არქეოლოგია
არქეოლოგია მეცნიერების ის დარგია,რომელიც კაცობრიობის ისტორიას წარსულის ნოვთიერი კულტურის ძეგლების მიხედვით სწავლობს.
არქეოლოგიური ძეგლები ერთადერთი წყაროა წინარეისტორიული ხანის შესასწავლად,მომდევნო პერიოდისთვის კი არქეოლოგია კვლების შედეგები ავსებს და აზუსტებს წერილობითი წყაროების მონაცემებს.არქეოლოგთა მიერ აღმოჩენილია თვით დამწერლობის უძველესი ძეგლებიც.არქეოლოგიას ხატოვნად ნიჩბით შეიარაღებულ ისტორიასაც უწოდებენ,რადგან ნივთიერი ძეგლების მოსაპოვებლად ტარდება არქეოლოგიური გათხრები,რომლებსაც ჩვეულებრივ წინ უძღვის არქეოლოგიური დაზვერვა.არქეოლოგიას,როგორც მეცნიერებას, აქვს თავისი კვლევის საგანი და თავისი განსაკუთრებული,მხოლოდ მისთვის დამახასიატებელი წყაროების დაგროვების და შესწავლის მეთოდი.ამ მიმართულებით არქეოლოგია წარმოადგენს დამოუკიდებელ ისტორიულ მეცნიერებას.არქეოლოგია, როგორც მეცნიერება მე-18ს-ის ბოლოსა და მე-19ს-ის დასაწყისში ჩამოყალიდა,თუმცა სიძველეებისადმი ინტერესს უძველეს დროიდანვე იჩენდნენ.მე-18ს-ის დასაწყისამდე გრძელდებოდა მეცნიერი თუ მოხალისე არქეოლოგების საქმიანობა,რომელიც უპირატესად ძვირფას ნივთთა კოლექციების შექმნას ისახავდა მიზნად.ერთ-ერთი პირველი, ვინც წარსულის ნივთიერი ძეგლების,როგორც ისტორიული წყაროს მეცნიერული მნიშვნელობა გაიგო,ფრანგი მეცნიერი კლოდ პერესკი იყო.
1709 წელს სამხრეთ იტალიაში აღმოჩნდა ახ.წ.79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ჩამარხული ძველი ქალაქი ჰერკულანუმი,1748 წელს დაიწყო ამავე ამოფრქვევის შედეგად განადგურებული ქალაქის,პომპეის გათხრები რომელმაც ფართო მასშტაბი მიიღო მე-19ს.ში.
არქეოლოგიური კვლევა-ძიების განვითარებაში განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა მე-19 საუკუნეში,რომელსაც დიდი არქეოლოგიური აღმოჩენების ეპოქას უწოდებენ.
არქეოლოგია საქართველოში მე-19ს-ში ჩაიასახა.1871 წლიდან იწყება სისტემატური არქეოლოგიური გათხრები,კერძოდ,ძველი დედაქალაქის,მცხეთის მიდამოებში,სამთავროს ველზე.ამ დროს კავკასიაში მოღვაწეობდა ავსტრიელი მეცნიერი,ნატურალისტი ფრიდრიხ ბაიერნი რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოში არქეოლოგიური გათხრების წარმოებას და მუშაობს შეედეგების გამოქვეყნებას.
არქეოლოგია მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებასთან:ანთროპოლოგიასთან,ეთნოგრაფიასთნა,გეოლოგიასთან,გეოლოგიასთან,ფიზიკასთან და ა.შ