საკითხავისასარგებლოსურათები

ფოტოები, რომელმაც შეძრა მსოფლიო

1826 view from the window at le gras by joseph nic3a9pce1

1. ფოტოგრაფიის პირველი პირმშო

1826 წელს ფრანგმა ჟოზეფ ნიკიფორ ნიეფსიმ – Joseph Niépce – მისი სტუდიის ფანჯრიდან შექმნა ხედის რეპროდუქცია, რომელზედაც წარმოდგენილი იყო ფარდულის დაქანებული სახურავი, მსხლის ხე, რომლის ტოტებს შორის ცის კამარა მოჩანდა და მტრედის სახლი.

ეს უხეში და გაურკვეველი გამოსახულება კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში პირველ წარმატებულ ფოტოსურათს წარმოადგენდა. ნიეფსიმ ამ სურათს ჰელიოგრაფია (მზე-მხატვრობა) უწოდა.პირველი ფოტოს გამჟღავნებას 8 საათი დასჭირდა. ასე გაჩნდა ფოტოგრაფია.
1793 წელს ფრანგმა ნიკიფორემ და მისმა ძმამ – კლაუდმა წარმოიდგინეს ფოტოგრაფიული პროცესი. მომდევნო წლების განმავლობაში ნიკიფორე ექსპერიმენეტებს ატარებდა სინათლეზე მგრძნობიარე სხვადასხვა მოწყობილობებსა და კამერებზე.

2. შესვენება ლანჩზე. ცნობილი ფოტო ნიუ-იორკის ფოტოკოლექციიდან
3000 e1839be18393e18394 e18394e18395e183a0e1839de1839ee18394e1839ae18398 e18394e1839be18398e18392e183a0e18390e1839ce183a2e18398 e183a7
ებრაულ-სლავური წარმოშოფის ფოტოგრაფის – ჰაინ ლუისის ტრიუმფად ნიუ-იორკის 443-მეტრიანი Empire State Building-ის მშენებლობის ამსახველი კადრები იქცა. ცნობილია, რომ 3000-მდე ევროპელი ემიგრანტი ყოველგვარი სადაზღვევო აღჭურვილობის გარეშე აშენებდა მსოფლიოში იმ დროისთვის ყველაზე მაღალ შენობას.

102-სართულიანი Empire State Building-ის მშენებლობას 410 დღე დასჭირდა. ცათამბჯენი 1931 წლის 1 მაისს გაიხსნა და ტყუპი ცათამბჯენის აშენებამდე ამერიკაში ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა. 2002 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ კი ნიუ-იორკის ყველაზე მაღალი ნაგებობის სტატუსი დაიბრუნა. ოფიციალური სტატისტიკით, მშენებლობისას 5 ადამიანი დაიღუპა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დუდანას პოსტში.

3. პირველი თვითმფრინავი
1111

4. 72 წლის მხიარული გენიოსი
einstein tongue out
1951 წელი. ფოტოგრაფი: Arthur Sasse.
დაბადების დღეზე ფოტოგრაფებისა და ჟურნალისტებისაგან შეწუხებულმა ალბერტ აინშტაინმა, რომელსაც სთხოვდნენ რომ გაეღიმა, ენა გამოუყო მათ. ეს ფოტო იმის დადასტურებაა, რომ ყველაზე გენიოს ფიზიკოსსაც კი შეიძლება ჰქონდეს დიდი თავისუფლებისა და იუმორის შეგრძნება.

5. ფილიპ ჰალსმანის მიერ განხორციელებული სურიეალიზმი ფოტოგრაფიაში
e183a4e18398e1839ae18398e1839e e183b0e18390e1839ae183a1e1839be18390e1839ce18398
ფოტოგრაფმა ფილიპ ჰალცმანმა სახელი გაითქვა ორიგინალურად გადაღებული ფოტოებით, რომლებზეც ჰაერში ამხტარ ადამიანებს იღებდა. ფოტოგრაფი თვლიდა, რომ ნახტომში ყველაზე კარგად ჩანს ადამიანის ნამდვილი სახე.

ამ სურათის გადასაღებად ფოტოგრაფს 6 საათი, დამხმარეებით სავსე ოთახი, რამდენიმე ათეულჯერ ჰაერში გასროლილი კატები და წყლიანი ვედროები დასჭირდა. ფოტოს უკანა ფონზე ჩანს სალვადორ დალის დაუმთავრებელი ნახატი.

6. 1954 წლის 4 სექტემბერი. დოროთი ქაუნთსი, ერთ-ერთი პირველი შავკანიანი სტუდენტი, მიდის კოლეჯში.
littlerock

7. ელიოტ ერვიტის (Elliott Ervitt) სურათი “თეთრები და ფერადები”
1950 segregated water fountains in north carolina by elliott erwitt
ჩრდილოეთ კაროლინა, 1950 წელი. დისკრიმინაციის ადრეული გამოვლინებები. სურათი, რომელიც მიუთითებს სოციალური სეგრეგაციის უსამართლობაზე, ფართოდ ცნობილი გახდა, როგორც სიმბოლო ცვლილების აუცილებლობისა.

და მართლაც როგორ იცვლება დრო. მხოლოდ ორი თაობა მოვიდა მას შემდეგ და უკვე შავკანიანი პრეზიდენტი მართავს უძლიერეს სახელმწიფოს.

8. შტორმის შემდეგ.
after the storm patrick farrell
პატრიკ ფარელის მიერ გადაღებული ფოტო ჰაიტის ტრაგედიაზე, 2008 წელს.

9. ჯეიმს ნაჩტვეის ფოტო
james nachtweymagnum photosusa for liberation 1992
აშშ–საფრანგეთი. 1992 წლის ნოემბერი. ბარდერა, სომალი. დედას მიაქვს შიმშილისგან მკვდარი შვილის ცხედარი.

10. ავღანელი ლტოლვილი ბიჭუნა ემალება მტვრის ქარბუქს
an afghan refugee child hides from a dust storm

11. ომაირა სანჩესი – 13 წლის კოლუმბიელი გოგონას ტრაგიკული ამბავი
omayra sanchez
1985 წლის 13 ნოემბერი. ვულკანის ამოფრქვევა ნევადო დელ რუისში (კოლუმბია). თოვლი დადნა და 50 მეტრის სისქის ტალახის, მიწის და წყლის მასამ ყველაფერი მიწასთან გაასწორა. დაღუპულთა სიამ 23 000-ს მიაღწია. ამ კატასტროფამ მთელი მსოფლიო შეძრა, სწორედ ამ ფოტოს დამსახურებით, რომელზეც პატარა გოგონა სახელად ომაირა სანჩესია გამოსახული. ის აღმოჩნდა მახეში – ყელამდე ტალახში, ბავშვს ფეხები ჩამონგრეული სახლის ბეტონის კონსტრუქციაში მოყვა. მაშველები ამაოდ ცდილობდნენ ჭუჭყიანი წყლის ამოტუმბვას და ბავშვის გათავისუფლებას. 3 დღის განმავლობაში ვერავინ შეძლო მისი ფეხების ბეტონის ფილებიდან გათავისუფლება და გოგონას ამოყვანა.

ომაირას ამბავი შუქდებოდა ტელევიზიით, მასთან მიდიოდა ხალხი, იგი ითხოვდა დახმარებას, ელაპარაკებოდა მათ. ასე გაგრძელდა სამი დღე, ვიდრე ომაირა რამდენიმე ვირუსით არ დაინფიცირდა. მას განუვითარდა განგრენა და ჰიპოთერმია.

როგორც ჟურნალისტი კრისტინა ეჩანდია იხსენებს, რომელიც ამ დროის განმავლობაში ომაირას არ მოშორებია, გოგონა მღეროდა და ირგვლივ მყოფთ ესაუბრებოდა. მას ეშინოდა და წარამარა წყალს ითხოვდა. მესამე ღამეს ჰალუცინაციები დაეწყო. საბოლოოდ აგონიურ მდგომარეობაში ტელეკამერებისა და ფოტოობიექტივების თვალწინ დაიღუპა. ეს ფოტო გადაღებულია Frank Fournier-ის მიერ ომაირას სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე.

12. ავღანელი ლტოლვილი გოგონა – 13 წლის შარბათ გულა.
gula
ფოტო გადაღებულია მსოფლიო რეპორტაჟული ფოტოგრაფიის ლეგენდად აღიარებული სტივ მაკკარის მიერ. მისი ფოტოხელოვნების შედევრად ავღანელი ლტოლვილი გოგონას ფოტოა მიჩნეული. სტივ მაკკარიმ 13 წლის შარბათ გულა პაკისტანის ქალაქ ნასირ-ბაგში, ლტოლვილთა ბანაკში შენიშნა. ავღანეთში საბჭოთა ჯარის შესვლის შემდეგ გოგონას მშობლები დაეღუპა და ნათესავებთან ერთად თავშესაფარში ცხოვრობდა.

1984 წელს პუშტუნელმა გოგონამ, შარბათ გულამ, მსოფლიოში სახელი გაითქვა. პირველად ეს ფოტო ჟურნალ National Geographic-ის გარეკანზე დაიბეჭდა და ამავე ჟურნალის საუკეთესო ტოპ-ასეულში მოხვდა. გულას მომაჯადოებელ მზერას, გახუნებული და ალაგ-ალაგ დამწვარი თავსაბურავი მატებდა ელფერს. ამის შემდეგ ამ ფოტომ ღია ბარათებსა თუ სხვადასხვა გამოცემის ფურცლებზე გადაინაცვლა…

როდესაც 17 წლის შემდეგ ფოტოგრაფმა გოგონა მოძებნა და უკვე 30 წლის გულამ ფოტოს დახედა, უკმაყოფილო დარჩენილა, რომ გაცვეთილ თავსაბურავში იყო აღბეჭდილი. ამ ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე თვეში შარბათ გულა გათხოვილა. მას ოთხი შვილი შეეძინა, რომელთაგან ერთ-ერთი დაეღუპა.

13. ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, ავღანეთი. 2010 წელი
e1839de183afe18390e183aee183a3e183a0e18398 e183abe18390e1839ae18390e18393e1839de18391e18398e183a1 e1839be183a1e183aee18395e18394e183a0
ვანდალიზმის შემზარავი ფაქტი – 19 წლის ბიბი აიშას ქმარმა ცხვირი და ყურები მოაჭრა, რადგან გაუსაძლის პირობებში მყოფმა ოჯახის მიტოვება გაბედა და ამით ქმრის სახელი შეარცხვინა.

აიშას ტანჯვა მაშინ დაიწყო როცა საკუთარმა მშობელმა იგი 16 წლის ასაკში მომავალი ქმრის მამასა და 10 ძმას გადასცა, სადაც 2 წელი ციხეში მყოფივით გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მეუღლე არც უნახავს, რადგან პაკისტანში იბრძოდა. მუდმივ ტანჯვასა და შეურაცხყოფას აიშამ ვეღარ გაუძლო და გაიქცა. იგი დაიჭირეს და ოჯახში ძალით დააბრუნეს. იმ დღეს პირველად ნახა ქმარი, რომელიც შინ მხოლოდ იმიტომ დაბრუნდა, რომ ოჯახის შემარცხვენელი ცოლი თალიბანთა სასამართლოსთვის გადაეცა. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ქმარმა აღასრულად და დასახიჩრებული ახალგაზრდა ცოლი მთებში მომაკვდავი დააგდო, სადაც უგონო მდგომარეობაში მყოფი შემთხვევით იპოვეს და ამერიკაში წაიყვანეს სამკურნალოდ. აიშა მიიჩნიეს ავღანეთში ოჯახური ძალადობისა და მონობის ქვეშ ჩუმად მყოფი ათი ათასობით ქალის სახედ.

14. “დედამიწის ამოსვლა”, 1968 წელი
earthrise 1968

15. პირველი ნაბიჯები მთვარეზე, 1969 წელი
1969
თუკი წყაროთა გარკვეულ ნაწილს დავეყრდნობით, Neil Armstrong-ი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე გაისეირნა:).

16. სიცოცხლის ჩანასახის პირველი ამსახველი კადრი, 1965 წელი
how life begins 1965

17. საშვილოსნოდან სიცოცლეზე ხელმოჭიდებული ნაყოფი
05
ამერიკაში ოპერაციის დროს გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფოტო. 21 კვირის ნაყოფმა დედის საშვილოსნოდან გამოყო პაწაწინა ხელი და ქირურგის თითს ჩაეჭიდა. თითქოს, ნაყოფი სიცოცხლის უფლებით სარგებლობას სთხოვს ადამიანებს.

18. კოსოვო, დევნილები. ფოტოგრაფი კაროლ გაცი.
kosovo refugees carol guzy
კაროლ გაცი პირველი ქალი ფოტოგრაფია, რომელიც პულიტცერის პრიზით დააჯილდოვეს მის მიერ კოსოვოში გადაღებული გულისამაჩუყებელი კადრებისათვის.

19. თოვლის კაცი, 1967 წელი
30
პატერსონ-გიმლინის დოკუმენტური ფილმი, რომელშიც მოულოდნელად დაფიქსირდა ბიგფუტის (ქართულად იგივე თოვლის კაცი) ქალის ინდივიდი, დღემდე წარმოადგენს ერთადერთ მკაფიო ფოტოს, რომელიც არის მტკიცებულება დედამიწაზე რელიკტური ჰომინიდების არსებობისა.

20. მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი
141

21. “შიმშილი სუდანში”. ფოტოგრაფი – კევინ კარტერი
d0b3d0bed0bbd0bed0b4 d0b2 d181d183d0b4d0b0d0bdd0b5
კევინ კარტერი ოთხ ფოტოჟურნალისტთან ერთად მუშაობდა აფრიკაში და ეძებდა ფოტოსენსაციებს. მან 1994 წელს ამ ნამუშევრმა პულიტცერის პრემია და მსოფლიო აღიარება მოუტანა. სურათზე ასახულია შიმშილისგან მოკუნტული და სიკვდილის პირას მისული სუდანელი გოგონა. კევინ კარტერი საკვების გამცემი პუნქტიდან მოშორებით მიმოდიოდა, როდესაც ტირილის ხმა შემოესმა. იქვე მინდორზე დაინახა შიმშილისგან ძალაგამოცლილი და მოკუნტული გოგონა, რომელიც სიკვდილის პირამდე მისული ჩუმად ტიროდა. ფოტოგრაფმა კამერა მოიმარჯვა და გადაღება დააპირა, როდესაც ბავშვთან ახლოს სვავი მოფრინდა. კევინმა შესანიშნავი ფოტოს გადაღების შანსი გამოიყენა, შეარჩია პოზიცია და ასე შექმნა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გახმაურებული სურათი. კადრში მოსჩანს მტაცებელი ფრინველი, რომელიც გოგონას დასაკორტნად მის სიკვდილს ელოდება.ფოტომ მთელი ცივილიზებული მსოფლიო შოკში ჩააგდო.

როცა ფოტოგრაფს ჰკითხეს, – რატომ არ დაეხმარა გოგონას და საკვების გაცემის პუნქტში არ მიიყვანა, კევინმა უპასუხა, – ჩემი მოვალეობა ინფორმაციის მოწოდებაა და არა ვინმეს დახმარებაო. ამ ამბის ერთადერთი მოწმე ფოტოგრაფი ჟოაო სილვა იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამ სურათზე დედის მიერ გაეროს დახმარების პუნქტიდან საჭმლის მოპოვებისას ცოტა ხნით მიგდებული ბავშვია გადაღებული, სვავი კი კადრში შემთხვევით აღმოჩნდა.

მიუხედავად წარმატებული ფოტოკარიერისა, ფოტოგრაფს დეპრესია განუვითარდა (სავარაუდოდ, სუდანის შემზარავი ამბის მოგონებების ფონზე) და 33 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვნეს.

22. მშიერი გოგონა, სუდანი
kevin cater carter came under criticism for his pulitzer prize photograph
კევინ კარტერი დიდი კრიტიკის საგნად აქციეს პულიტცარის პრიზის მიღებისთვის, რომელიც მას ამ ფოტოსთვის გადასცეს.

23. სიკვდილის აჩრდილის მინდორი, 1855 წელი. ფოტოგრაფი როჯერ ფენტონი
1855 valley of the shadow of death by roger fenton

24. ბუხენვალდის ბანაკი, 1945 წელი
buchenwald24 april 1945
კენჩუკის სენატორი – ალბერ ბარკლი, კონგრესის მიერ შექმნილი კომიტეტის წევრი, რომელიც გამოძიებას აწარმოებდა ნაცისტების მიერ ჩადენილ ქმედებებზე. ფოტოდან ჩანს, რომ იგი ათვალიერებს საკონცენტრაციო ბანაკში არსებულ მტკიცებულებას. ვაიმარი, გერმანია.

25. ალბინოსი შავკანიანი ბიჭუნა. ბიაფრა, 1969 წელი
biafra 1969 a starving albino boy harassed and discriminated against for the colour of his skin clutches an empty corned beef tin at an orphanage
ბიჭი თავისი კანის ფერის გამო დისკრიმინაციის მსხვერლი გახდა, რის შემდეგაც თავშესაფარში იმყოფება. ფოტოგრაფი დონ მაკკუილინი/Don MacCullin.

26. დამარხული უცნობი ბავშვი
1984 e183ace1839ae18398e183a1 e18393e18394e18399e18394e1839be18391e18394e183a0e18398 e18391e1839de183a4e18390e1839ae18398 e18398e1839c
1984 წლის 3 დეკემბერი, ქალაქი ბხოპალი, ინდოეთი. ქიმიურ ქარხანა – Union Carbide-ში ავარიის დროს მომწამლავი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი ბავშვი. ეს იყო მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ტექნიკური კატასტროფა. პესტიციდების გამომშვები ამერიკული ქარხნიდან ატმოსფეროში მოხვედრილი გიგანტურმა მოწამლულმა ღრუბელმა დაფარა ქალაქი და 1 თვის განმავლობაში 15 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

27. ტრაგედია ოკლაჰომაში, 1995 წელი
tragedy in oklahoma 1995
მეხანძრემ მოასწრო ხელთათმანების გახდა, სანამ პოლიციელი ჩვილს გადასცემდა. ალბათ, იცით, რომ მეხანძრის ხელთათმანები უკიდურესად უხეშია. მან კი სასწრაფოდ მოიშორა, რომ შეეგრძნო გადარჩენილი ჩვილით გამოწვეული სიხარული. ფოტოზე ჩანს, როგორი მზრუნველობით დასცქერის გოგონას. მეხანძრემ ჯერ არ იცი, რომ იგი უკვე გარდაიცვალა.

28.მიწისძვრა ჰაიტიში, ფოტოგრაფი ოლივიე ლაბანი
e1839be18398e183ace18398e183a1e183abe18395e183a0e18390 e183b0e18390e18398e183a2e18398e183a8e18398 olivier laban mattei

29. “ოპერაცია ლომის გული”
operation lion heart deanne fitzmaurice
ფოტოჟურნალისტმა დეან ფიცმაურიკმა (Deanne Fitzmaurice) ამ ფოტოსთვის 2005 წელს პულიტცარის პრიზი მიიღო. “ოპერაცია ლომის გული” მოგვითხრობს 9 წლის ერაყელი ბიჭის ისტორიას, რომელიც ძალიან მძიმედ დაიჭრა აფეთქებისას ერაყის ომში – თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკი კონფლიქტის დროს.

ბიჭი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც ათობით მძიმე ოპერაცია გაუკეთდა. სიკვდილთან მამაცური ბრძოლისა და დიდი გამბედავობის გამო მას ზედმეტსახელად “ლომის გული” უწოდეს.

30. ატომის “სოკო” ნაგასაკის თავზე, 1945. კაცობრიობის სისასტიკის დამადასტურებელი მტკიცებულება
nagasaki 1945 1945 nagasaki taken by the u s air force
ფოტო გადაღებულია ამერიკის საჰაერო სამხედრო ძალების მიერ. ფოტოგრაფი უცნობია. 1945 წლის 6 აგვისტოს პირველმა ატომურმა ბომბმა ხიროსიმაში მცხოვრები 80 000 იაპონელი მოკლა, ხოლო 3 დღის შემდეგ ნაგასაკში ჩამოვარდნილი ბომბის სხივების სიმხურვალემ რამდენიმე ათას გრადუსს მიაღწია, რადიაციამ ირგვლივ ყველაფერი გაანადგურა, საერთო ჯამში კი შეიწირა 150 000 ადამიანი.

წყარო : http://tatatatuli.wordpress.com

მსგავსი ამბები

Back to top button