გასართობისურათებიუცნაური

მხოლოდ ფაქტები

eb4de07b4521
რიგით მეხუთე მხოლოდ ფაქტები

1.ვიდეორგოლი სადაც რონალდინიო ზედიზედ რამდენიმეჯერ არტყამს ბურთს ხარიხას იყო პირველი, რომელსაც იუტუბზე მილიონზე მეტი მნახველი ყავდა.

626be0a77e08

2.გავრცელებული ლეგენდა რაგბის შექმნის შესახებ, თითქოს ის უილიამ ვებ ელისმა გამოიგონა, როდესაც ფეხბურთის თამაშისას ბურთი ხელში აიღო მცდარია. მიუხედავად ამისა რაგბის უმაღლეს ჯილდოს დღესაც უილიამ ვებ ელისის თასი ჰქვია.

101166f84209

3.იაკობ დე მოლე (1244-1314) იყო ტამპლიერების ორდენის 23ე და უკანასკნელი მაგისტრი. მას შემდეგ რაც საფრანგეთის მეფემ ფილიპე IV ლამაზმა და რომის პაპმა კლიმენტი V ორდენი დაშალეს, მოლეს ნელ ცეცხლზე დაწვა მიუსაჯეს. 1314 წლის 18 მარტს განაჩენის აღსრულების დღეს დიდმა მაგისტრმა თქვა რომ პაპს 40 დღეში შეხვდებოდა მეფეს კი 100 დღეში. წინასწარმეტყველება ზედმიწევნით ზუსტად ახდა.

4.ნაბუქოს წერის დროს, 1842 წელს, ჯუზეპე ვერდის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იდგა. მისი წინა ოპერა “მეფე ერთი საათით” სკანდალით ჩავარდა. ამას თან უფრო დიდი უბედურება დაერთო. მისი ცოლი და ორი ქალიშვილი ეპიდემიამ იმსხვერპლა. დიდმა კომპოზიტორმა მოიკრიბა ძალები და თავისი პირველი შედევრი შექმნა. იტალიელთათვის განსაკუთრებით ძვირფასია ებრაელ მონათა გუნდის სიმღერა მესამე მოქმედებიდან, Va, pensiero, რომელიც იტალიის განმათავისუფლებელთა არაოფიციალურ ჰიმნად იქცა განსაკუთრებით, კი სიტყვები:O mia patria, si bella e perduta-ო, ჩემი სამშობლო ასეთი საყვარელი, ასეთი დაკარგული. ნაბუქომ კიდევ ერთხელ გაუწია სამსახური კომპოზიტორს. ეს 1901 წელს მოხდა ვერდის დასაფლავებაზე, როდესაც მთელი პროცესია Va, pensieroს მღეროდა.

5.იტალიელთათვის კიდევ ერთი ძვირფასი ნაწილი კლასიკური მუსიკისა არის დიკ ჯონსონის არია ჯაკომო პუჩინის ოპერიდან “გოგონა დასავლეთიდან”. სწორედ “Che’lla mi creda”ს მღეროდნენ იტალიელი ჯარისკაცები პირველი მსოფლიო ომის დროს საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად.

აი ორიგინალი და ინგლისური თარგმანი:

Ch’ella mi creda libero e lontano
sopra una nuova via di redenzione!…
Aspetterà ch’io torni…
E passeranno i giorni,
E passeranno i giorni,
ed io non tornerò…
ed io non tornerò…
Minnie, della mia vita mio solo fiore,
Minnie, che m’hai voluto tanto bene!…
Tanto bene!
Ah, tu della mia vita mio solo fior!

Let her believe I’m far away and free
On a new path of redemption!…
She will wait for my return….
And the days will pass,
And the days will pass,
and I will not return.
and I will not return.
Minnie, the only flower of my life,
Minnie, you who have loved me so much!…
So much!
Ah, you’re the only flower of my life!

6.1962 წლის 2 მარტს ვილტ ჩემბერლენმა 100 ქულა ჩააგდო ნიუ-იორკ ნიკსის წინააღმდეგ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმდროისთვის სამქულიანი ტყორცნა არ არსებობდა.

348236c9927b

7.1616 წლის აპრილი ყველაზე კოშმარული თვე იყო ხელოვნების ისტორიაში. ამა თვის 22ში ჯერ მიგელ დე სერვანტესი გარდაიცვალა. მეორე დღეს კი უილიამ შექსპირი.

a111c9c43374

8.კონსტანტინე გამსახურდიამ უარი განაცხადა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვაზე, რადგან არ სურდა მის ნეშტს განესვენა იქ სადაც იესო და იუდა პირისპირ იყვნენ დასაფლავებულნი(ის ილია ჭავჭავაზეს და ფილიპე მახარაძეს გულისხმობდა). ამიტომ დიდი მწერალი კოლხურ კოშკში დაკრძალეს 1975 წელს.

683cfdd41ad8

9.პუბლიუს ვირგილიუს მარეს ბოლო სურვილი იყო მისი “ენეადა” დაეწვათ. საბედნიეროდ იმპერატორმა ოქტავიანემ არ შეუსრულა უკანასკნელი თხოვნა დიდ მანტუელს.

95e80907fbee

10.ცნობილი ფაქტია, რომ იოჰან ვოლფგანგ გოეთეს და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს არ უყვარდათ ერთმანეთი. ამის მიზეზი კი გახლავთ მათი სეირნობა ბოჰემიის ქალაქ ტეფლიცში. ორი გენიოსი მიუყვებოდა ქალაქის ქუჩებს, როდესაც გოეთემ შეამჩნია საფრანგეთის სამეფო ოჯახი და კარის დიდებულები. დიდმა პოეტმა მათ გზა დაუთმო. ბეთჰოვენმა კი ჯიქურ გაიარა მათ შორის, წამოწეულ პოეტს კი უთხრა:”შენ კი არ უნდა დაგეთმო მათთვის გზა, მათ უნდა გავეტარებინეთ ჩვენ.

705d9f68c6a1

11.ჯაკომო პუჩინიმ თავისი ბოლო ოპერის “ტურანდოტის” დასრულება ვერ მოასწრო. საქმე ბოლომდე მისმა მოწაფემ ფრანკო ალფინომ მიიყვანა. დადგა პრემიერის დღეც 1926 წლის 26 აპრილი. ყველასთვის ინტრიგის საგანს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ოპერისთვის არტურო ტოსკანინის უნდა ედირიჟორა. პრემიერა მშვენივრად მიმდინარეობდა მთელი ლა სკალა სულ განაბული ელოდა ფინალს, მაგრამ ლიუს სიკვდილის შემდეგ ტოსკანინიმ დადო სადირიჟორო ჯოხი და თქვა:”აქ დიდ კომპოზიტორს სიკვდილმა ხელიდან ხელიდან გამოსტაცა კალამი”.

d09a62306ccb

12.თემურ ლენგს ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, თუმცა წერა კითხვა არ იცოდა, ამიტომ მუდამ დაყვებოდა ჯარისკაცი რომელიც წიგნებს უკითხავდა.

0231472a34c3

13.ლეონარდო და ვინჩის აღმოჩენილი ჰქონდა მეთოდი იმისა თუ, როგორ უნდა შეემცირებინა ძილისათვის განკუთვნილი დრო და ამავდროულად შეენარჩუნებინა ჯანმრთელობა. საიდუმლო შემდეგში მდგომარეობდა:ის 4 საათში ერთხელ იძინებდა 15 წუთით ცდებმა მეთოდის ეფექტურობა დაადასტურეს.

14.შუშის ჰარმონიკა ბენჟამინ ფრანკლინის ყველაზე ცნობილი გამოგონებაა. ის განსაკუთრებით პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ვოლფგანგ ამადეუს მოცარტმა მისთვის სონატა დაწერა.

e41ae8087a77

15.თქვენ ხედავთ შავ ყუთს ვლადიმირ ვოროშილოვის საფლავზე. მან გამოიგონა ინტელექტუალური თამაში “რა?სად?როდის?”

c4d34b469542

16.ეს კი არქიმედეს საფლავზე იყო ამოტვიფრული. მან დაადგინა, რომ ბირთვის მოცულობა არის 2\3 იმ ცილინდრის მოცულობისა, რომელშიც ის არის მოთავსებული.

73495687ebb9

17.სურათძე გამოსახულია ვლადიმერ ლენინი. მას წვერი იოსებ სტალინმა გაპარსა.

81dd8034b606

18.ემილ ზოლა მთელი ცხოვრების მანძილზე ენას უკიდებდა, თუმცა ამას არ შეუშლია მისთვის ხელი იმაში, რომ შესანიშნავი ტენორი ყოფილიყო.

f35b3a4bc0a2

19.1929 წლის 11 თებერვალს თეირანში მოკლული იქნა რუსეთის ელჩი და ალექსანდრე ჭავჭავაზის სიძე ალექსანდრ გრიბოედოვი. დანაშაულის გამოსასყიდად ირანის შახმა ფატი ასლიმ ნიკოლოზ I გაუგზავნა ალმასი შახი. მეფის პასუხი შემდეგნაირი იყო:”სამუდამოდ დავივიწყე თეირანის ინციდენტი”.

5cd2a8469a75

20.შოთა არველაძე პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ბომბარდირია 491 გოლით.

წყარო : სხვადასხვა.

MDM

სხვებისგან ბევრით არაფრით გამოვირჩევი. მიყვარს ვიქტორ ჰიუგოს, ანრი სტენდალის, ალექსანდრე დიუმასა და ქართველი ისტორიული პროზაიკოსების შემოქმედება. ვუსმენ კლასიკურ მუსიკას ერთნაირად მიყვარს მასკანი, ჯორდანო, ვერდი, პუჩინი და ლეონკავალო. ჩემი საყვარელი შემსრულებელია მარიო დელ მონაკო, რადგან ჩემს საყვარელ საოპერო როლებს(კანიო, რადამესი, ოტელო, კავარადოსი და კალაფი...) საუკეთესოდ ასრულებს. 2006 წლიდან ვარ ბარსელონას თავგადაკლული გულშემატკივარი. საკუთარ თავს დავახასიათებდი ორი სიტყვით მეოცნებე ესთეტიკოსი რადგან ხელოვნება ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე რეალური ცხოვრება, რაც ძალიან ცუდად აისახება ჩემს ადამიანურ ურთიერთობებზე. მგონი სულ ეს იყო.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close