არქივი

უცნაური დამთხვევები

image

1.გასული საუკუნის 30-იან წლებში დეტროიტის მცხოვრები ჟოზეფ ფიგლოკი ქუჩაში მიდიოდა.მოულოდნელად ერთ სახლთან გავლისას ფანჯრიდან 1 წლის ბავშვი გადმოვარდა და როგორც იტყვიან, პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა.არანაერი ტრავმა არ მიუღიათ.ეს მხოლოდ ორი იღბლიანი ადამიანის ისტორიად ჩაითვლებოდა, რომ არა ერთი უცნაური გარემოება.ერთი წლის შემდეგ სასწაული იგივე ადგილას და იგივე პერსონაჟებით განმეორდა.ამჯერადაც ბავშვიც და მისი მშველელიც უვნებლები გადარჩნენ.

 

2.2002 წელს ტყუპი ძმები 2 საათის ინტერვალით ერთი და იგივე ადგილას ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ.ჩრდილოეთ შვედეთში ავარია ტრასის იმ მონაკვეთზე მოხდა, სადაც ეს ყველაზე დიდ იშვიათობას წარმოადგენდა, ამიტომ ერთ დღეში ორი ავარია ყველასთვის მოულოდნელი იყო.ამ დამთხვევას ახსნა ვერავინ მოუძებნა.

 

3.1920 წელს სამი ინგლისელი მოგზაური ერთ კუპეში აღმოჩნდნენ.გაცნობის პროცესში მათ აღმოაჩინეს, რომ ერთის გვარი იყო ბიკჰელმი, მეორესი -პაუელი, ხოლო მესამისა-ბიკჰელმ პაუელი.ისინი ერთმანეთის ნათესავები არ იყვნენ.

 

4.1975 წელს ქალაქ ლივერპულში მცხოვრებს მოპედით სეირნობისას ტაქსმა დაარტყა და ადგილზე მოკლა.ერთი წლის შემდეგ გარდაცვლილის ძმა იგივე ადგილას იმავე ვითარებაში დაიღუპა.გაირკვა, რომ ამ ავარიაშიც იგივე მოპედი და იგივე ტაქსი მონაწილეობდა.ტაქსის მძღოლი და მისი მგზავრიც იგივე პიროვნებები იყვნენ.

5.ამერიკის პრეზიდენტი აბრაჰამ ლინკოლნი მოკლეს 1865 წელს, ჯონ კენედი -1963 წელს.სხვაობა-98 წელი.იგივე სხვაობაა მათ დაბადების წლებს შორის.ასევე 98 წელია სხვაობა მათი სავარაუდო მკვლელების დაბადებისა და გარდაცვალების წლებს შორის.თანაც ორივე ერთ დღეს (პარასკევს)მოკლეს და ორივეს ზუსტად კეფაში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი.

 

წყარო : http://intermedia.ge

მსგავსი ამბები

Back to top button