საკითხავისასარგებლო

მარტოობის მსხვერპლი

ყველას გვინახავს ადამიანები რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ სასტიკ ყინვასა თუ პაპანაქება სიცხეში,მათხოვრობენ ან თუნდაც კარდაკარ დადიან ,რომლებიც მარტოდ-მარტონი ცდილობენ გაუმკლავდნენ ცხოვრების სისასტიკესა და ყოველგვარ გასაჭირს,რომელთაც ხალხი გულგრილად,ზიზღით თუ შეცოდებით უყურებს და არც კი იციან რა გადახდა მათ თავს,რის შემდეგ აღმოჩნდნენ ქუჩაში.
უსახლკარო,მარტოდმარტო მყოფი ადამიანების პრობლემა დიდი ხანია არსებობს.
უფრო მეტად ყურადღებას გავამახვილებ საქართველოში მცხოვრებ ესეთ ადამიანებზე,რადგანაც ასე თუ ისე,მეტნაკლებად განვითარებული ქვეყნები ცდილობენ ამ პრობლემის გადაჭრას.ხოლო საქართველოსნაირი განვითარებადი ქვეყნები ამას ნაკლებად აკეთებენ.
მოვიყვან ალექსანდე ყაზბეგის “ელგუჯადან”მონაკვეთს
1864წელს გამოცხადდა ბატონ-ყმობის გადავარდნა.
ეს ამბავი სასიხარულო გამოდგა ყმებისათვის,მაგრამ სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა.ისინი ახალმა წესდებამ დააგდო ხელგაშვერილ ღატაკებად!
იქამდის შემაძრწუნებელი იყო მათი მდგომარეობა,რომ ზოგს ზედ დასახური საბანი და ქვეშ გასაშლელი ნაბადიც კი არ გამოჰყოლიათ მებატონისგან.
ეს ხალხი გაიფანტა სხვადასხვა ადგილებში და აქამდინაც ისევ ისე ხელგაშვერილები დადიან და თავის შესაფარებელი ვერ უპოვნიათ,მაშინ, როდესაც ათასი თავისუფალი ადგილები არის ,რომელზედაც ადვილად შეიძლებოდა მათი დასახლება და,ეხლა უსარგებლო სახელმჭიფო წევრთაგან,გაეშენებინათ სარგებლობის მომცემი ხალხი.ვინც იცის,საიდან გადმოკარგულს სკაპცებს,დამახინჯებულებს ზნეობითაც და კაცობითაც,აძლევენ ადგილებს,-ამ საცოდავს ღმერთისაგანაც და კაცისაგანაც მოძულუბულთ დასახლება უფრო მადლი არ
 იყო?”
ყაზბეგს მართლაც ძალიან კარგად აქვს გამოსავალი ნაპოვნი,თუმცა საქართველოში ამდენი წლის შემდეგაც კვლავ ისეთი სიტუაციაა ,როგორიც ადრე.თითქოს წინ მივდივართ,მაგრამ მაინც ერთ ადგილას “ვბუქსაობთ”.კვლავაც გადმოხვეწილს ხალხს,დამახინჯებულებს ზნეობითად და კაცობითაც,-მათ ჩინელებს ,ინდოელებს თუ სხვებს,რომლებიც ლამის ქართველებზე მეტად გვხვდებიან ქუჩაში,მაღაზიებსა თუ ბიზნესში, უქმნიან ყველანაირ პირობასა და კომფორტს,როდესაც ჩვენი თანამოქალაქენი საშინელ დღეში არიან და უსახლკაროდ ,ყოველგვარი დახმარების გარეშე არსებობენ,მათ სიცოცხლეს,თუ კიდევ სიცოცხლე და ცხოვრება შეიძლება ეწოდოს.
ვფიქრობ,რომ საქართველოში რაიმე რეფორმა უნდა გატარდეს ამასთან დაკავშირებით.
თუმცა მთავრობას როგორც ყოველთვის,გასამართლებელი მიზეზი ექნება,ბიუჯეტი არ გვყოფნისო.როდესაც საქართველოს ბიუჯეტი იხარჯება…..
(ამას აღარ გავაგრძელებ თემიდან გადახვევა მომიწევს და ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამოაშკარავება,რაც ამ პოსტში არ მინდა რომ მოხდეს.)
რაც შეეხება ადამიანებს რომლებიც ასეთ “მარტოობისთვის განწირულებს”ყოველდღე ვხედავთ ქუჩაში,გასარკვევია თუ რა დამოკიდებულება გვაქვს მათ მიმართ.

ეს პოსტი ეხება ყველა მარტოსულს,დაჭირვებულს,ვხოვრებისგან დატანჯულებს და მათ რიცხვში შედიან ამორალური ყოფაქცევის ქალებიც.როდესაც მათ ვხედავ  საშინელი სევდა მომეძალება ხოლმე,ამაზე ჩემს მეგობართანაც მომივიდა კამათი.ის ამბობდა რომ მასში ეს ქალები ზიზღს იწვევს და რაც არ უნდა მომხდარიყო მის ცხოვრებაში ამას არ გააკეთებდა.მე კი ვიცავდი მათ და ვამბობდი რომ ჩვენ არ ვიცით მათი წარსული.
აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ როდესაც ადამიანები უყურებენ რაიმე კინოს ან კითხულობენ მოთხრობას,რომელიც ამორალურ ქალზეა,იგი ეცოდებათ და თითქოს მათ გულისტკივილს იზიარებენ ,მაგრამ როდესაც ცხოვრებაში ხდება მასეთი რამე იმწამსვე გამოლანძღავენ და შეურაცოფას მიაყენებენ მათ.ზიზღს გრძნობენ მხოლოდ და არ იციან თუ რაოდენ დიდ ცოდვას ჩადიან ამით.მე არ ვამბობ რომ მასეთი ხალხი მაინცდამაინც მეგობრებად გავიხადოთ,ან თან გადავყვეთ,მაგრამ შეურაცყოფას მაინც ნუ მივაყენებთ მათ და უხმოდ გავუაროთ გვერძე ან თუნდაც თანაგრძნობით შევხედოთ ეს მათთვის ბევრს ნიშნავს.

გუშინ ჩემი მეგობარი მიყვებოდა,რომ ერთი ქალი დ ბავშვი იდგნენ და მათთან პატარა მათხოვარი მივიდა,ბავშვს დაუწყო ლაპარაკი და რაღაც უთანხმოება მოხდა,ეს ქალი შემოუბრუნდა და გამოლანძღა ეს მათხოვარი:”ჩემი შვილი უფრო პატარაა,შენ მათხოვარო და არ უნდა დაუთმოო”მოკლედ ისეთი სიტყვებით ლანძღა რომ სულ გული დამეწვაო.
ასეთი ფაქტები ძალიან ხშირია,რაც ძალიან სამწუხაროა.
კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ.
გუშინ მოვდიოდით მე და ჩემი მეგობარი ქუჩაში და ერთი კარგად ნაცნობი მათხოვარი მიდიოდა ჩვენს წინ,რომელსაც “მუდამ ორსული”შევარქვით:)
სულ ორსულადაა რაც ვხედავ ხოლმე.ეს ბავშვები სად მიყავს არ ვიცი.მოკლედ იმას ვამბობდი რომ ჩვენ წინ მიდიოდა ეს ქალი,ვიღაც პატარა ბავშვთან ერთად,როცა გვერდი გავიარეთ ის ქალი ბავშვს ეუბნებოდა რაღაცას ხრინწიანი ,სიგარეტისგან გაფუჭებული,თუმცა მაინც მზრუნველი ხმით.ხელზე დავხედე მას და სამაჯური ეკეთა.ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა.ვიგრძენი რომ ამ ქალსაც უნდოდა ოჯახი,თავის მოვლა,სამკაულები,მოსიყვარულე ქმარი,მაგრამ ამის მაგივრად სრულიად სხვა რამ მიიღო ცხოვრებისგან.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ამ ბოლო დროს  გააქტიურდა  ,უპატრონო ბავშვების და მოხუცების,ასევე გაჭირვებული ოჯახების მიმართ ქველმოქმედება.
ჩვენ ყველამ ვიცით პატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონფი “იავნანა”რომელის საკმაოდ ხშირად ატარებს კონცერტებს და ეხმარებიან ხალხს.|

გუშინაც ჩატარდა იმედზე მსგავსი კონცერტი რომელსაც ერქვა”ნუ დატოვებ მარტო”.
იმ ადამიანებმა,მართლაც კიდევ ერთხელ დამარწმუნეს,რომ შეიძლება ეხლა ჩვეულებრივი ადამიანი ხარ,რომელსაც ყავს მეგობრები,ოჯახი და ნათესავები,მაგრამ ხვალ შეიძლება ეს ესე არ იყოს.
არ ვიცით რა მოგველის ხვალ და ამიტომაც შევეცადოთ დავეხმაროთ სხვას,ჩავუსახოთ იმედის ნაპერწკალი და მივცეთ ცხოვრების გაგრძელების საშვალება.
აქვე მოვიყვან ერთ-ერთი მოხუცი,მიტოვებული კაცის ლექსს,რომელიც გუშინ საღამოს წაიკითხა საქველმოქმედო კონცერტზე
არვინ არ იცის,რას მოუტანს წუთი სოფელი,
ბედნიერებას,ტანჯვას,გოდებას,
ერთი კი ვიცი,რომ ცხოვრება საამოდ ტკბილი,
იყო ერთხელ და არასდროს განმეორდება”

ამ სიტყვებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე,და საერთოდ ყველა სიუჟეტზე მეტირებოდა,კიდევ კარგი მარტო ვიყავი:)
მეტად გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ ქუჩაში საკმაოდ ბევრი ბავშვები არიან სამათხოვროდ გამოსულები.მათხოვრები აჩენენ შვილებს და ისინიც აგრძელებენ დედის “საქმიანობას”.ესენი ყველაზე მეტად მეცოდებიან,მათ ხომ არაფერი არ დაუშავებიათ,არანაირი ცოდვა არ ჩაუდენიათ,მიუხედავად ამისა მაინც დაიჩაგრნენ ცხოვრებისგან.მათ არ აურჩევიათ “საქმიანობად” მათხოვრობა.
და თავისდაუნებურად განწირულები არიან მარტოობისათვის.
ქუჩა მათზე ძალიან ცუდად ზემოქმედებს.

ამ ბოლო დროს ასევე გახშირდა “ვითომ “გაჭირვებული მათხოვრები.ანუ იმას ვგულისხმობ რომ ზოგიერთი ამას უკვე მართლა საქმიანობად მიიჩნევს.რამოდენიმე წლის წინ წავიკითხე სტატია რომელიღაც ჟურნალში,რომელიც იკვლევდა ამ საქმეს.
აღმოჩნდა რომ ზოგ მათხოვარს სულაც არ უჭირს და მათი შვილები ჩვეულებრივად ცხოვრობენ,უბრალოდ სახლში რატომ უნდა იჯდნენ,აქ არიან და თვითონაც ფულს შოულობენ.ასეთი რამე მართლა ძალიან დიდ ცოდვად მიმაჩნია,როგორ უნდა იმათხოვრო როდესაც უფალმა ამისთვის არ გაგიმეტა და მოგცა საშუალება გეცხოვრა ნორმალურად.

 ფ.ბ-ზე ჩავატარე ერთგვარი გამოკითხვა:
1.სწორია თუ არა ხალხის დამოკიდებულება გაჭირვებულ,მარტოხელა ხალხის მიმართ?
1.არასწორია(9ხმა)
2.სწორია(1ხმა)
2. როგორ ფიქრობთ საჭიროა თუ არა გატარდეს რაიმე რეფორმა, გაჭირვებული მარტოხელა ადამიანების დასახმარებლად?
1.აუცილებელია(13ხმა)
2.საჭიროა(3ხმა)
3.არაა საჭირო(0ხმა)
3. როგორ ფიქრობთ როგორი დამოკიდებულება აქვს ხალხს იმ ადამიანების მიმართ ვინც მარტოობის მსხვერპლია?
1.ცუდი(2ხმა)
2.კარგი(1ხმა)
3.არასათანადო(5ხმა)

წყარო : http://blogger.ge

tamusa

maqvs blogi: www.siyvarulzesheyvarebuli.wordpress.com davdivar jurnalistikadze da didi survili maqvs gavxde warmatebuli jurnalisti :)

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close