვე მომხდარის თავიდან განცდა.როგორც წესი,ისინი გარე სამყაროს ზემოქმედებით ესიზმრებათ.ეს შეიძლება საათის წიკწიკი იყოს,ან ხმაური,ან კარის გაღების ხმა.ამ სიზმრებს არ გააჩნიათ აზრობრივი დატვირთვა,თუ ისინი არ განეკუთვნება განმეორებადის კატეგორიას.

4.განმეორებადი

იმ შემთხვევაში,თუ სიზმარი ბევრჯერ მეორდება,ეს იმის მანიშნებელია,რომ რაღაც პრობლემა გადაუწყვეტელი რჩება.ქვეცნობიერი ყოველ ჯერზე გვიბიძგებს,რომ პრობლემა გადავჭრათ.რომელი პრობლემა იჩენს თავს ამა თუ იმ შემთხვევაში- თქმა ძნელია.

5.სიზმრები გაგრძელებით

იმ შემთხვევაში,როდესაც ადამიანი ესიზმრება სიზმრები გაგრძელებით,ეს უნდა აღვიქვათ როგორც ერთი სიზმარი.საერთოდ,ამ სიზმრის კომპლექსური ანალიზი გვაძლევს საშუალებას გავიგოთ რა აწვალებს ადამიანს და რა არის ამ პრობლემის არსი.ზოგადად,სიზმრები გაგრძელებით უკავშირდება განმეორებად სიზმრებს თავისი არსით.

6.ფიზიოლოგიური

ამ სიზმრების შინაარსი განისაზღვრება გარე პირობებით,რომელშიც მძინარე იმყოფება.მაგალითად,სიცივის შეგრძნებას შეუძლია სიზმარში თოვლი გააჩინოს.მაღლიდან ჩამოვარდნა,სინამდვილეში საწოლიდან ჩამოვარდნაა.ამ კატეგორიას ასევე ეროტიკული სიზმრებიც განეკუთვნება,რომელიც იძულებითი თავშეკავების დროს ესიზმრებათ.

7.გამაფრთხილებელი

ეს სიზმრები,როგორც წესი,დაფუძნებულია ამა თუ იმ ფაქტის ცოდნაზე,რომელსაც ჩვენი ქვეცნობიერი ცდილობს გადმოგვცეს.მაგალითად,ადამიანს ესიზმრება,რომ იგი მიდის მანქანით და უცებ მუხრუჭი უფუჭდება.სინამდვილეში,ამ ადამიანმა იცოდა ქვეცნობიერად,რომ მუხრუჭი შესამოწმებელია,მაგრმა ყოველდღიური საქმეები ამ აცდიდნენ ამ აზრს ბოლომდე ჩამოყალიბებას.

8.წინასწარმეტყველური

ეს კი ყველაზე მისტიკური და ამოუცნობი სიზმრების ტიპია…და ერთადერთი რისი თქმაც შეგვიძლია მათზე – ეს ისაა,რომ ისინი არსებობენ.დაიმახსოვრეთ: ასეთი სიზმრები ძილის მეორე ნახევარში მოდის,როდესაც სხეულმა და გონებამ უკვე დაისვენა.წინასწარმეტყველურ სიზმრებს არ განეკუთვნება ზემოთ ხსენებული არც ერთი ტიპი…არ შეგეშალოთ ასეთ სიზმრებში,როდესაც რაიმე გარე ფაქტორი მოქმედებს თქვენს ძილზე.

დღეისთვის სულ ეს იყო…დიდი მადლობა ყველას…მიყვარხართ :)

BY ნაწკა

 

პ.ს. ამხელა ტექსტს რომ აკოპირებ,სინდისი არ გაქვს რომ წყაროს არ უწერ?

მსგავსი ამბები

Back to top button