ამ ორი ნაწარმოების წაკითხვის და ნახვის შემდეგ,შევამჩნიე აშკარა მსგავსებები დეტალებში.თემით დაინტერესებული ერთ-ერთ ინგლისურენოვან საიტზე ბრალდებასაც კი წავაწყდი ჯოან როულინგისადმი,მას პლაგიატობაში დებდნენ ბრალს.ეს უკვე უცნაური ფაქტია.რათქმაუნდა ეს პოსტი მიზნად ჯ.როულინგისათვის რაიმეს დაბრალებას არ ისახავს მიზნად,უბრალოდ წარმოგიდგენთ უჩვეულო მსაგვსებებს “ოსტატ და მარგარიტასა” და “ჰარი პოტერს” შორის.
სანამ უშუალოდ მსგავსებებზე გადავიდოდე,მოკლედ მიმოვიხილავ ნაწარმოებებს.
ჰარი პოტერი
წიგნის დაწერის იდეა, როგორც ავტორი ამბობს თავში უეცრად მოუვიდა 1990 წელს.პირველი ნაწილი კი “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” 1995 წელს დაასრულა.რასაც მოჰყვა 6 მომდევნო ნაწილი და 8 ფილმი,რომელმაც მსოფლიოში უდიდესი პოლულარობა მოიპოვა.წიგნი მოგვითხრობს ჯადოქარი ბიჭის ჰარი პოტერისა და მისი მეგობრების ჰერმიონას და რონის თავგადასავალს.მთავარ ბოროტ ძალას ლორდი ვოლდემორი წარმოადგენს,რომელმაც ჰარის მშობლები მოუკლა,თვითონ მას ვერ მოერია და სახეზე ნაიარევი დაუტოვა.წიგნში ჰარისა და ვოლდემორს შორის ხშირად მყარდება გონებრივი კავშირები,ჰარის ესმის ვოლდემორის აზრები.ჰარი და ვოლდემორიდან მხოლოდ ერთი უნდა გადარჩეს,რომელიმე აუცილებლად უნდა მოკვდეს.ასეთია წინასწარმეტყველება.აშკარადაა გამოკვეთილი ორი მხარე – კეთილი,როემლზეც ჰარი იმყოფება და ბოროტი – რომელსაც ვოლდემორი წარმოადგენს.ჰარი შეძლებს და გაანადგურებს 7 ჰორკრუქსში გამომწვდეულ ბოროტ ლორდ ვოლდემორს და სამუდამოდ დაამარცხებს ბოროტ ძალას.
ოსტატი და მარგარიტა
რომანი 11 წლის განმავლობაში 1929-40 (მიხეილ ბულგაკოვის სიცოცხლის ბოლო წლები) წლებში იქმნებოდა.გამოქვეყნდა მხოლოდ 1966 წელს,ავტორის მეუღლის მეშვეობით.წიგნში აღწერილია 1930-იანი წლების მოსკოვი,რომელსაც დემონი (ვოლანდი) ესტუმრება მხლებლებით.იგი გაეცნობა ათეისტ მწერლებს – უსახლკაროსა და ბერლიოზს და ამ უკანასკნელს სიკვდილს უწინასწარმეტყველებს რაც მალევე ახდება.ვოლანდი დასახლდება ბინაში,რომლიდანაც ხალხი ქრება.ის ქალაქში უჩვეულო საქმიანობას ეწევა რაც აცვიფრებს მოქალაქეებს.მალე მოქმედებაში შემოდის ოსტატი,რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფიში არის.იქ თავისი ნებითაა და არ უნდა უკან,მარგარიტასთან,დაბრუნება,რადგან ფიქრობს,რომ ამით მხოლოდ ავნებს მას.მშვენიერი მარგარიტა ოსტატის საყვარელია.მას მდიდარი მეუღლე და მშვენიერი ცხოვრება აქვს,მაგრამ ნამდვილ სიყვარულს მხოლოდ ოსტატთან გრძნობს.მარგარიტა დაუახლოვდება დემონს რათა დაიბრუნოს ოსტატი და შეძლებს კიდეც ამას.
უშუალოდ კითვხისას უამრავ დეტალი იწვევს ალუზიას,თუმცა აქ მხოლოდ ძირითად მსგავსებებს მოვიყვან მაგალითებად,რომლებიც სულ 8 შევარჩიე.
მაშ ასე:
1) “ოსტატ და მარგარიტაში” როცა მარგარიტა ტანზე ეშმაკისეულ საცხს იცხებს,შეიძენს ფრენის უნარს.ის დაფრინავს ჯოხზე შემომჯდარი.
“ჰარი პოტერში” კი კარგად მოგეხსენებათ სპორტიც კი არსებობს(“ქვიდიჩი”) რომელშიც მონაწილეები ცოცხზე ამხედრებულები დაფრინავენ.ამის გარდა წიგნის გმირები ხშირად გადაადგილდებიან ამგვარად.
2) აშკარად შესამჩნევი მსგავსებაა,ადამიანიდან კატად და პირიქით გარდასახვის უნარის აღწერა.”ოსტატ და მარგარიტაში” ვოლანდის თანმხლები კატა ბეჰემოტი რომანის ბოლოს უეცრად ხალხის თვალწინ მსუქან,ჭუჭყიან,კატის მსგავს კაცად გადაიქცევა.
ჯოან როულინგი მხოლოდ კატას არ დაჯერდა (საუბარია მინერვა მაკგონაგელზე,რომელიც თავისუფლად გარდაისახებოდა ქალიდან კატად და პირიქით) და მოქმედებაში ადამიანი-ვირთხა,ადამიანი-ძაღლი ჩართო.
3) ყურადღებამისაქცევი დეტალია ჭადრაკის დაფა.მიხეილ ბულგაკოვის რომანში,ვოლანდი ერთ-ერთ ეპიზოდში ჭადრაკს დამოუკიდებლად მოძრაობის უნარის მქონე ფიგურებით თამაშობს.
მსგავსი რამ გვხვდება ჰარისა და რონის შემთხვევაშიც.მეტიც,პირველ ნაწილში ჰარი გიგანტური,მოძრავი ფიგურებითაც კი თამაშობს ჭადრაკს.
4)მ.ბულგაკოვს,მარგარიტას გაქცევის საღამოს ეპიზოდში,ჩართული ჰყავს მსუქანდრუნჩიანი ბაყაყები,რომლებიც მარგარიტასათვის მხიარულ მარშს უკრავენ.მსგავსი სიუჯეტის მქონე,სცენაც კი არსებობს ფილმიდან “ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე”.
5)იმავე საღამოს მარგარიტა ვოლანდთან მფრინავი მანქანით მიფრინდება,რომელსაც მოხმარების შმედეგ ხრამში გადააგდებენ.მფრინავი, დამტვრეული მანქანის ანალოგი მოიძებნება “ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახში”.
6)”ოსტატ და მარგარიტაში” დემონთან გამართული წვეულება ქმნის აშკარა ალუზიას ჰოგვორტსის ციხე-სიმაგრესთან.
აღსანიშნავია,რომ თუ “ოსტატ და მარგარიტაში” აღწერილ წვეულებაზე მოსული სტუმრები სახლში ბუხრიდან შედიან,
“ჰარი პოტერში” ბუხრის საშუალებით სივრცეში გადაადგილება ხდება.
7)”ოსტატ და მარგარიტაში” საუბარია ადამიანებისთვის ჩვეულებრივი სივცის გადიდებაზე მის 5 განზომილებაში გადაყვანისას (ჩვენ 3 განზომილებაში ვცხოვრობთ მოგეხსენებათ).მისი აშკარა ანალოგია “ჰარი პოტერში” მცირე კარვის შიგნიდან გადიდება და ჰერმიონას საოცარი ჩანთა, რომელიც უამრავ ნივთს იტევს.
8) და ბოლოს ყველაზე საინტერესოა მსგავსება,ბოროტ ძალებს შორის.
იმასთან ერთად რომ ორივე უარყოფით პერსონაჟს გააჩნია ფიზიკური ნაკლი,ძალიან საინტერესოა მსგავსება სახელებში.მიხეილ ბულგაკოვის შექმნილი ბოროტი ძალის განსახიერების,დემონის სახელია ვოლანდი (ორგ.Воланд),ჰარი პოტერის დაუძინებელ მტერს კი ლორდი ვოლდემორი (ორგ.Lord Voldemort) ქვია,რაც რუსულ თარგმანში Волан-де-Морт-ია.ალბათ დიდი ახსნა არ ჭირდება იმას, რომ ეს ორი სახელი ერთმანეთს ძალიან გავს.
სიმბოლურია ის ფაქტიც,რომ ორივე უარყოფით გმირს ჰყავს თანმხლები ცხოველი.ვოლანდის შემთხვევაში ეს კატაა,ვოლდემორის შემთხვევაში კი – გველი.
რათქმაუნდა პლაგიატობის დაბრალება ჯოან როულინგისათვის მეტისმეტია,თუმცა მსგავსებებიც აშკარა და შესამჩნევია.იმის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება,რომ ჯ.როულინგს “ოსტატი და მარგარიტა” ერთხელ მაინც აქვს წაკითხული.