საკითხავისასარგებლოუცნაური

შეშლილი მსოფლიო

შეშლილი შეშლილი მსოფლიო
1.შვეიცარიულ რესტორანში ქალის რძე იყიდება
შვეიცარიაში ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი, მისტერ ლოხერი, აცხადებს : “ჩვენ, ყველანი, დედის რძით ვართ გაზრდილი და რატომ არ უნდა იყოს რესტორანში ისეთი მენიუ. რომელშიც ქალის რძისგან დამზადებული კერძები იქნება?! ქალის რძისგან მართლაც რომ გემრიელი კერძები მზადდება , უბრალოდ, იგი გარკვეულ ხსნარში უნდა აურიო, რომ თავისი ბუნებრივი თვისებები არ დაკარგოს.”
Mმისტერ ლოხერმა ყურადღება იმით მიიქცია, რომ დონორი დედების ე.წ. კასტინგი გამოაცხადა, რომლებიც რძეს მოიწველიდნენ, რა თქმა უნდა გარკვეული საფასურის ფასად.

2. გინესისთვის გაღებული მსხვერპლი.

ბრაზილიელი ქალი ილეინ დავიდსონი პირსინგების რაოდენობით მსოფლიოს რეკორდსმენია. 1997 წელს მას 280 პირსინგი ქონდა, 2001 წელს უკვე 462 , თან აქედან 192 სახეზე.
ილეინისთვის ეს მაქსიმუმი არაა. იგი ყოველწლიურად ზრდის თავის სხეულზე გაყრილი სამკაულების რაოდენობას. საინტერესო კი ისაა, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, პირსინგი არ მიყვარს, ამას მხოლოდ და მხოლოდ გინესის რეკორდების წიგნისთვის ვაკეთებ და ამით ძალიან ბედნიერი ვარო.

3. მილიონიდან ერთი სხვადასხვა ფერის ტყუპები

კაილი ჰოდგსონმა ჩვეულებრივად, ფიზიოლოგიურად იმშობიარა ყოველგვარი გართულებების გარეშე. Mმის მშობიარობაში განსაკუთრებული ის იყო, რომ ტყუპი გოგონები სხვადასხვა კანის ფერის მქონენი აღმოჩდნენ, ერთი-შავი, მეორე კი- ფითქინა თეთრი. Kაილიც და მისი ქმარიც სხვადასხვა რასის ნარევები არიან-მათი დედები თეთრები არიან, მამები კი-ზანგები. Mმაგრამ ასეთი მემკვიდრეობის დროსაც კი მილიონიდან ერთი შანსია, სხვადასხვა კანის ფერის ტყუპები დაიბადნონ. კაილის შემთხვევაში სწორედ ეს მემილიონედი შანსი გამართლდა.

4. კაცი, რომელსაც ფეხები უსასრულოდ ეზრდება

მენდი სელერი უკვე 33 წლისაა, მისი დაავადების განკურნება კი ექიმებმა დღემდე ვერ შეძლეს. შაქმე იმაშია , რომ იგი წელქვევით იზრდება, ხოლო ტორსი ნორმაში აქვს. 129 კილოა და აქედან 40 კილო ტორსია, დანარჩენი კი ფეხები. Mენდიმ რამდენჯერმე სცადა პლასტიკური ოპერაციის გაკეთება, მაგრამ უშედეგოდ. პირიქით, ამოჭრილი ადგილები ორჯერ მეტად გაეზარდა. თავიდან მის დაავადებს სახელიც ვერ დაარქვეს, მაგრამ მალე გახდა ცნობილი, რომ იგი პროტეუსის სინდრომით იყო დაავადებული. Aმის გარკვევაში მენდის მისი მეგობარი დაეხმარა, რომელმაც შემთხვევით აღმოაჩინა ბრიტნაული ორგანიზაცია “პროტეუსის სინდრომი”.

5. მილიარდერი რომელსაც კომპიუტერიც კი არ აქვს

ღამდენიმე დღის წინ მილიარდერმა, ვორენ ბაფეტმა, მილიონი დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში. ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის ალბათ ყველაზე უცნაურია, რადგან ჩვეულებრივი ჩვეულებრივი ადამიანის მოკრძალებული ცხოვრებით ცხოვრობს. Bაფეტი პირველად 17 წლის იყო, როცა პირველი აქციების პაკეტი იყიდა. შემდეგ ცოტა ხანში იყიდა პირველი რანჩო. ის იმავე სახლში ცხოვრობს ომაპაში, რომელიც ქორწინების შემდეგ, 50 წლის წინ იყიდა და არანაირი ღობე არ აქვს. თავად დაჰყავს მანქანა და საერთოდ არ ჰყავს მძღოლი. არასოდეს მოგზაურობს კერძო თვითნფრინავით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიაკომპანია ეკუთვნის. Aრასოდეს ატარებს შეხვედრებს, მსგავსად სხვა კომპანიების დირექტორებისა. უკვე რამდენი ათეული წელია, სამსახურიდან დაბრუნებული თავად იკეთებს პოპ კორნს და უყურებს ტელევიზორს. ასევე მილიარდერ ბილ გეითს ის მხოლოდ 5 წლის წინ შეხვდა. Bბილმა შეხვედრა მხოლოდ ნახევარი საათით დანიშნა, რადგან ფიქრობდა, რომ საერთო არაფერი ქონდა ვორენ ბაფეტთან, მაგრამ როდესაც ბილი შეხვდა ვორენს, ამშეხვედრამ ათ საათს გასტანა და მისი დამთავრების შემდეგ ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ ის ვორენის ფანი გახდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ვორენს არც ტელეფონი აქვს და არც კომპიუტერი სამუშაო კაბინეტში.

თეგები

boy_g

i love ucnauri.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close